კონფიდენციალური, უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი Rakuten Viber უკვე თითქმის 2 წელია, საქართველოშიც დაფუძნდა. პირველი ოფისი 2022 წლის მარტში გაიხსნა, რასაც ათობით ადგილობრივი თანამშრომლის დასაქმება მოჰყვა. ახლა კი Rakuten Viber Georgia გაფართოებას აგრძელებს, რაც პირდაპირ კომპანიის ზრდას უკავშირდება.
ვინაიდან Rakuten Viber ოპერაციების გაფართოებასთან ერთად, საქართველოს ბაზარზე პოზიციონირებასაც ზრდის, ცოტა ხნის წინ ახალი საინტერესო ვაკანსიები გამოაცხადა ადგილობრივებისთვის. ეს არის შესანიშნავი შანსი სპეციალისტებისთვის, შეუერთდნენ დინამიკურ და ინოვაციურ გუნდს სწრაფად მზარდი ინდუსტრიის მიმართულებით. მეორე მხრივ, საინტერესო შესაძლებლობაა უშუალოდ კომპანიისთვისაც, რადგან მეტი პროგრესისთვის პროფესიონალებს ელიან.
ამავდროულად, თბილისში სამუშაო პოზიციების გაზრდით ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია Rakuten Viber-ისთვის საქართველოს ბაზარი და აქაურ ტალანტში ინვესტირება. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ დასაქმების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, არამედ აუმჯობესებს ტექნოლოგიურ ლანდშაფტს და ხელს უწყობს ქვეყანაში ტექნიკური ინდუსტრიის ზრდას.
ამჟამად მოქმედი ვაკანსიების ჩამონათვალი ასეთია:
საქართველოში Rakuten Viber-ის კარიერული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ვებგვერდზე. თუკი აღნიშნულ კომპანიაში მუშაობით დაინტერესებული ხართ და გჯერათ, რომ ზემოთ მოცემული როლების შესასრულებლად საჭირო გამოცდილებას ფლობთ, აუცილებლად შეავსეთ შესაბამისი ფორმა.
მთლიანობაში, Rakuten Viber ბრწყინვალე შესაძლებლობას გაძლევთ საერთაშორისო, დინამიკურ გუნდში მუშაობისთვის, ექსპერტთა მრავალფეროვან გუნდთან თანამშრომლობისთვის. ასევე, აქ აუცილებლად გაიზრდებით, როგორც პროფესიონალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი აპლიკაციის გაუმჯობესებაში მიიღებს მონაწილეობას. მარტივად, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებადი სამყაროს ნაწილი გახდებით!
[R]