in

Futuri მსოფლიოში პირველ AI რადიოს გვთავაზობს

შესაძლოა, ხელოვნურ ინტელექტზე სიახლეები ცოტა მოგბეზრდათ ან თქვენთვის უკვე ჩვეული ამბავი გახდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველი მომდევნო სიურპრიზებით არის სავსე… თუ მას ბლოგების წერა და თქვენთან გასაუბრება შეუძლია, რატომ ვერ მართავს რადიო სადგურს?! ეს ზუსტად ის კითხვაა, რომელიც Futuri-ს მედიაკომპანიამ დასვა.

Futuri RadioGPT-ის, ანუ მსოფლიოში პირველი AI რადიო კონტენტის, გაშვებით, აუდიო ინდუსტრიის რევოლუციას ახდენს. იგი აერთიანებს GPT-3 ტექნოლოგიას Futuri-ის AI ამბის აღმოჩენისა და სოციალური კონტენტის სისტემა TopicPulse-თან, ისევე, როგორც AI ხმის ტექნოლოგიასთან, რათა უზრუნველყოს ლოკალიზებული რადიო გამოცდილება ნებისმიერი ბაზრისთვის, ნებისმიერ ფორმატში, — ვკითხულობთ პრესრელიზში. 

როგორ მუშაობს?

RadioGPT ასკანერებს Facebook-ის, Twitter-ის, Instagram-ისა და 250 000-ზე მეტი სხვა ახალი ამბისა თუ ინფორმაციის წყაროს, რათა დაადგინოს, რომელი თემებია ტრენდული ლოკალურ ბაზარზე. შემდეგ კი იყენებს GPT-3 ტექნოლოგიას, რათა შექმნას ისეთი სკრიპტი, რომელსაც AI აუდიოდ გადააქცევს. აქ რადიო სადგურს, თავის მხრივ, აქვს არჩევანი, უმასპინძლოს AI-ის ერთ, ორ ან სამ ხმაში შესრულებულ შოუებს. ხელოვნური ინტელექტის დატრენინგებაც კი შეიძლება ისე, რომ არსებული პიროვნებების ხმების მსგავსად ჟღერდეს…

„მაუწყებელთა შესაძლებლობა, გამოიყენონ RadioGPT თავიანთი კონტენტის ლოკალიზებისთვის, ხსნის რესურსებს, რომლებიც საკუთარი უპირატესობების გაღრმავებაში ახალი და უნიკალური გზებით დაეხმარებათ. RadioGPT-სთან ერთად შესაძლებლობები უსაზღვროა, — აცხადებს დანიელ ანსტანდიგი, Futuri-ს ხელმძღვანელი. 

მეტიც, პროგრამას შეუძლია ციფრული პლატფორმებისთვის შექმნას პოსტები, ბლოგები და სხვა კონტენტი, რომელიც რადიო კონტენტს რეალურ დროში უკავშირდება. ეს სადგურებს აუდიო მაუწყებლობისა და მყისიერად გამოქვეყნების საშუალებას მისცემს. საინტერესოა ისიც, რომ Futuri-ს RadioGPT-ს პარტნიორები Alpha Media და Rogers Sports & Media არიან, რომელთაც, თავის მხრივ, ინოვაციებისკენ სწრაფვა და არსებული გამოცდილების გაუმჯობესება ამოძრავებთ… 

UK Bridge-ის „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2023“ 5 მარტს ჩატარდება

პოსტერები, რომლებიც მეხსიერების პრობლემებს გამოხატავს