in

ეგზოპლანეტიდან მიღებული რადიოსიხშირე – ახალი აღმოჩენების სათავე

სამყაროსა და მასში ადამიანის ადგილის გასაგებად ჩვენი გაუთავებელი ძიებისას, ყოველი პატარა მინიშნება, შესაძლოა ახალი აღმოჩენების სათავე გახდეს.

მეცნიერებმა ახალი ეგზოპლანეტური საიდუმლოებების აღმოსაჩენად რადიოტალღური სიხშირეები გამოიყენეს – კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მათ პირველი რადიოსიგნალი მიიღეს მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტისგან.

„პლანეტარული რადიომისიის დაკვირვება ყველაზე პერსპექტიული მეთოდია ეგზოპლანეტის მაგნიტური ველების დასადგენად, რომლის ცოდნა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პლანეტის შინაგანი სტრუქტურის, ატმოსფეროდან გასვლის და საცხოვრებელი ადგილის ძიებაში“– განმარტეს კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომმა ჯეიკ ტერნერმა და მისმა კოლეგებმა თავიანთ ახალ ნაშრომში.

როდესაც მასპინძელი ვარსკვლავიდან ვარსკვლავური ქარით დამუხტული ნაწილაკები პლანეტის მაგნიტურ ველში მოხვდება, მისი სიჩქარის ცვლილება შესაძლოა საოცარი ვარიაციებით გამოვლინდეს, რომლებსაც აღწერენ, როგორც „ადიდებულს“.

იმისათვის, რომ გავარჩიოთ ეგზოპლანეტიდან მოსული რადიოსიგნალები, საჭიროა, ჯერ ირმის ნახტომის პლანეტების ზუსტი რადიოსიხშირე დავადგინოთ. მაგალითად, დედამიწის მაგნიტური ველის „რაკრაკი“ და „ჭრიალი“ უცხო ფრინველთა ხმას მოგვაგონებს. მსგავსი ხმები ჩვენი მზის სისტემის სხვა პლანატებსაც ახასიათებს.  რამდენიმე წლის წინ BOREALIS პროგრამა სწორედ რადიოტალღების შესასწავლად შემუშავდა – მეცნიერებმა ეს იუპიტერზე გამოსცადეს და შემდეგ გამოთვალეს, თუ როგორ შეიცვლებოდა იუპიტერის რადიოსიხშირე იმ შემთხვევაში, თუ ის დედამიწიდან უფრო შორს იქნებოდა.

საინტერესოა, რომ 2020 წლის დასაწყისში უკვე შეინიშნებოდა შორეული პლანეტის რადიოტალღები, რომლის აქტივობაც დაუკავშირეს ვარსკვლავ GJ 1151-ის მაგნიტურ ველსა და დედამიწის მსგავს პოტენციურ პლანეტას შორის ურთიერთქმედებას. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ რადიო დაკვირვებებით გადამოწმებას საჭიროებს.

ამ ექსპერიმენტის სიზუსტისთვის, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ რადიოტელესკოპი LOFAR, რომლის დასატესტადაც მუშაობდნენ იმ ეგზოპლანეტებზე, რომელთა შესახებაც უკვე ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია – იუპიტერზე ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე. შედეგად, მხოლოდ Tau Boötis სისტემამ, 51 სინათლის წლის დაშორებით, გამოავლინა ის რადიოსიხშირე, რომელიც მკველვარების პროგნოზს შეესაბამებოდა.

„ეგზოპლანეტები, რომელთაც დედამიწის მსგავსი მაგნიტური ველი და მზის ქარისა და კოსმოსური სხივებისგან დამცავი ატმოსფერო აქვს, შესაძლოა საცხოვრებლად გამოსადეგი იყოს.“ – აღნიშნა ტერნერმა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რა სიახლეს მოგვიტანს სხვა პლანეტებისგან მომავალი რადიოსიხშირეები.

Voice Of Ecommerce და MY.GE ერთობლივ საინფორმაციო ვებინარებს იწყებენ

ბექა მეფარიშვილი – #პირველისამსახური