“Tommy Hilfiger”-მა ახალი საცვლების და სუნამოს “TOMMY HILFIGER BOLD”-ის ხაზის თამამი სარეკლამო კამპანია წამოიწყო.
ახალი საცვლები პირველმა, ესპანელმა ჩოგბურთელმა, სექს-სიმბოლო რაფაელ ნადალმა მოირგო, რომელიც კამპანიის ელჩად, სახედ და “სხეულად” იქცა. 2011 წლიდან ნადალი “Emporio Armani”-ს და “H&M”-ის სახე იყო.
სარეკლამო კამპანია ვიდეორგოლისგან და პრინტების სერიისგან შედგება.













