გუდაურში, 5 ვარსკვლავიანი „რადისონ ბლუ გუდაური“ გაიხსნება – სასტუმრო პირველ ვიზიტორებს 2021 წლიდან მიიღებს.
„საქართველოში ზამთრის კურორტები დიდი სისწრაფით ვითარდება. იზრდება როგორც რიცხვი, ისე მათი ინფრასტრუქტურა, სათხილამურო ტრასების რაოდენობა და ხარისხი, სერვისის დონე. საქართველო, ეტაპობრივად, იკავებს ადგილს ევროპის პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის. 2017 წელს, „რედკომ“ ხელი მოაწერა მსოფლიოს ყველაზე სწრაფად განვითარებად სასტუმროების ქსელის The Rezidor Hotel Group-ის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გუდაურში „რადისონის“ ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიგეგმა. „რადისონ ბლუ გუდაური“ კურორტის პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება. სასტუმრო იქნება ski in / ski out ტიპის და აქტიური იქნება როგორც ზამთარში, ისე – ზაფხულში“.
როგორც „რედკოს“ წარმომადგენლები ამბობენ, პროექტის მთავარი მიზანია, გუდაური გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საერთაშორისო ტურისტებისთვის, ვისთვისაც კომფორტი და მაღალი ხარისხის მომსახურება მნიშვნელოვანია. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ისეთი ბრენდის სასტუმროს გახსნა, როგორიც „რადისონია“, ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურიზმის განვითარებას, გუდაურს კი ოთხი სეზონის კურორტად გარდაქმნაში დაეხმარება.
„რადისონ ბლუ გუდაური“ პირველ სტუმრებს 2021 წლიდან მიიღებს. სასტუმროში განთავსებული იქნება:
- 156 სასტუმრო ოთახი
- 2 რესტორანი, ლობი და აპრეს-სკი
- საკონფერენციო დარბაზები და 300 კვ. მ-იანი საღონისძიებო დარბაზი
- სპა ცენტრი
- სპორტული დარბაზი
- დახურული აუზი
- საბავშვო ზონა
- თხილამურის საწყობი
- ავტოსადგომი
„ბოლო წლების განმავლობაში გუდაურში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი კარგი მაგალითია პროექტი New Gudauri, რომლის განხორციელებაშიც დეველოპერული „რედკო“ $150 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიამ შეისყიდა ახალი გუდაურის 50 ჰა ტერიტორია და ტურისტული უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი გახდა. „რედკომ“ ახალ გუდაურში დაიწყო პატარა ქალაქის მშენებლობა, სადაც უკვე დასრულებულია 8 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, ფუნქციონირებს კაფე-რესტორნები და ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა დასასვენებელი თუ გასართობი ობიექტები“.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, 2019 წელს „რედკომ“ სამშენებლო სამუშაოების შესრულება ამ სფეროს ლიდერს, 30-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია „ანაგს“ გადააბარა, რომელიც, მათი თქმით, პასუხისმგებელი იქნება „რადისონ ბლუ გუდაურის“ და სხვა პროექტების მშენებლობასა თუ ხარისხზე.
„კომპანია „ანაგი“ უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. დაარსდა 1989 წელს ბათუმში და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა. ორგანიზაცია უზრუნველყოფს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას“.
[R]