in

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში

ეს სტატია ზოგისთვის შეიძლება ფრიად მოსაწყენი იყოს და ზოგისთვის – ერთობ საინტერესო, ზოგისთვის – ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი და ზოგისთვის – მეტისმეტად გრძელი, ციფრული ეპოქის კვალობაზე (რისი დამატებით აღნიშვნაც სტატიას კიდევ უფრო აგრძელებს), ზოგისთვის უზომოდ სერიოზული და ზოგისთვის – ძალიან მსუბუქი (ფრჩხილებში ჩასმული ამგვარი შენიშვნების სიხშირის მიუხედავად). ჩვენთვის კი ეს უბრალოდ არის სტატია „რადიო თავისუფლების” ბრენდის პოზიციონირების პირველი კამპანიის შესახებ.

ციფრულ ეპოქაში, სადაც ინფორმაცია მანიპულირების მთავარ იარაღად იქცა, სულ უფრო რთული ხდება სიმართლე ტყუილისაგან ან არასწორი ინტერპრეტაციისაგან გაარჩიო. რადიო თავისუფლება კი სწორედ ამ მოცემულობას უპირისპირდება და უკვე არაერთი წელია, რაც ფაქტების ანალიზზე დაყრდნობით ადამიანებამდე სიმართლის მიტანას ცდილობს.

კამპანიის მთავარი ვიდეოს იდეაც აქედან მოდის – აჩვენო, როგორი ინტერპრეტაციით გააშუქებდა ინფორმაციულად ქაოსურ სამყაროში სხვადასხვა მედია იმას, რაც რეალურად, უბრალოდ, მარტივ ფაქტად შეიძლება გადმოიცეს.

კამპანიაზე სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა:

ვინაიდან ფაქტს მის ინტერპრეტაციას ვუპირისპირებდით, ამოსავალ წერტილად ნახევრად სავსე (ან ნახევრად ცარიელი) ჭიქის ცნობილი ინტერპრეტირებადი აღქმა ავიღეთ და შევეცადეთ, ეს მოცემულობა სხვადასხვა ჰიპოთეტური მედიის თვალით დაგვენახა. ამ გზით ვაჩვენეთ, თუ რამდენნაირად შეიძლება ინტერპრეტირდეს ის უბრალო ფაქტი, რომ ჭიქაში წყალი ასხია”, – ამბობენ სააგენტოში და ამატებენ, რომ – „მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წყალია კონკრეტულ ჭიქაში, მთავარია, დღეში საშუალოდ 2 ლიტრამდე დავლიოთ”.

რადიო თავისუფლება აქამდე ნაკლებად იყო ორიენტირებული ცნობადობის ამაღლებასა და პოზიციონირების განმტკიცებაზე, თუმცა ახალმა მარკეტინგის დირექტორმა „ჭიქაში არსებული სიცარიელე შესაძლებლობად აღიქვა” და ბრენდის სტრატეგია მთლიანად შეცვალა.

დღეს მარკეტერის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი მომხმარებლის ყურადღებაა. ამ ყურადღების მისაპყრობად და მომხმარებლებთან ემოციური კავშირის გასამყარებლად კი ბრენდის ცნობადობის კამპანიებში ინვესტირებაა საჭირო. კრეატიული იდეების კომბინაცია მონაცემთა ანალიზთან ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია”, – განმარტავს ლუკა ღუღუნიშვილი, RFE/RL-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორი და კამპანიის მთავარ სათქმელზე საუბრისას, ამატებს, რომ:მხოლოდ ფაქტების დეტალური ანალიზითა და კრიტიკული ხედვით შეიძლება უზრუნველყოს მედიამ ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, რაც გრძელვადიანად აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს და იცავს საზოგადოებრივ ინტერესებს”.

კამპანიის მთავარი ვიდეო საწყის ეტაპზე საქართველოსა და სომხეთში გამოჩნდა, სულ მალე კი მას სხვა ქვეყანებშიც იხილავენ.


Client: Radio Free Europe/Radio Liberty
Marketing Director: Luka Ghughunishvili

Agency: Leavingstone
Creative Chairman: Levan Lepsveridze
Creative directors: Mari Sukhishvili, Beqa Adamashvili
Account Directors: Zizi Nasrashvili, Ekaterine Ebanoidze
Account team: Lana Bachaliashvili, Ketevan Macharashvili
Head of Design: Matasi Sulakauri
Design team: Giorgi Jinoridze, Nikita mchedlishvili
Producer: Tamta Navrozasvili

Production & Post-Production
LF&T
Director: Vakho Chikvaidze, Irakli Bedukadze
DOP: Vigen Vartanov (Biba)
Production manager: Levan Parulava
Grip Staff: Mikheil Saganelidze, Beka Dvalishvili, Davit Samkharadze, Mikheil Gvalis
Cameraman/Playback: Khatia Khalvashi, Ninia Tsabadze
CGI: George Korganov
Editing: Vakho Chikvaidze, Irakli Bedukadze
Color Correction: Vigen Vartanov (biba)
Music, sound design and voice over – Avira sound
Catering: Belgian Waffle

[პარტნიორის კონტენტი]

Macallan 200 წლის იუბილეს დროში მოგზაურობით აღნიშნავს

უორჰოლის ნახატი, როგორც Absolut Vodka-ს დიზაინი