in

#RaiseYourArches – როგორ შეიქმნა „მაკდონალდს საქართველოს“ აქტივობები გლობალური კამპანიისთვის

„გინდა მაკი?“ – ამის სათქმელად უკვე სიტყვებიც აღარ არის საჭირო და წარბებით მინიშნებაც საკმარისია. დიახ, მხოლოდ წარბების აწევით, შეგიძლიათ მეგობარს საყვარელ რესტორანში წასვლა შესთავაზოთ. #RaiseYourArches – გლობალურ კამპანიას „მაკდონალდს საქართველოც“ შეუერთდა.

კამპანია სააგენტო Hans & Gruber-თან თანამშრომლობით შეიქმნა. პირველ რიგში, „მაკდონალდს საქართველოს“ ყველა საკომუნიკაციო არხში შეიცვალა მაკდონალდსის უნივერსალური ლოგოტიპი. კამპანიის მიმდინარეობისას შემოთავაზებული ახალი ლოგო „მაკდონალდსის“ თაღებს აწეული წარბების ფორმით წარმოგვიდგენს. ასევე დაიგეგმა ფოტო და ვიდეო გადაღება კამპანიის ვიზუალურ სტილში, ცნობილი ქართველების მონაწილეობით.

მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით, ადგილობრივმა კამპანიამ სხვადასხვა პლატფორმა და სეგმენტი აქტიურად მოიცვა. კამპანიის დეტალებზე „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დირექტორი ალექსანდრე შენგელია და Hans & Gruber-ის კრეატიული დირექტორი თინა კიკალიშვილი გვესაუბრნენ.

M: რატომ იყო მნიშვნელოვანი „მაკდონალდს საქართველოსთვის“ გლობალურ კამპანიაში ჩართვა?

ალექსანდრე შენგელია: „მაკდონალდს საქართველო“ მაკდონალდსის გლობალური ოჯახის ნაწილია. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ მაკდონალდსი არ არის მხოლოდ რესტორნების ქსელი, ეს არის ემოცია, რომელიც უამრავ ადამიანს აერთიანებს მსოფლიოს გარშემო. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის გლობალური კამპანიები, ქართველ მომხმარებლამდეც მივიტანოთ. #RaiseYourArches არის სწორედ ერთ-ერთი ისეთი კამპანია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, მიუხედავად ჩვენი გეორაფიული მდებარეობისა.

M: რა დაისახეთ მიზნად, Hans & Gruber-ის გუნდთან ერთად, კამპანიაზე მუშაობის ფარგლებში?

ალექსანდრე შენგელია: გვსურდა, გლობალური კამპანია ჩვენს კულტურულ კონტექსტში ჩაგვესვა და ჩვენი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ბუნებრივად მიგვეწოდებინა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად მივმართეთ Hans & Gruber-ს.

მთავარი ამოცანა იყო, რომ წარბების აწევას, როგორც ჟესტს, შეეცვალა კულტურული კონტექსტი და ქართულ რეალობაში „მაკდონალდსში“ დაპატიჟებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მთავარ მიზნად სწორეს ეს დავისახეთ, რომ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს სიტყვების გარეშეც, ჟესტების ენაზე შეძლებოდათ ერთმანეთის მაკდონალდსში დაპატიჟება და ეს ჟესტი ნაცნობი და ბუნებრივი გამხდარიყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის.

M: როგორ ჩამოყალიბდა კამპანიის კონცეფცია?

თინა კიკალიშვილი: გლობალური კამპანიის ფარგლებში, კონცეფცია უკვე არსებობდა. ჩვენი დავალება კი ქართული „ინსაითების“ გათვალისწინებით, მისი დანერგვა იყო. კამპანიის მთავარი სათქმელი არავერბალური ჟესტის, წარბების აწევის, მაკში მიპატიჟებასთან ასოცირება და დამკვიდრება იყო. „მაკდონალდსის“ აუდიტორია სხვადასხვა ასაკის, გემოვნებისა და სტილის ადამიანებს აერთიანებს. ამ კამპანიის მიზანიც ყველა ამ ჯგუფამდე მისვლა და წარბების აწევის ჟესტის, როგორც მაკში მიპატიჟების, გავრცელება იყო. კამპანიის ფარგლებში, ყველაზე აქტიურები ციფრულ სივრცეში ვიყავით, თუმცა გარე განთავსებებიც ავითვისეთ.

კამპანიაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ სახალისო გახლდათ, თუმცა ამასთანავე, გამოწვევებით აღსავსე. ზოგადად, გლობალური კამპანიის ადაპტაცია ყოველთვის რისკს შეიცავს რომ ქართული აუდიტორიისთვის არ იქნება საინტერესო ან არ ექნება მაღალი გამოხმაურება. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, შევეცადეთ ქართული სახეებით, ქართული სიტუაციების გათვალისწინებით მიგვეტანა სათქმელი და მასშტაბურობისთვის, სხვადასხვა არხში გაგვეშალა.

M: როგორია მოლოდინი, კამპანიის შედეგებთან დაკავშირებით?

ალექსანდრე შენგელია: ვფიქრობთ, კამპანიამ საკმაოდ წარმატებით იმუშავა. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ „წარბების აწევამ“ ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის შეიცვალა თავდაპირველი კონტექსტი და დაუკავშირდა „მაკდონალდსს“. საბოლოოდ, წარმატებულად მაშინ ჩავთვლით კამპანიას, თუ აღნიშნული ჟესტი, მომავალშიც დარჩება მაკდონალდსში  დაპატიჟების სიმბოლოდ.

 

[R]

ალდაგი ოპტიმოს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვარსკვლავი აფეთქების პირას — ჯეიმს ვების ტელესკოპმა ახალი ფოტო გადაიღო