in

Rakuten Viber საქართველოსა და გლობალურ ბაზარზე განვითარების გეგმებს გვიზიარებს

2022 წელს, Rakuten Viber-მა ოფიციალურად შემოაბიჯა საქართველოში და აუდიტორიას მასზე მორგებული სერვისები გაუზიარა.

უკვე საკმაო ხანია, რაც ქართველი მომხმარებლები კომუნიკაციისთვის Viber-ს იყენებენ. თუმცა, Viber მომხმარებლებს სერვისების ბევრად ფართო სპექტრს სთავაზობს, ვიდრე მხოლოდ მესენჯერი და აუდიო/ვიდეო კავშირია. ის პოზიციონირებს, როგორც სუპერაპლიკაცია, რომელიც ყველა იმ სერვისის გაერთიანებას ისახავს მიზნად, რაც მომხმარებლისთვისაა მნიშვნელოვანი.

2022 წელს, Rakuten Viber-მა ოფიციალურად შემოაბიჯა საქართველოში და ადგილობრივ აუდიტორიას სპეციალურად მასზე მორგებული სერვისები გაუზიარა. შეიქმნა სპეციალური მედია არხები, ინფორმაციისა და სახალისო კონტენტის გასაზიარებლად, ასევე, სტიკერების ქართული ნაკრები, რომელთა შორისაც Marketer-ის სტიკერებსაც აღმოაჩენთ. ადგილობრივი კრეატორების ჩართულობის გასაზრდელად, კომპანიამ Viber Camp წამოიწყო, რომლებიც ქართული არხების განვითარებას უწყობს ხელს. Rakuten Viber აქტიურად ვითარდება გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც მუდმივად იცვლება და ახლებურ მიდგომას საჭიროებს. გეგმები დიდია და ამის შესახებ კომპანიის ტოპ-მარკეტების განვითარების უფროსი დირექტორი ატანას რაიკოვი გვესაუბრება.

M: ხშირად აღნიშნავენ, რომ გლობალური მარკეტინგული კომუნიკაციები ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში. როგორ განვითარდა Rakuten Viber-ის მარკეტინგული ტენდენციები ამ დროში?

წლების განმავლობაში, ჩვენ ვეყრდნობოდით სხვადასხვა პროდუქტს. რასაკვირველია, შეიცვალა ფუნქციები და ჩვენი კომუნიკაცია. ერთი რამ უცვლელია – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ჩვენი მომხმარებლების ინტერესები ყოველთვის უმთავრეს ადგილს იკავებს. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ უფასო და უსაფრთხო კომუნიკაციის გზებს, ეს ჩვენი დნმ-ის ნაწილია. დღეს, Rakuten Viber არის გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებების და ვიდეოზე დაფუძნებული კომუნიკაციის სფეროში. იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ეს გზა, ვხვეწთ ჩვენს მიდგომას, მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართ ბიზნეს საჭიროებებისა და კომპანიის სტრატეგიის მიხედვით.

M: მოდით, მიმოვიხილოთ კომპანიის ზრდა – როგორ გაფართოვდა Rakuten Viber გლობალურ ბაზარზე?

ატანას რაიკოვი

Viber ბაზრის დიდ წილს ფლობს. 2010 წლიდან, Viber-მა გაზარდა მომხმარებელთა გლობალური ბაზა და 1.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლი მოიცვა. მისი უწყვეტი წარმატება საუბრობს Viber-ის უნარზე, მოერგოს ცვალებად ბაზარს და მომხმარებლებისა და პარტნიორების საჭიროებებს. სწორედ ამ მიდგომის გამო ინტერესდებიან ჩვენით ახალი მომხმარებლები. ამავდროულად, არ ვკარგავთ აქტუალობას ჩვენი ერთგული მომხმარებლების წინაშე.

M: მოგეხსენებათ, ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება – როგორ შეიცვალა ხალხის ქცევა მსგავსი სერვისების მიმართ? როგორია მათი ახალი მოთხოვნები?

თუ ადამიანები მესენჯერებს ადრე მხოლოდ საკომუნიკაციო საჭიროებისთვის იყენებდნენ – შეტყობინების გასაგზავნად ან ფაილების გასაზიარებლად, ახლა, შეტყობინებების აპლიკაციების მოთხოვნები საგრძნობლად გაიზარდა. მომხმარებლებს სურთ თავიანთი სმარტფონიდან გაუმკლავდნენ ნებისმიერი სახის ამოცანას და დაიკმაყოფილონ საკუთარი საჭიროებები, თანაც მარტივად და მოხერხებულად ერთი მრავალფუნქციური აპლიკაციით. მათ სჭირდებათ გაუმკლავდნენ ყველაფერს აპლიკაციის დატოვების გარეშე. აქედან გამომდინარე, შეტყობინებების აპლიკაციები და პლატფორმები გადადიან სუპერაპლიკაციის ტერიტორიაზე და მრავალფეროვანი სერვისების ერთი პორტალად ყალიბდებიან.

ზოგადად, სუპერაპლიკაციები, რომლებიც ხელმისაწვდომია ვებ ან მობილური აპლიკაციების სახით, შექმნილია, რათა მომხმარებლებს თავიანთი ყოველდღიური აქტივობების ორგანიზებაში – სხვადასხვა სერვისის ერთ აპლიკაციაში გაერთიანებით, როგორიცაა საკვების შეკვეთა, ტაქსის დაჯავშნა, გადახდა თუ რაიმეს შეძენა.

ბრენდს, რომელსაც აქვს ერთი მულტიფუნქციური აპი, შეუძლია სწრაფად გაავრცელოს  სხვადასხვა მომხმარებლისთვის საინტერესო სერვისი. ბრენდებისთვის მთავარი გამოწვევა იმის გარკვევაა, თუ როგორ უნდა შექმნან ცხოვრების გასამარტივებლად ისეთი სუპერაპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციის გაერთიანებით დაეხმარება და ამას სასიამოვნო გამოცდილებად გარდაქმნის.

M: როგორია თქვენი გლობალური მარკეტინგული სტრატეგია, რომ ყოველთვის შეინარჩუნოთ მოწინავე პოზიცია?

Viber აპლიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს მიზანია მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა მთელს მსოფლიოში და ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გამარტივება. მარკეტინგული სტრატეგია არის ბიზნეს მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. როგორც გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ბაზარზე, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს, ვაგროვებთ უკუკავშირს (მომხმარებელთა გამოკითხვები, A/B ტესტირებები და ა.შ.) და ვამოწმებთ ახალ ფუნქციებს, რომლებიც მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მაგალითად, ამ მიზნის გათვალისწინებით, Viber-მა სულ ცოტა ხნის წინ, ფინტექის ტერიტორიაზე შეაბიჯა – შეიტანა მოსახერხებელი, სწრაფი და უსაფრთხო გადახდების გამოცდილება აპლიკაციაში. 2022 წელს, ჩვენ ჩავუშვით Viber Pay საბერძნეთსა და გერმანიაში. ეს ახალი ფუნქცია საშუალებას აძლევს Viber-ის მომხმარებლებს მარტივად გაუგზავნონ თანხა ერთმანეთს და დააყენონ ციფრული საფულე ფულის შესანახად. მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ მის განხორციელებას მეტ რეგიონში მსოფლიოს მასშტაბით.

ეს სიახლე ჩვენი უწყვეტი განვითარების ნაწილია, რათა შეუფერხებლად შევაჯეროთ კომუნიკაცია, კონტენტი, გადახდები, კომერციადა გავხდეთ სუპერ აპი.

M: რა მიმართულებაზე ფოკუსირდება თქვენი მარკეტინკული სტრატეგია უახლოესი მომავლისთვის?

ჩვენი წლევანდელი სტრატეგია შეთავაზებების გაფართოება იქნება ყველა ზომის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამით გავაერთიანებთ ჩვენი წვდომის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტებს, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ აღმოჩენის შესაძლებლობებსა და გადახდის საშუალებებს. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ სექტორს, რომელიც ყველაზე ახლოსაა მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან და საჭიროებებთან. ეს იქნება ჩვენი მოგებიანი სტრატეგიის საფუძველი.

M: რა თანამედროვე და ტექნოლოგიურ ფუნქციებს გვთავაზობს Rakuten Viber და რით განსხვავდებით სხვა მესენჯერებისგან?

Viber არ არის მხოლოდ შეტყობინებების აპი, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან ფუნქციებს, მათ შორის პირად და ჯგუფურ ჩეთებს, VoIP-ს, ჯგუფურ ზარებს, არხებს, ჩატბოტებს და სხვა სასარგებლო ფუნქციებს, რომლებიც ხელს უწყობს კომუნიკაციის გაძლიერებას და ადამიანების დაახლოებას.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, Viber Pay-ის გაშვებით, Viber გადადის სუპერ აპლიკაციის ტერიტორიაზე. ეს ახალი ფუნქცია საშუალებას აძლევს Viber-ის მომხმარებლებს მარტივად გაუგზავნონ თანხა ერთმანეთს და დააყენონ ციფრული საფულე ფულის შესანახად, ვიწყებთ ევროთი. მოგვიანებით ის გაფართოვდება და მოიცავს მრავალ ვალუტას.

2021 წელს Rakuten Viber-მა ასევე გამოუშვა AR-ნიღბები და ლინზები მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. AR-ფილტრები დაფუძნებულია AR-ნიღბების მსოფლიო ლიდერისა და Snapchat აპლიკაციის შემქმნელის- Snap Inc-ის ტექნოლოგიაზე. Viber იყო ერთ-ერთი პირველი მესენჯერი, რომელმაც მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა გამოიყენონ AR ნიღბები და ფილტრები აპში. გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ განახლება კონტენტის შემქმნელებისა და ბიზნესებისთვის – არხები კომენტარებით, ანალიტიკით, გამოქვეყნების დაგეგმარებითა და სხვა ფუნქციებით. ჩვენ უკვე ვხედავთ შესანიშნავ შედეგებს, საქართველოში, ამ განახლების შემდეგ, არხების რაოდენობა 84%-ზე მეტით გაიზარდა.

2023 წელს, ვგეგმავთ, რომ ცალკეულ მომხმარებლებს, ბიზნესებსა და ბრენდებს შევთავაზოთ ახალი სასარგებლო ფუნქციები, რაც მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მათი კომუნიკაციის გამოცდილება პლატფორმაზე.

M: მოდით, უფრო ვიწრო გეოგრაფიულ არეალზე ვისაუბროთ. წელს, Rakuten Viber-მა ოფიციალურად დაიწყო მუშაობა საქართველოში. როგორ შეარჩიეთ ჩვენი რეგიონი და რა პროგრესი გაქვთ ამ დროისათვის?

Rakuten Viber საქართველოში 2022 წლის გაზაფხულიდან ოპერირებს. მან უკვე მიიღო საერთაშორისო კომპანიის სტატუსი საქართველოში. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ ახალი კომფორტული ოფისი გახსნა თბილისში. Rakuten Viber-ის საქართველოში გამოჩენის შემდეგ კომპანიამ დაასაქმა ათობით მაღალკვალიფიციური თანამშრომელი, რომლებიც iOS-ისა და Android-ის განვითარებაზე, პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე მუშაობენ.

კონტენტ კრეატორებისთვის მნიშვნელოვანი განახლების გამოქვეყნების შემდეგ, გადავწყვიტეთ საქართველოსთვის დიდი სპეციალური პროექტი Viber Camp წამოგვეწყო. ეს იყო ფართომასშტაბიანი 30-დღიანი უფასო მარათონი, კონტენტ კრეატორთა უნარების გასავითარებლად. ასობით კონკურსანტმა შექმნა საკუთარი Viber არხი და Viber Camp მარათონს შეუერთდა.

Viber-ის მიმართ დიდ ინტერესს ვხედავთ. ვფიქრობ, მოვახერხეთ გვეჩვენებინა  საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების აუდიტორიისთვის, რომ თანამედროვე, მომავალზე ორიენტირებული გლობალური კომპანია ვართ, რომელიც აერთიანებს Rakuten-ის ღირსეულ იაპონურ მემკვიდრეობასა და ჩვენი კომპანიის უნიკალურ კულტურას.

M: რა ძირითადი ამოცანები გაქვთ Rakuten Viber-ის საქართველოში და როგორია თქვენი გეგმები უახლოესი მომავლისთვის?

Rakuten Viber-ის ქართული გუნდი ორიენტირებულია მობილური აპლიკაციების გაუმჯობესებაზე. თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ iOS და Android-ის მიმართულებით, პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფაზე.

საქართველო შესანიშნავი ბაზარია ჩვენი მასშტაბების გასაფართოვებლად. ეს გვაძლევს შესაძლებლობას კომუნიკაციის ძლიერი და უსაფრთხო ალტერნატივა შევუქმნათ საქართველოს მოსახლეობას.

კომპანიას ამბიციური გეგმა აქვს საქართველოში. გვინდა მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ტექნოლოგიური სფერო. ეს ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობასა და მათთან უნიკალური, ინოვაციური პროექტების განვითარებას მოიცავს. გვინდა, მომხმარებლებისთვის გამოცდილება აქ მაქსიმალურად ადაპტირებული იყოს ადგილობრივ საჭიროებებზე.

M: ქართველ მომხმარებლებს წვდომა რაიმე ექსლუზიურ კონტენტთან Viber-ზე?

ქართველი მომხმარებლები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორიაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათთვის უზრუნველვყოთ საჭირო ფუნქციები, უსაფრთხო კომუნიკაციის შესაძლებლობა და აქტუალური გლობალური თუ ლოკალური კონტენტი. ჩვენ ვქმნით სპეციალურ კონტენტს ადგილობრივი ბაზრებისთვის. წლის განმავლობაში, Viber სხვადასხვა თემატურ ლოკალურ კონტენტს ავრცელებს საქართველოს მოსახლეობისთვის სხვადასხვა დღესასწაულის, ღონისძიებების თუ ახალი სეზონის აღსანიშნავად. მაგალითად, AR-ლინზები და ფილტრები, სტიკერების პაკეტები ქართულ ენაზე – ეს იმისათვის, რომ ჩვენს პლატფორმაზე კომუნიკაცია უფრო მიმზიდველი და სახალისო იყოს.

მომხმარებლებისთვის შექმნილია სპეციალური არხი ქართულ ენაზე – Viber Georgia. ის მოიცავს გლობალურ სიახლეებს Viber-ის ფუნქციების, ლინზებისა თუ სტიკერების შესახებ.

ასევე, ჩვენს მომხმარებლებს აქვთ წვდომა Viber-ის სხვა არხების განახლებულ ადგილობრივ კონტენტზე, რომლებსაც მართავენ ქართული მედიის წარმომადგენლები, კომპანიები და კონტენტ კრეატორები. თემები სხვადასხვაგვარია – სიახლეები, მოგზაურობა, შოპინგი, სამუშაო, მანქანები და ა.შ. ქართულ ენაზე ასობით თემატური არხია ხელმისაწვდომი და მათი რაოდენობა სულ იზრდება.

M: მესენჯერებსა და სოციალურ ქსელებზე საუბრისას, შეუძლებელია უსაფრთხოების თემას არ შევეხოთ. მომხმარებელი ბევრად მომთხოვნი გახდა, უსაფრთხო და დაცული კომუნიკაციის მიმართ, ბოლო წლების განმავლობაში. როგორია Viber-ის მიდგომა, უსაფრთხოების თვალსაზრისით?

Rakuten Viber განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მონაცემთა კონფიდენციალობასა და მომხმარებლების უსაფრთხო კომუნიკაციას. 2016 წლიდან, მესენჯერის ყველა ძირითადი ფუნქცია დაცულია End-to-end დაშიფვრით, მათ შორისაა პერსონალური და ჯგუფური ჩატები, პერსონალური აუდიო და ვიდეო ზარები, მედიის გაზიარება და ყველა მომხმარებლის მოწყობილობის უსაფრთხოება. ეს ნიშნავს, რომ ფაილები დაშიფრულია გამგზავნის მოწყობილობაზე და გაშიფრულია მიმღების მოწყობილობაზე.

ჩვენი უსაფრთხოების დასტურია ის ფაქტი, რომ ჩვენს Business Messaging სერვისებს იყენებენ ევროკავშირის წამყვანი წევრები, გლობალური ბანკი და ტელეკომპანიები, ისეთი სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის მიმოცვლისთვის, როგორიცაა: ტრანზაქციის მონაცემები, TFA და საბანკო ამონაწერები. ეს ნიშნავს, რომ Viber აკმაყოფილებს საიმედოობისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს. კორპორაციის იაპონელი მფლობელები (100%) ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პატივსაცემი გლობალური კომპანია ელექტრონული ბანკინგის, დაზღვევისა და ელექტრონული კომერციის სფეროებში, ეს გვაძლევენ უპირატესობას განსხვავებით სხვა აპლიკაციებსგან, რომლებიც ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებენ უსაფრთხოებასა და საიმედოობას.

უსაფრთხოების იმ ფუნქციების გარდა, რომლებიც მესენჯერშია ინტეგრირებული, Viber-ს აქვს რამდენიმე დამატებითი ოფცია, მათ შორის:

შეტყობინებების გაქრობა პირად და ჯგუფურ ჩეთებში

ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია

დამალული ჩეთები

Viber-ის დაბლოკვის კოდი კომპიუტერის ვერსიისთვის

Seen სტატუსისა და „ონლაინ“ სტატუსის დამალვა

შეტყობინების მოთხოვნები და სხვა.

როგორ შეიქმნა „ალიანს ჯგუფის“ განახლებული ინოვაციური ვებგვერდი, დინამიკური ფუნქციონალით

დარწმუნებული ხარ, რომ ეს სასიყვარულო წერილი ადამიანმა დაწერა? — ვალენტინობა ChatGPT-ის ეპოქაში