in

სარაგბო ოჯახი ბულინგის მსხვერპლი ბიჭის მხარდასაჭერად გაერთიანდა

სარაგაბო თემი და მოთამაშეები პატარა უელსელი მორაგბის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. ბიჭის მამამ წინა კვირაში სოციალურ ქსელში შვილის ფოტო განათავსა, რომელსაც დამცინავი კომენტარები მოყვა, ბიჭს წონის გამო დასცინოდნენ და წერდნენ რომ მისი ადგილი მოედანზე არ არის.

იძულებული ვარ ჩემი შვილის ფოტო წავშალო, იდიოტებმა დამცინავი კომენტარები დაწერეს, ამბობენ რომ ჩემი ბიჭი ძალიან “დიდია”, მათ არ იციან ის რამდენს შრომობს წონის დასაკლებად და რა ენთუზიაზმით ვარჯიშობს მოედანზე. არ ინერივულო ჩემო ბიჭო, შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მე ვარ და მუდამ შენს გვერდით ვიქნები ” – წერს მარკ პაგსლი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

აღნიშნული ტვიტი სწრაფად მოხვდა ტრენდებში, უამრავი მხარდასაჭერი კომენტარის და გამოხმაურების შემდეგ საქმეში სარაგბო ოჯახი და დიდი მოთამაშეები ჩაერთნენ, მათ ბიჭის მხარდაჭერა საჯაროდ დააფიქსირეს.

პირველი მორაგბე რომელმაც ბიჭს მხარი დაუჭირა “ოლ ბლექსის” ყოფილი წევრი ჟერომ კაინო იყო:

ჩვენი ლამაზი სპორტი ყველას ეკუთვნის, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ფერს და ზომას, ჩემი მხარდაჭერა პატარა ბიჭუნას “- წერს კაინო.

მალევე სოციალურ ქსელში ნამდვილი სარაგბო ვარსკვალვთცვენა იყო, ერთმანეთის მიყოლებით მხარდასაჭერი პოსტები არდი სავეამ, ისრაელ დაგმა და სხვა დიდმა მოთამაშეები განათავსეს.

არ მოიშორო ღიმილი სახიდან და განაგრძე ამ საქმის კეთება

მხარდაჭერა გამოხატა ყოფილმა არგენტინელმა ჰუკერმა აგუსტინ ქრივმა:

მახსოვს პატარა ვიყავი, როდესაც ბულინგის მსხვერპლი გავხდი, ჩემი ზომის გამო მეკითხებოდნენ ნამდვილად ამ ასაკის ვიყავი თუ არა და რას ვაკეთებდი ამ ასაკობრივ ჯგუფში, თავი მაღლა ასწიე და ჰეითერებს ყურადღებას ნუ მიაქცევ

პატარა ბიჭუნას მხარდაჭერა საქართველოს რაგბის კავშირმაც გამოუცხადა:

ბიჭუნას მხარდაჭერას გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფიქსირებენ.

ინგლისის სარაგბო თემმა კი ის მამასთან ერთად დივიზიონის ფინალურ შეხვედრებზე დაპატიჟა, მატჩზე დასასწრებ ბილეთებთან და სპორტულ ეკიპირებასთან ერთად.

AI ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებულ უნარებს აუმჯობესებს

ციფრული მარკეტინგი, როგორც მომავლის პროფესია – რას ვისწავლით BTU-ს საბაკალავრო პროგრამაზე?