in

Radisson Hotel Group-ის სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები

Radisson Hotel Group სასტუმროთა პირველი ჯგუფია მსოფლიოში, რომელმაც 400-ზე მეტ სასტუმროში უნახშირბადო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარება დაიწყო, გააძლიერა მუშაობა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და მწვანე ენერგიის მიმართულებით.

Radisson Hotel Group რჩება საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთგულად. 2025 წლისთვის კომპანიის მიერ  ნახშირბადის ემისიებისა და   წყლის მოხმარება 30%-ით შემცირდება, ასევე იგეგმება ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარებიდან ამოღება. 2021 წელი კომპანიის ინოვაციური ინიციატივების მხრივ  მნიშვნელოვანი იყო სამი მიმართულებით: ზრუნვა მომხმარებლებზე, საზოგადოებასა და პლანეტაზე.

უნახშირბადო შეხვედრები:

2019 წლიდან Radisson Hotel Group -მა უნახშირბადო შეხვედრების სამრეწველო სტანდარტი დანერგა და ერთადერთი სასტუმრო ჯგუფი იყო, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით თავის ყველა სასტუმროში შეამცირა ნახშირბადის გამოყოფა ყველა ღონისძიებაზე, დელეგატებისა და ორგანიზატორებისთვის დამატებითი ხარჯის გარეშე. 2021 წელს ჯგუფმა წამოიწყო  Carbon Negative, Planet Positive ინიციატივა და 400-ზე მეტ სასტუმროში გააორმაგა გამონაბოლქვის კომპენსირება. 2019 წლიდან დღემდე ჯგუფმა, ჩატარებული შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის დაახლოებით  30,300 ტონა CO₂-ს კომპენსირება უზრუნველყო (კლიენტების ხარჯის გარეშე), რაც თავის მხრივ საგზაო მოძრაობიდან  6,500-ზე  მეტი საწვავზე მომუშავე ავტომობილის ამოღების ტოლფასია.

პასუხისმგებლიანი მოხმარება და მიწოდების ჯაჭვის თანამშრომლობა:

2021 წელს Radisson Hotel Group-მა ორი ინოვაციური ელ-მობილობის პარტნიორობის შესახებ განაცხადა და მწვანე მობილობის ლიდერი გახდა.  პირველი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა „Allego“-სთან,  წამყვან ევროპულ მწარმოებელთან, რომელიც 2025 წლისთვის მიზნად ისახავს Radisson Hotel Group -ის საკუთრებაში მყოფ ყველა სასტუმროში ელექტრომობილობის დამუხტვის საშუალებების დანერგვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Covid-19-ის პირობებში „რადისონ ბლუმ“ ფეხი აუწყო ფუნდამენტურად შეცვლილ შეხვედრების კულტურას და SGS ექსპერტებთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეიმუშავა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების განახლებული პროტოკოლი, რომელიც განსაკუთრებულ სისუფთავესა და დეზინფექციას გულისხმობს.

2021 წელს, Radisson Hotel Group-მა ასევე ითანამშრომლა ინოვაციურ სტარტაპთან – „Too Good To Go“ საკვები ნარჩენების შემცირებისა და მთელ ევროპის  მასშტაბით  სასტუმროებიდან  ჭარბი საკვების გადანაწილების მიმართულებით.

გლობალური მდგრადობის საფუძვლები: მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოსთან, მდგრადი სტუმართმოყვარეობის ალიანსსა და წამყვან სასტუმროებთან უნიკალური თანამშრომლობის შედეგად,  2021 წლის ბოლოს, სასტუმროს მდგრადობის დონის გლობალურად ამაღლების მიზნით, დაინერგა მდგრადობის საბაზისო ჩარჩო, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა სასტუმროსთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ინიციატივა დადებით გავლენას იქონიებს პლანეტაზე და გამოიწვევს რეალურ ცვლილებებს, დაასტიმულირებს რა მოთხოვნას პასუხისმგებლიან მოგზაურობაზე.

Responsible Business Awards: გასულ წელს Radisson Hotel Group- მა მიიღო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის: ესპანეთის პირველი LEED (ლიდერობა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში), სტუმართმოყვარეობის ოქროს სერტიფიკატი Radisson Collection Hotel, Magdalena Plaza Sevilla-თვის, რომელიც სრულად განახლებად ენერგიაზე მუშაობს და მოიხმარს 40% -ით ნაკლებ წყალს.

„პანდემიის განმავლობაში, მომხმარებლები აგრძელებენ მოგზაურობის მდგრადი შესაძლებლობების ძიებას. COP26 სამიტის შემდეგ, კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხი ბიზნეს სტრატეგიების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახადა. მდგრადობა წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს ჩვენი ინდუსტრიისა და მომხმარებლებისთვის.  Radisson Hotel Group-ში ჩვენ ვაგრძელებთ გეგმაზე მუშაობას Net Zero – ს მიმართულებით და ვამაყობთ ჩვენ მიერ დარგისთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში განხორციელებული ინიციატივებით. 2021 წელს ყურადღება გავამახვილეთ პასუხისმგებლიან ბიზნეს ინიციატივებზე, როგორც ჩვენი „რადისონის“ ჯგუფისთვის, ასევე ზოგადად სტუმართმოყვარეობის სფეროსთვის. მოუთმენლად ველით  მომავალ წელს, რათა   ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობების ჩამოყალიბება გავაგრძელოთ და ერთად მუშაობით შევძლოთ ტურიზმის აღდგენა და მოგზაურობის დაბრუნება“,  – აცხადებს ინგე ჰუიბრეხტსი,  Radisson Hotel Group-ის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე პრეზიდენტი.

„რადისონი“ საქართველოში: „სილქ ჰოსფითალითისთან“ თანამშრომლობით, პანდემიის გამოწვევების მიუხედავად,  „რადისონის“ სასტუმროები საქართველოში ძლიერდება.  „სილქ ჰოსფითალითის“  ძალისხმევა 2021 წელს არაერთი ჯილდოთი იქნა აღიარებული: „რადისონ ბლუ ივერია თბილისი“ დასახელდა საქართველოს წამყვან ბიზნეს სასტუმროდ World Travel Awards 2021-ზე, ხოლო Welcome to Georgia-ზე სასტუმრომ ეროვნული ტურიზმის ჯილდო საქართველოს საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმროსთვის მიიღო.

[პარტნიორის კონტენტი]

ნახეთ: როგორ გამოიყურება Accept All Cookies ინსტალაცია

პლასტმასა. ის დაბრუნდა! – Greenpeace-სა და Ogilvy-ის გარემოსდაცვითი კამპანია