in

რადისონ ბლუ ბათუმში აზიური რესტორანი „უმამი“ გაიხსნა

აზიურმა რესტორანმა „უმამი“ რადისონ ბლუ ბათუმის სივრცეში დაიდო ბინა. რესტორანი რამდენიმე წელია რადისონ ბლუ ივერიას სტუმრებს იაპონური, ჩინური, ტაილანდური სამზარეულოთი და სამხრეთ აზიის ქვეყნების კერძებით უმასპინძლდება. ახლა კი, ამ გამოცდილების მიღება რადისონ ბლუ ბათუმის მე-19 სართულზე, ბარ-რესტორან „ქლაუდსშია“ შესაძლებელი.

„უმამი“ იაპონური სიტყვაა და პირდაპირი თარგმანით „სასიამოვნო პიკანტურ გემოს“ ნიშნავს. იმისათვის, რომ სტუმრებმა ბოლომდე შეიგრძნონ ის სასიამოვნო, პიკანტური გემო, რასაც უმამი გულისხმობს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შეფ-მზარეულები მხოლოდ აღმოსავლური სამზარეულოს ტრადიციულ, მაღალი ხარისხის, ჯანსაღ ინგრედიენტებს იყენებენ.

აზიური სამზარეულოს ეგზოტიკა კარგად ჩანს „უმამის“ მრავალფეროვან მენიუში. ეს არის ადგილი ნამდვილი სუშის მოყვარულებისათვის. ამასთან, აქ დაგხვდებათ იაპონური სასმელების ფართო არჩევანი: იაპონური ვისკი, იაპონური ლუდი, იაპონური ქლიავის ღვინო, თუ სუშის შამპანიური… ასევე, წინანდლის მამულის გამორჩეული ღვინო.

განსხვავებულ კონცეფციას სრულყოფილად აქცევს რესტორნის დიზაინი – დახვეწილი, ელეგანტური ინტერიერი დახურულ სივრცეში, თუ გამწვანებულ ტერასაზე სტუმრების მაქსიმალური კომფორტი და სიმყუდროვე გარანტირებულია.

[R]

ახალი Subaru ისეთივეა, როგორც თავისუფალი მხეცი უდაბნოში!

„სამსუნგის“ Bespoke მაცივარი – შექმნილია შენთვის, შენ მიერ