Viber, მხიარული და ინტერაქციული ფუნქციების საშუალებით, ფეხბურთს გულშემატკივრობს. მათ შორისაა თამაშის პროგნოზი და ლიდერბორდის ჩეთბოტი, ფეხბურთის AR ლინზები და სტიკერები.
უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების მსოფლიო ლიდერი, Rakuten Viber, ფეხბურთთან დაკავშირებული ინტერაქციულ და სათამაშო ფუნქციების გაშვებას აანონსებს. მათ შორისაა: ჩეთბოტი, AR ლინზები, სტიკერების პაკეტი და სპორტული მედია არხები, რათა საერთაშორისო საფეხბურთო შეჯრიბის სიახლეებს, თვალი უწყვეტად მიადევნოთ. ახალი ფუნქციები ნოემბერში გაეშვება და მომდევნო ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელსაც 200-ზე მეტ ქვეყანაში, მილიარდობით გულშემატკივარი ჰყავს. საგულშემატკივროდ და მაყურებლების დასაკავშირებლად, Viber-მა წამოიწყო კამპანია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ და გაეცნონ ფეხბურთის სიახლეებს.
Viber-ის 2022 წლის ფეხბურთის გლობალური კამპანია, ჩეთბოტების საშუალებით, აპლიკაციის მილიონობით მომხმარებელს დაეხმარება, გააკეთონ სპორტული მატჩების პროგნოზები და შექმნან მეგობრული კონკურენციის მუხტი პირად თუ ჯგუფურ ჩატებში. საყვარელი გუნდის მხარდაჭერა მომხმარებელთა პროგნოზების გლობალურ ლიდერბორდზე განთავსებითაა შესაძლებელი.
დამატებითი ფუნქციები მოიცავს:
- AR ლინზები: Viber ორ AR ლინზას უშვებს, სადაც ასახული იქნება გოლის გატანის სცენები, თემატური კადრები და სხვა.
- Gamified Lenses: ასევე დაემატება ორი გამიფიცირებული ლინზა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავად სცადონ გოლის გატანა ან ნახონ, რამდენჯერ შეუძლიათ თავით ბურთის „აკენწვლა“.
- სტიკერები: სტიკერების პაკეტი მოიცავს ფეხბურთთან დაკავშირებულ სურათებსა და ფრაზებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ და 18 სხვა ენაზე, მათ შორის ქართულად.
- არხები: ცხრა სპორტული მედიის არხი გულშემატკივრებს უახლესი ამბებით უზრუნველყოფს როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ დონეზე.
ატანას რაიკოვი, Rakuten Viber-ის წამყვანი ბაზრის განვითარების უფროსი დირექტორი: „მსოფლიოში ფეხბურთის გულშემატკივართა და Viber-ის გლობალური აუდიტორიის რაოდენობის გათვალისწინებით, გვსურდა, ჩვენს ყველა მომხმარებელს შესძლებოდა მონაწილეობის მიღება და ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა პრიზსა და ინტერაქციულ კონტენტს ვთავაზობთ. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ აღნიშნონ საფეხბურთო გუნდის გამარჯვებები მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ერთად. თქვენი პროგნოზების გაზიარება, თამაშის უახლესი ქულის შემოწმება ან გლობალური ლიდერბორდის შემოწმება ისეთივე მარტივია, როგორც თავად Viber App-ის გახსნა“.
ბმულები კამპანიის აქტივებზე წვდომისთვის:
ლინზები:
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.
[პარტნიორის კონტენტი]