ასტროფოტოგრაფი ენდრიუ მაკკართის მიერ გადაღებული ფოტო Space X-ის რაკეტის ორბიტაზე გაშვებისას აჩვენებს, თუ როგორ ამოძრავებს ხომალდის სიმძლავრე მზის ქრომოსფეროს — ეს კი ამგვარი ტიპის პირველი სურათია, რომელიც, თავის მხრივ, მაკკართის თავდადებასა და განსაკუთრებულ მზაობაზე მიგვითითებს.
„რაკეტების გადაღებით ვარ დაკავებული, ახლახან რამდენიმე დღე ფლორიდაში გავატარე და მზის რაკეტების ტრანზიტებს ვაკვირდებოდი, ამ დროს ორი მათგანი გადავიღე. სურათი, რომელიც მზის ტელესკოპით მივიღე, როგორც ვიცი, ერთადერთია ამგვარი. ფოტო, რომელზეც რაკეტა მზის წყალბად-ალფა სინათლის ფონზეა გადაღებული“, — ამბობს ენდრიუ.
თუ მართლაც ასეა, ეს წარმოუდგენელი მიღწევაა ასტროფოტოგრაფისთვის, რომელმაც ვარსკვლავებისთვის ფოტოების გადაღება საკუთარი ეზოდან 2017 წელს დაიწყო. შემდგომ ჰობი სრულგანაკვეთიან სამსახურად აქცია და შედეგად მივიღეთ ის, რასაც ფოტოზე ხედავთ:


უნდა ითქვას, რომ მზის ფოტოებით განებივრებულები ვართ, გასულ წელს Solar Orbiter-მა მზის ყველაზე მაღალი რეზოლუციის ფოტოები გადაიღო, ნასამ კი უფრო ადრე მოღიმარი მზეც დააფიქსირა…













