in

Rakuten Viber-ის გეგმები და ლოკალური კონტენტი საქართველოში

Rakuten Viber უკვე მეხუთე თვეა საქართველოშია და ყველაზე პოპულარული ფუნქციების, სიახლეებისა და გეგმების ანალიტიკას აზიარებს. Viber საქართველოში გაფართოებას აგრძელებს და მისი გუნდი, სხვა მიმართულებებთან ერთად, ორიენტირებულია მობილური აპლიკაციის კიდევ უფრო მეტად დახვეწაზე, iOS-ისა და Android-ის  სისტემებზე თავსებადი პროგრამების განვითარებაზე, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებასა და „ჭკვიანი“ ფუნქციების დამატებაზე.

Rakuten Viber საქართველოში იმავე სტრატეგიით იზრდება, როგორც სხვა ქვეყნებში – ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვა და მათთვის ოჯახური სამუშაო გარემოს შექმნა საუკეთესო პროდუქტის შექმნის წინაპირობაა. ყველა ამჟამად გამოცხადებული ვაკანსია წარმოდგენილია ბრენდის ვებგვერდზე.

Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით – ქვეყნის მთლიანი,  3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად.

საქართველოში Viber-ის  ყველაზე პოპულარული ფუნქციებია:

  • შეტყობინებები – 93%
  • ზარები – 72%
  • სტიკერები – 38%
  • გიფები – 36%
  • ჯგუფური ჩეთები – 25%

* % ქვეყნის მთლიანი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლებიდან

კომპანიას საქართველოში სხვადასხვა გეგმა აქვს, მათ შორის: ტექნოლოგიური სფეროს გაძლიერება, ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად უნიკალური, ინოვაციური პროექტების განხორციელება.

Rakuten Viber-მა საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღო, რაც მნიშვნელოვანია გლობალური მასშტაბით მოქმედი ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვისთვის.

Viber-ს აქვს არხი საქართველოს მომხმარებლებისთვის, ქართულ ენაზე, რომელსაც Viber საქართველო ჰქვია. ის Viber-ის  ფუნქციების გლობალურ სიახლეებს შეიცავს, გიფები, ფილტრები, სტიკერები ქართულ ენაზე, სახალისო პოსტები და ა.შ. – აქ არის ყველაფერი, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს Viber-ის მომხმარებლებისთვის ქვეყანაში. არხის მართვა ადგილობრივი გუნდის დახმარებით ხდება.

წლის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში (დღესასწაულები, მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ახალი სეზონის დასაწყისი – მაგალითად, შემოდგომა, ზამთარი, სასწავლო წლის დაწყება და ა.შ.), Viber ქმნის და გააგრძელებს ქართული აუდიტორიისთვის ლოკალიზებული AR ლინზებისა და სტიკერების პაკეტების შექმნას ქართულ ენაზე.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

[პარტნიორის კონტენტი]

ჰოლოგრაფიულ მიკროსკოპს თაგვის ტვინში ჩახედვა შეუძლია — ქირურგიული ჩარევების გარეშე

Levi’s მომხმარებლებს მოუწოდებს, უკეთესი ჯინსის ყიდვით პლანეტას მოუფრთხილდნენ