საქართველოში პირველად გამართული ბლუ ფინის თინუსის გაჭრის ცერემონია უკვე ტრადიციად იქცა სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისის რესტორან „უმამიში”. 23 ოქტომბერს სილქ ჰოსფითალითის გუნდმა მეორეჯერ უმასპინძლა სტუმრებს შეფ მზარეულ ირაკლი თოდაძის ხელმძღვანელობით.
სპეციალურად ესპანეთიდან ჩამოიტანა სილქ როუდ ჯგუფის მიერ დაარსებულმა სადისტრიბუციო კომპანია „Unicorn Solutions”-მა 87 კგ-იანი ბლუ ფინის თინუსი. ექსკლუზიური ტექნიკით მომზადებული ხმელთაშუა ზღვის თინუსის თეფში დააგემოვნეს სტუმრებმა, სადაც შედიოდა ნიგირი, საშიმი, სტეიკი და თინუსის მუცელი (ტორო).


აღსანიშნავია, რომ ბლუ ფინის თინუსის ხელმისაწვდომობა მსოფლიო მასშტაბით ძალიან რთულია. შესაბამისად, აღნიშნული ჯიშის თინუსი კიდევ უფრო ღირებული პროდუქტია და მისი გემოც გამორჩეულია. უკვე 2 წელზე მეტია, რაც „Unicorn Solutions” სილქ როუდ ჯგუფის სასტუმროების მასშტაბით სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი მარკეტიდან სპეციალურად ჩამოტანილ პროდუქტებს სთავაზობს.
„სილქ ჰოსფითალითი სასტუმროებსა და რესტორნებში სტუმრებს მუდმივ სიახლეს სთავაზობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიფიქროთ ახალ ინიციატივებზე, ინოვაციებსა და განსაკუთრებულ გამოცდილებებზე. გასტრონომიის კუთხით ჩვენ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი გვიკავია საქართველოში. ამის მაგალითია ის მაღალი ხარისხის პროდუქტი, რასაც თითოეულ ჩვენ რესტორანში ჩეფ-მზარეულები იყენებენ. „Unicorn Solutions”-თან ერთად ჩვენ კიდევ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ და ჩვენი მუდმივი და ახალი სტუმრები ამის მომსწრეები გახდებიან”- დავით რაფავა, სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი.
გაჭრის ცერემონია საკმაოდ საინტერესო სანახაობა და გამოცდილება იყო ყველა სტუმრისთვის, ვინც პირველად უყურა და შემდგომ დააგემოვნო სპეციალურად ესპანეთიდან ჩამოტანილი ბლუ ფინის ტუნა. დღეიდან რესტორანი „უმამი“ სტუმრებს სთავაზობს ტუნას დამზადებულ სხვადასხვა კერძს.
[პარტნიორის კონტენტი]












