in

ქართული ანიმაცია საფრანგეთის ფესტივალზე! — The Radiants


ქართველი ანიმატორის, თამარ ზარქუას ანიმაცია საერთაშორისო ჟიურიმ ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დაასახელა და წარსადგენად საფრთანგეთში მიიწვიეს! ანესი-საქართველოს ერთკვირიანი ვორქშოფი SAQANIMA-მ უკვე მეცხრედ ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 6 ნამუშევარი გაიგზავნა საფრანგეთის საერთაშორისო ჟიურისთან.

სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ თამარის ანიმაცია The Radiants ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ ანიმაციად დასახელდა. შედეგად, საფრანგეთის, და ალბათ, მსოფლიოში ყველაზე დიდ ანიმაციურ ფესტივალ ANNECY-ში მიიღებს მონაწილეობას. გასულ წელს 15 000-მდე ადამიანი ჩავიდა ამ ფესტივალისთვის საფრანგეთში. წელს მეც მივდივარ, როგორც ანესი საქართველოს ვორქშოფის გამარჯვებული და იმედი მაქვს, ძალიან კარგი შედეგით დავბრუნდები“, — აღნიშნავს თამარი.

ანიმაციაზე უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, სიუჟეტი უცხოპლანეტელებს ეხება, რომლებსაც რეალურად მთლად უცხოპლანეტელებსაც ვერ ვუწოდებთ. რადიანტები გალაქტიკათაშორისი მოგზაურები არიან — მათი მისია მაგიური კოსმოსის შესწავლა და დაკვირვებაა. ერთხელაც აღმოაჩენენ პლანეტა დედამიწას და ძალიან მოიხიბლებიან, რადგან ის ყველაფერია რაც სხვა პლანეტებზე ინდივიდუალურად არსებობს, აქ უკვე ერთადაა თავმყროყრილი.

ამავდროულად, რადიანტებისთვის ყველაზე შეუცნობელი არსება ადამიანია. ვერაფრით ხვდებიან მის ქცევას… ამიტომაც გადაწყვეტენ ადამიანში ჩასახლებას. რადიანტებს არ აქვთ არც პირი, არც ყურები, არც ცხვირი, ისინი ტელეპატიურად ამყარებენ კომუნიკაციას. ადამიანში ჩასახლების შემდეგ კი გაოცდებიან იმ ყველაფრით, რისი გამოცდაც შეუძლიათ — გემო, სუნი, ჩასუნთქვა, ფიქრები, ემოციები და ა. შ.

რადიანტები აღფრთოვანებულები არიან იმ პატარა დეტალებით, რომლებიც ჩვენთვის უკვე სულ ერთი გახდა. ვეღარც აღვიქვამთ, თუ რა მაგიურ სამყაროში ვცხოვრობთ. „ვერ აღვიქვამთ, რადგან უზარმაზარი ინფორმციული ნაკადი მოდის ჩვენს გონებაში და ზოგჯერ გვავიწყდება რომ ცხოვრება მხოლოდ ახლა არსებობს, არც წარსულში და არც მომავალში, აწმყოთი ტკბობა გვავიწყდება. რადიანტების სერიალით კი მინდა შევახსენო მაყურებელს, თუ როგორი ძვირფაია ცხოვრება და ილუზორულ ფიქრებში გაფლანგვა არ ღირს. საბოლოოდ კი, ამ ანიმაციური სერიალით  მინდა ცოტათი გავცე პასუხი კითხვას: რას ნიშნავს ვიყო ადამიანი?“, — განმარტავს თამარი.

ამჟამად პროექტი საწყის ეტაპზეა, საპილოტე სერსიის სრულად შექმნას კი საკმაოდ დიდი დაფინანსება სჭირდება. ამის პარალელურად, ანესის ფესტივალის აკრედიტაცია თამარს საშუალებას აძლევს, ანიმაციის სფეროში წამყვან პროფესიონალებს შეხვდეს და თავისი პროექტი წარუდგინოს. მათ შორის არიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Netflix, Disney, Cartoon Saloon, Adult Swim და ა. შ. „ამ ფესტივალის დახმარებით შესაძლებლობა მაქვს, შევხდე პოტენციურ სპონსორებს, რომლებიც დააფინანსებენ ჩემს ანიმაციურ სერიალს. ასევე, შესაძლებელია ყველა იმ რესურსის პოვნა, რაც ანიმაციის განვითარებასა და შექმნაში დამეხმარება“.

ანიმაციური სერიალის საბოლოო სრულყოფაზე უკვე კრეატიულ სააგენტო „ბურთულაში“ იზრუნებენ, რომლის დამფუძნებელიც, ანიტა ეჯიბიასთან ერთად, თავად თამარ ზარქუაა.


ავტორი: ქეთია ბელქანია


ზუმერი ახალი ტექნოლოგიური მოვლენის ეპიცენტრში — Apple Vision Pro, რომელიც მსოფლიოს შეცვლის

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „4 წელი დაგვჭირდა 4.300-ზე მეტი ადამიანის დასარწმუნებლად“ – ნანა ბაგალიშვილი