in

„რედისონ რედ თბილისი“ ზაფხულის რიტმების ფესტივალს მართავს

28 და 29 ივნისს Radisson RED-ის ულამაზეს ეზოში 2-დღიანი საზაფხულო ღონისძიება — ზაფხულის რიტმების ფესტივალი (Summer Vibes Fest) გაიმართება.

ფესტივალის კარი პარასკევს, 28 ივნისს, 19:00 საათზე გაიხსნება. ზაფხულის რიტმების ფესტივალის მიზანი თბილისის როგორც თანამედროვე, დინამიკური მოგზაურებისთვის საინტერესო მიმართულების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

ღონისძიებაზე მუშაობა უკვე 6 თვეზე მეტია მიმდინარეობს და იგეგმება, რომ იგი ყოველწლიური გახდეს. ფესტივალის მთავარი თემა მუსიკა და მიქსოლოგიაა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ღონისძიების გზით არის, რომ საერთაშორისო მოგზაურებს, რომლებიც ახალი ადგილების აღმოჩენისა და გართობის მიზნით მოგზაურობენ, ურბანული თბილისი გავაცნოთ. გვსურს, მათ მივაწოდოთ მესიჯი, რომ საქართველოს დედაქალაქი არის უნიკალური დანიშნულების ადგილი, რომელიც მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობასთან ერთად, ძალიან თანამედროვე, ურბანული რიტმებითაც პულსირებს. სწორედ აქედან გამომდინარე შევარჩიეთ ფესტივალის თემატიკად მუსიკა და მიქსოლოგია. ჩამოგვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ღონისძიების გასაშუქებლად შერჩეული ინფლუენსერები, რომლებიც ფესტივალის, თბილისისა და საქართველოს შესახებ ვიზიტორის თვალით დანახულ ამბებს თავიანთ აუდიტორიებსაც მოუყვებიან“, — ბესო გოგინავა, რედისონ რედის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

რედისონ რედის ეზოში საფესტივალო სცენა მოეწყობა, სადაც თანამედროვე ქართველი მუსიკოსები: ლიოსა და ილას დუეტი; ბაჩო ჯიქიძისა და ესთეტი ბიჭების ბენდი; და ელექტრონული მუსიკის წამყვანი არტისტები: DJ Roma J; Frankie და HAVERDI გამოვლენ.

გარდა მუსიკისა, ფესტივალის სტუმრებს არაერთი საინტერესო სანახაობა ელოდებათ, მათ შორის კოქტეილების შოუ, ფლამენკოს ნომერი და აკრობატული წარმოდგენა. მოეწყობა დესერტების ულამაზესი შოუც.

ღონისძიების მონაწილეებს საავტორო კოქტეილების, უგემრიელესი ფურშეტისა და დესერტების დაგემოვნების შესაძლებლობაც ექნებათ.

ღონისძიება 29 ივნისს, ღამის 01:00 საათზე დაიხურება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ფესტივალის პროგრამა:

28 ივნისი

19:00 კარის გახსნა მისასალმებელი სასმლით

20:00 ცოცხალი მუსიკა: LIOwithILA

21:00 DJ Roma J & DJ Frankie

29 ივნისი

17:00 კარის გახსნა და ფურშეტი

18:00 ცოცხალი მუსიკა: ბაჩო ჯიქიძე და ესთეტი ბიჭები

19:00 კოქტეილების შოუ

19:30 ფლამენკოს წარმოდგენა

19:50 აკრობატული სანახაობა

20:00 დესერტების შოუ და დაგემოვნება

21:00 HAVERDI


111-ნომრიანი სასტუმრო „რედისონ რედი“ თბილისში გასული წლის სექტემბერში, საქართველოს ფოსტის ისტორიულ შენობაში გაიხსნა. იგი აღმოსავლეთ ევროპაში Radisson RED ბრენდის პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმროა. კრეატიული კონცეფციის გზით იგი სტუმრებისთვის განსხვავებული გამოცდილების შეთავაზებაზეა ორიენტირებული.

[R]

Instagram-ზე Live-ს უკვე Close Friends-ებისთვისაც გაუშვებთ

როგორ გარდავქმნათ არაცნობიერი?