in

Raise the Finger — რეკლამა სამსახურში წამოჭრილ გენდერულ საკითხებზე

2023 წლის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში სამკაულების ბრენდმა Wonther საკმაოდ პროვოკაციული, მარტივი და სახალისო სიუჟეტი შემოგვთავაზა. ვიდეორგოლი გავრცელებულ ტრენდს იმეორებს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელმა ყოველი წინადადების მოსმენის შემდეგ თითი ან უნდა აწიოს, ან დაწიოს — ეს იმას გამოხატავს, რამდენად ეთანხმება ამა თუ იმ მოსაზრებას.

რაც შეეხება უშუალოდ ნარატივს, ის გენდერული თანასწორობის საკითხს ეფუძნება. ვიდეორგოლის მანიფესტი ასეთია: „სტატისტიკის მიხედვით, სამსახურში ქალები უფრო მეტ ინიციატივას იჩენენ, მეტად ინოვაციურები, მდგრადები და თამამები არიან, მაგრამ მაინც ნაკლები ანაზღაურება აქვთ“.

BTU-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროდუქტები წარადგინა

Facebook Reels-ს ახალი ფუნქციები ემატება — აი, რა უნდა იცოდნენ მარკეტერებმა