10
Jan
2019

მეცნიერებმა შორეული გალაქტიკიდან მომავალი რადიოსიგნალები დააფიქსირეს

10 Jan 2019

მეცნიერებმა 1.5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული განმეორებადი რადიოსიგნალები დააფიქსირეს. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთი ადგილიდან მომავალი რადიოსიგნალი 6-ჯერ განმეორდა. რაც აქამდე დაფიქსირებული 60 რადიოსიგნალიდან მხოლოდ ერთს ახასიათებდა. ორი განმეორებადი რადიოსიგნალის აღმოჩენა კი მეცნიერების აზრით, გაამარტივებს გალაქტიკის ათვისებას და აქამდე ამოუცნობი პროცესების შეცნობას.

3 კვირაში დაფიქსირებული 13 რადიოსიგნალის წარმომშობ მიზეზებად უამრავ ვერსიას განიხილავენ, მათ შორისაა უცხოპლანეტელების არსებობა. ასევე, ეს “ხმაური” შესაძლებელია, ვარსკვლავების დაბადების პროცესის თანმდევიც იყოს.

აღსანიშნავია, რომ რადიოსიგნალები კანადის ობსერვატორიის ტელესკოპმა დააფიქსირა.

წყარო: www.independent.co.uk

განხილვა