16
Apr
2019

“რაგნარის” კამპანია, რომლისთვისაც დოლფ ლუნდგრენი საქართველოს ეწვია

16 Apr 2019



ჰოლივუდის მსახიობი დოლფ ლუნდგრენი საქართველოს ორიოდე თვის წინ ეწვია. მისი ჩამოსვლა სკანდინავიური ლუდის ბრენდის “რაგნარი” კამპანიას უკავშირდება. დოლფ ლუნდგრენმა “რაგნარის” რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ბრენდზე, მსახიობის ვიზიტსა და კამპანიის დეტალებზე “რაგნარის” მარკეტინგის მენეჯერმა, შალვა ჩოჩელმა, ისაუბრა.

“ბრენდი რაგნარი საქართველოს ბაზარზე 2018 წლის მარტში გამოჩნდა და მომხმარებელს თავი მალევე დამაახსოვრა თავის გამორჩეული და ხმაურიანი კამპანიით. როდესაც დავიწყეთ 2019 წლის კამპანიაზე ფიქრი, ჩვენ წინაშე იდგა რამდენიმე ამოცანა. როგორც კვლევებმა გვაჩენა ბრენდი “რაგნარის” ადამიანია, რომელმაც თავისი შესაძლებლობებითა და დაუღალავი შრომით მიაღწია ყველაფერს, რაც უნდოდა. გამარჯვებისთვის კი არაერთხელ მოუწია ბრძოლა, საკუთარი პოზიციის, იდეების დასაცავად. მას აქვს მიზანი და მზად არის ბოლომდე მიყვეს, იბრძოლოს, ზუსტად ისე, როგორც ვიკინგმა. შემდეგ კი გამარჯვება შესაბამისად აღნიშნოს. ვიკინგების სიძლიერე და გამბედაობა, ყოველთვის თან დაგყვება. სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე. მნიშვნელოვანია გჯეროდეს, რომ არჩეული გზა წარმატების მომტანია. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა.

აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ ბრენდის ცნობადობისა და მისი ხასიათის, თვისებების კიდევ უფრო გამყარება და გაძლიერება. როდესაც დავიწყეთ ფიქრი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მთავარი როლის შემსრულებელი, მნიშვნელოვანი იყო გაგვეთალისწინებინა რამდენიმე ფაქტორი: მსახიობის წარმომავლობა, ხასიათის სიმტკიცე, და ცნობადობა ლუდის მომხარებლების ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. ბევრი მსჯელობის შემდეგ არჩევანი დოლფ ლუნდგრენზე შევაჩერეთ. როგორც ნამდვილი შვედი, მისი განვლილი გზა და მიღწევები  სკანდინავიურ ბრენდს იდეალურად უხდებოდა. სწორედ ამიტომ უარი ვთქვით სხვა კანდიდატურებზე და დავიწყეთ ბრენდის სტრატეგიული კამპანიის შემუშავება.

ძალიან კომფორტული იყო ასეთი დონის მსახიობთან მუშაობა. დაგვეთანმხებით, ჩვენი ქვეყანა არ არის განებივრებული ჰოლივუდის ვარსკვალვების ხშირი სტუმრობით. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული იყო მხოლოდ შეზღუდული რაოდენობების აქტივობა მსახიობმა გამგზავრება 2-ჯერ გადადო, მხოლოდ იმ მოტივით, რომ კიდევ უფრო კარგად გაცნობოდა ჩვენი ქვეყნის კულტურას. მის კეთილგანწყობის ისიც ცხადყოფს, რომ დაგვთანხმდა დამატებით რგოლში მონაწილეობაზე, რომელსაც მომხმარებელი ცოტა მოგვიანებით იხილავს.

კამპანიის გაშვება ბრენდის ახალი ხაზის გამოშვებას დავამთხვიეთ, RagnaR Alcohol Free, რომელიც მხოლოდ შუშის ბოთლის შეფუთვაში და RagnaR STRONG ჯერ ჯერობით მხოლოდ ქილის შეფუთვაში არის ხელმისაწვდომი, სამომავლოდ სხვა SKU-ებშიც დამატებაც იგეგმება.  შეფუთვის დიზაინზე ვახტანგ ჯალაღონიამ იმუშავა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველად საქართველოს ბაზარზე მასიური წარმოების უალკოჰოლო ლუდი სწორედ ჩვენ წარმოვადგინეთ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მთელ შემოქმედებით გუნდს, რომელიც ჩართული იყო ამ კამპანიის შექმნაში,” – ამბობს “რაგნარის” მარკეტინგის მენეჯერი, შალვა ჩოჩელი.

Credits:

Brand Team: Shalva Chocheli & Mikheil Kurdadze

Digital: Luka Gvazava

Poster: LAAP Photography

Producer in Georgia (Dolph Lundgren’s Representative)  – Nikoloz Khomasuridze

Assistant to producer – Nikoloz Bartkulashvili

Agency: Common Ad

Creative Director: Nikusha Gordeziani, Tevdore gogoladze

Art Director: Tevdore Gogoladze

Copywriter: Giorgi Samsiani

Director: Tevdore Gogoladze

1st AD: Salome Jugeli

DoP: Merab Kiknadze

Art Department: Fourk Group

Costume Stylist: Tamuna Chavchanidze, Nino Injia

Casting Director: Nini Tsikhelashvili, Shoka Shon

Make-up: Eka Chikhradze, Nanuka Lavrelashvili

Making of: Vasya Utkin

Executive Producer: Tato Sulaqvelidze

Production Manager: Levan Maghradze

Location Manager: Kosta Abashidze

Set Manager: Soso Kokaevi, Salome Dabrundashvili

Post-Production:

Sound: Post Red Audio

Music by: Zviad Mgebry

Visual Effects and Color Grading – Highway VFX

Set Supervising – Luka Jgharkava, Levan Lapachi

Lead Environment Artist – Irakli Gharibashvili

Lead FX artist – Davit Sakhvadze

Junior FX artist – Lasha Zoidze

Roto Artist – Marlen Peikrishvili

Lead Compositing Artist – Luka Jgharkava

Compositing Artists – Davit Sakhvadze, Irakli Gharibashvili, Levan Lapachi

Color Grading – Luka Jgharkava

განხილვა