in

წინანდლის მამულმა Luxury Lifestyle Awards 2024-ის ჯილდო მიიღო

წინანდლის მამულმა Luxury Lifestyle Awards 2024-ზე საუკეთესო სასტუმროს ტიტული მიიღო — Best Luxury Wine Estate Hotel In Kakheti Georgia. როგორც კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, საფუძვლიანი კვლევითი პროცესის საფუძველზე დადგინდა, რომ წინანდლის მამული ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის სექტორში. უნაკლო რეპუტაცია და პროფესიონალური მუშაობა კი ამ მნიშვნელოვანი ტიტულით გამოიკვეთა.

Luxury Lifestyle Awards-ის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით გილოცავთ ასეთი გამორჩეული შედეგის მიღწევას, ძალისხმევის აღიარებასა და აღნიშვნას. იმედი გვაქვს, მომავალ წელსაც გიხილავთ ნომინანტებს შორის“, — ასეთი წერილი მიიღო „რადისონ ქოლექშენმა“ ორგანიზატორებისგან.

შეგახსენებთ, რომ Luxury Lifestyle Awards-ის ნომინაციები სხვადასხვა ინდუსტრიაში პრემიულ პროექტებს მოიცავს, მათ შორის ფასდება უმაღლესი კლასის სასტუმროები, დეველოპერული კომპანიები, არქიტექტორები, დიზაინერები, გამორჩეული საკვები ობიექტები, სუნამოებისა და სამკაულების ბრენდები. კონკურსში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კი კომპანიის სწრაფვა განვითარებისა და სრულყოფისაკენ, რაც წინანდლის მამულის მიზნებსა და ხედვებს ზუსტად შეესაბამება.

ხოლო სილქ როუდ ჯგუფის „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმროა საქართველოში. მის განვითარებასა და ფუნქციონირებაზე კი სილქ ჰოსფითალითი ზრუნავს.

[R]

Adobe-მ მობილური აპლიკაცია Express ჩაუშვა!

ლიონელ მესიმ Olé-ს საფეხბურთო სიმღერა Oh-Lay’s-ით შეცვალა!