in

ფულის დაგროვების ხელოვნება და ორიგამის განსაკუთრებული ფიგურები Raisin-სგან

ორიგამი იაპონური ხელოვნებაა, რომელიც ოცნებების ასრულებას უკავშირდება. ყველაფერი ქაღალდისგან კეთდება, მაგრამ ფულიც ხომ ქაღალდია, რომელსაც კონკრეტული ფასეულობა აქვს?! ევროპულმა  სადეპოზიტო კომპანია Raisin-მა საინტერესო კავშირი დაინახა ამ ფაქტსა და თავის საქმიანობას შორის.

 

 

კომპანიამ ხალხმრავალ ადგილას მოაწყო ორიგამის კუთხე. გამვლელებს მათი ოცნებების შესახებ ეკითხებოდნენ. ზოგს სახლი უნდოდა, ზოგს მოგზაურობა, ცხოველების დაცვა, მანქანა და ა.შ. აქციის ფარგლებში, მათ ოცნების გამომსახველი ორიგამის ფიგურა გაუკეთეს, რითაც აჩვენეს, რომ ოცნებები კონკრეტულ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ხოლო თანხების დაგროვება ხელოვნებაა. კამპანიასაც სწორედ ასე ჰქვია – Art Of Savings. სოციალურ ქსელში ამ აქციის მხარდაჭერა ჰეშთეგ #RaisinDreams-ითაა შესაძლებელი.

სარეკლამო რგოლზე სამხრეთ აფრიკულმა სააგენტო Retroviral-მა იმუშავა.

ლევან ლეფსვერიძე – #პირველისამსახური

როგორი იქნებოდა ვახშმის “სელფი” მე-17 საუკუნეში? – სახალისო ვიდეორგოლი IKEA–სგან