1 მარტს სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისის რესტორანი „უმამი“ სტუმრებს განსაკუთრებული სანახაობით დახვდა. პირველად საქართველოში გაიმართა ბლუ ფინის ტუნას გაჭრის ცერემონია, რომელიც სპეციალურად ესპანეთიდან ჩამოიტანა სილქ როუდ ჯგუფის მიერ დაარსებულმა სადისტრიბუციო კომპანია „Unicorn Solutions”-მა. ცერემონიას რადისონ ბლუ თბილისის შეფ მზარეული ირაკლი თოდაძე გაუძღვა, რომელმაც შემდგომ სტუმრებს სეტ მენიუები მოუმზადა. აღსანიშნავია, რომ ბლუ ფინის ტუნას ხელმისაწვდომობა მსოფლიო მასშტაბით ძალიან რთულია. შესაბამისად, აღნიშნული ჯიშის ტუნა კიდევ უფრო ღირებული პროდუქტია და მისი გემოც გამორჩეულია.
აზიური რესტორანი „უმამი“ რამდენიმე წელია რადისონ ბლუ თბილისის სტუმრებს იაპონური, ჩინური, ტაილანდური სამზარეულოთი და სამხრეთ აზიის ქვეყნების კერძებით უმასპინძლდება. უკვე 2 წელზე მეტია, რაც „Unicorn Solutions” სასტუმროს და რესტორნის სტუმრებს პარიზის ცნობილი „Rungis” მარკეტიდან სპეციალურად ჩამოტანილ ექსკლუზიურ პროდუქტებს სთავაზობს.
„10 წელზე მეტია, რაც „უმამი“-მ სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისის სივრცეში დაიდო ბინა. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შეფ-მზარეულები ირაკლი თოდაძე და დავით ცეცხლაძე აზიური სამზარეულოს მრავალფეროვან მენიუზე მუდმივად მუშაობენ, იმისთვის, რომ თბილისში ეს იყოს ადგილი ნამდვილი სუშის მოყვარულთათვის. „წლებთან ერთად ჩვენ ვინარჩუნებთ თბილისში საუკეთესო აზიური რესტორნის სახელს, რაც ძალიან სასიხარულოა. ამავდროულად, სილქ ჰოსფითალითის გუნდის ჩართულობით მუდმივად ვფიქრობთ სიახლეებზე, ინოვაციებსა და განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებებზე.“ – ირაკლი თოდაძე, რადისონ ბლუ თბილისის შეფ მზარეული.
გაჭრის ცერემონია საკმაოდ საინტერესო სანახაობა და გამოცდილება იყო ყველა სტუმრისთვის, ვინც პირველად უყურა და შემდგომ დააგემოვნო სპეციალურად ესპანეთიდან ჩამოტანილი ბლუ ფინის ტუნა. დღეიდან რესტორანი „უმამი“ სტუმრებს სთავაზობს ტუნას დამზადებულ სხვადასხვა კერძს.
[პარტნიორის კონტენტი]