in

რა გეგმები აქვს Radisson Collection-ის ახალ გენერალურ მენეჯერს ელენე ოთარაშვილს?

ელენე ოთარაშვილი

წინანდალის სასტუმრო Radisson Collection-ს გენერალურ მენეჯერობას ელენე ოთარაშვილი გაუწევს. Radisson Collection-ის პარალელურად, საქარველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრია. გუნდში შემოერთებამდე, ელენე ოთარაშვილი ქართული ღვინის ჰოლდინგის დირექტორის მოადგილე იყო, მანამდე კი, კომპანია „შატო მუხრანის“ ტურიზმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ელენე ოთარაშვილი: “ეს ცვლილება დაიგეგმა და გადაწყდა თებერვლის დასაწყისში, როცა ჯერ კიდევ მშვიდობა იყო და ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდით. მივიღე შეთავაზება საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფისგან Silk Road Group, სათავეში ჩავდგომოდი პრემიუმ კლასის ბრენდს „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულს.

წინანდალი ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი იყო ჩემთვის თავისი უნიკალური ისტორიით და განუმეორებელი ამბებით. ვფიქრობ, თვითონ სასტუმროც, თავისი ბრწყინვალე არქიტექტურით, ისტორიული ავთენტურობით და თანამედროვე დიზაინის ელემენტებით სრულიად გამორჩეულია და განსაკუთრებულ გარემოს ქმნის სტუმრებისთვის.

ასეთი შესაძლებლობა იყო ის დიდი გამოწვევა და სიახლე, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით მივიღე. ჩემი მრავალფეროვანი გამოცდილება საინტერესო აღმოჩნდა სილქ როუდის მესვეურებისთვის. მიხარია, რომ ჩვენი ხედვები სრულ თანხვედრაშია და წინ უამრავი საინტერესო პროექტი გვაქვს. ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს მსოფლიო კლასის ტურისტულ მიმართულებად განვითარებაში.”

M: ელენე, ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, როგორ აპირებ საქმის წარმართვას – როგორია შენი მოლოდინი და გეგმები?

ახლა გვაქვს ყველაზე რთული პერიოდი ტურიზმის ინდუსტრიაში, წარმოუდგენელ ომში აღმოჩნდა მთელი სამყარო. ლოქდაუნი გვაქვს წინანდალის მამულშიც, რომელიც ულამაზესად აყვავდა და გაცოცხლდა გაზაფხულზე. მჯერა, რომ ნელ-ნელა გაცოცხლდება ტურიზმი. ჩვენს ძლიერ გუნდთან ერთად დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით.

ამ დროს, ჩემს გუნდთან ერთად ოპტიმალურად ვიყენებ იმისთვის, რომ პოსტკოვიდურ პერიოდს შევხვდეთ ახალი საერთაშორისო სტანდარტებით. ვმუშაობთ, რომ გიმასპინძლოთ მნიშვნელოვანი სიახლეებით, ახალი საინტერესო ტურისტული პროდუქტებით და რა თქმა უნდა, „წინანდლის მამულის“ საუკეთესო ღვინოებით. მალე დასრულდება ჩვენი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ტენისის კორტები, ახალი საცურაო აუზი, საბავშვო მოედანი და ა.შ., რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს.

წინანდლის მამულს ღვინის წარმოების უნიკალური ისტორია აქვს. საქართველოში პირველად სწორედ აქ ჩამოისხა ღვინო ბოთლში. ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესო უნდა გავხადოთ ღვინის ტურიზმისთვის. სტუმრებს შევთავაზებთ „წინანდლის მამულის“ უაღრესად კეთილშობილ ღვინოებს, უკეთ გავაცნობთ ქართული ღვინის ისტორიულ მემკვიდრეობას და ტრადიციებს.

სტუმრებს განსაკუთრებულ არჩევანს შევთავაზებთ გასტრონომიული კუთხითაც. ჩვენს ახალ შეფმზარეულ, ირაკლი თოდაძესთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

რთული წელი იქნება მთელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის, მაგრამ ჩვენი გონივრული ქმედებებით და სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით ყველაფერს მოვერევით.

როგორ გამოიგონო მეგობრები, თუკი დალევა მარტოს არ გინდა? – Bulleit-ის სახალისო რეკლამა

Apple-მა ახალი 13-ინჩიანი MacBook Pro წარადგინა – განახლებული კლავიატურა და Intel-ის მეათე თაობის პროცესორი