in

რაფაელ ნადალი Heineken International-ის ოფიციალური სახე გახდა

Amstel Ultra და Amstel 0.0 – სწორედ ამ ორი სახეობის წარმდგენი იქნება ესპანელი ჩოგბურთელი.

Sporti
Sporti

ესპანელი სუპერვარსკვლავი, რაფაელ ნადალი Heineken International-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, კერძოდ, ჩოგბურთელი ამ კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი „ამსტელის“ ოფიციალური სახე იქნება. კომპანია ბაზარზე ორი ახალი ლუდით შემოდის – დაბალკალორიული და დაბალალკოჰოლიანი შემცველობის სასმელები ლუდის მოყვარულებამდე მალე მიაღწევს. Amstel Ultra და Amstel 0.0 – სწორედ ამ ორი სახეობის წარმდგენი იქნება ესპანელი ჩოგბურთელი.

ჩოგბურთელისთვის ეს ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გაფორმებული პირველი სასპონსორო ხელშეკრულებაა. გარიგების სანაცვლოდ, ესპანელი, დაახლოებით, 3 მილიონ ევროს მიიღებს.

„პანდემიამ ცხოვრების წესები და სტილი შეცვალა, მე ყოველთვის აქტიური ცხოვრების სტილით ვცხოვრობდი, ყოველთვის ვპოულობდი ბალანსსა და ოქროს შუალედს. მიყვარს ექსტრემალური სპორტული ცხოვრება და როდესაც საშუალება მაქვს, დასამახსოვრებელ მომენტებს ახლო ადამიანებთან ერთად აღვნიშნავ და ამით ვტკბები. მჯერა, რომ „ამსტელის“ ახალი ლუდი ბევრ ადამიანს დაეხმარება ცხოვრების ბალანსის შენარჩუნებაში“, – ამბობს რაფაელ ნადალი.

„ჰაინეკენმა“ უეფას ევროპის ლიგის ოფიციალური ლუდის სტატუსიც „ამსტელს“ გადააბარა. მომდევნო სეზონიდან ტურნირის მთავარი უალკოჰოლო სასმელი სწორედ ამ ბრენდისა იქნება.

„რაფაელი საოცარი სპორტსმენია, ის კორტზე შეუდარებელია, კორტის გარეთ კი, ასევე საინტერესოდ ცხოვრობს და ამ ყველაფერს ზუსტად აბალანსებს. სწორედ ამის გამო შევარჩიეთ ის ჩვენი ახალი ლუდის სახედ, მჯერა, რომ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ“ – ამბობს „ჰაინეკენის“ ბრენდ დირექტორი, მალგორზატა ლუბელსკა.

ნახეთ: Polaroid-ის მსოფლიოში ყველაზე პატარა ანალოგი შეიქმნა!

Instagram-ზე შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაიფილტრება