in

როგორია Rakuten Viber-ის სტრატეგიული გეგმები და მიზნები საქართველოში?

უკვე ორი წელია, Rakuten Viber-ის ადგილობრივი ოფისი წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ზრდის თუ განვითარების ტემპი სულ უფრო მეტად აშკარა ხდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გლობალურმა ბრენდმა საკმაოდ დიდი წინსვლა განიცადა ადგილობრივად, თუმცა ეს საბოლოო დანიშნულების წერტილი ნამდვილად არ ყოფილა — წინ მეტი ინოვაცია, საჭირო და აუცილებელი სიახლეა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი Rakuten Viber-ის გლობალური მარკეტინგისა და ზრდის ვიცე-პრეზიდენტი, ატანას რაიკოვი საუბრობს.

M: მოგვიყევით Rakuten Viber-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: რა აშკარა შედეგები მიიღეთ მას შემდეგ, რაც კომპანიამ თბილისში დაიწყო ოპერირება?

უკვე 2 წელია, რაც Rakuten Viber საქართველოში ოპერირებს. ოფისის გახსნის შემდეგ, უფრო მჭიდრო კავშირი დავამყარეთ ადგილობრივ მომხმარებლებთან და უკეთ გავიგეთ მათი საჭიროებები. მოგვეცა შესაძლებლობა, ქართველ მომხმარებლებს შევთავაზოთ მათზე მორგებული სერვისები: რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხო კომუნიკაცია და ამასთან, შესაბამისი გლობალური თუ ადგილობრივი კონტენტი. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში მესენჯერის მოხმარების მნიშვნელოვანი მატების მომსწრე გავხდით — ახლა Rakuten Viber-ს ქვეყანაში სმარტფონების მფლობელთა 71% იყენებს.

გარდა ამისა, თბილისის ოფისმა საშუალება მოგვცა, განვავითაროთ თანამშრომლობა ადგილობრივ პარტნიორებთან და გავზარდოთ Rakuten Viber-ის შესაძლებლობებისა თუ სერვისების შესახებ ცნობადობა ქართულ ბიზნეს საზოგადოებაში.

M: როგორია Rakuten Viber-ის, როგორც საერთაშორისო კომპანიის, სტრატეგიული გეგმები 2024 წელს?

Rakuten Viber მიჰყვება სუპერ აპლიკაციის სტრატეგიის გზას და გასული წლიდან მოყოლებული, აპლიკაციის გარშემო აშენებს ეკოსისტემას. 2023 წლის განმავლობაში Rakuten Viber-მა დაამატა ახალი ფუნქციების ფართო სპექტრი, რომელიც აუმჯობესებს მომხმარებლების გამოცდილებას, აძლიერებს ბრენდებსა და აუდიტორიების შორის ურთიერთობას და ეხმარება მათ ზრდასა და განვითარებაში. საუბარია ისეთ განახლებებზე, როგორებიცაა Caller ID-ის გაშვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Viber Plus-ის პრემიუმ გამოწერის სერვისი, დამატებითი შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და მრავალი სხვა. ეს ყველაფერი მიმართულია კომპანიის ვალდებულებისკენ, ემსახუროს მომხმარებლებს, დაეხმაროს ბრენდებს თავიანთი ბიზნეს მიზნების მიღწევაში და გააძლიეროს მომავალი თაობის სუპერ აპლიკაციების ეკოსისტემა.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელი იყო „სუპერ“ წელი აპლიკაციისთვის, წელს ჩვენ ვგეგმავთ მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი დამატებითი ღირებულების მქონე სერვისების შეთავაზებას; ბიზნესისთვის კი მეტი შესაძლებლობის უზრუნველყოფას და ჩვენი გლობალური სუპერ აპლიკაციის სტრატეგიულ განვითარებას.

M: 2024 წელს რა სტრატეგიულ მიზნებს ისახავს Rakuten Viber ქართულ ბაზარზე?

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო სტრატეგის საქართველოში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი უპირველესი მიზანია Rakuten Viber-ის მომხმარებელთა საზოგადოების კიდევ უფრო გაფართოება და ამავდროულად, მისი გაძლიერება. ამრიგად, ჩვენს მომხმარებლებს უნდა შევთავაზოთ ისეთი ფუნქციები, რომლებიც შეესაბამება მათ მოთხოვნებს. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია უზრუნველვყოთ სასიამოვნო, მოსახერხებელი და უსაფრთხო კომუნიკაციის გამოცდილება. გარდა ამისა, Rakuten Viber კვლავაც იქნება ერთგვარი ხიდი, რომელიც დააკავშირებს ბიზნესებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან და გაძლიერებს მათ შორის კომუნიკაციას.

M: საინტერესოა, თბილისში ადგილობრივი ოფისის გაფართოებასაც თუ გეგმავთ?

თბილისში ადგილობრივი ოფისის გაფართოება კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში Rakuten Viber-მა თბილისში ოფისი გახსნა, დავიქირავეთ ათობით ადგილობრივი თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ iOS და Android სისტემების მიმართულებით და უზრუნველყოფენ პროგრამულ ხარისხს. ამასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტულია ადგილობრივი ნიჭიერი ადამიანების მოზიდვაც.  

კომპანიის ზრდისა და საქართველოში პოზიციის გაძლიერების პარალელურად, ვაცხადებთ მთელ რიგ საინტერესო სამუშაო შესაძლებლობებს თბილისში, Rakuten Viber-ის ადგილობრივ ოფისში. ეს ინიციატივა არა მხოლოდ ქმნის დასაქმების ახალ პერსპექტივებს, არამედ ამდიდრებს ტექნოლოგიურ გარემოს და ხელს უწყობს საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას. თბილისის ოფისში Rakuten Viber-ის კარიერული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის კარიერის გვერდზეა ხელმისაწვდომი.

M: და ბოლოს, ორიოდე სიტყვით მოგვიყევით, თუ რა შესაძლებლობები აქვთ სხვადასხვა ტიპის ბიზნესებს Rakuten Viber-ის პლატფორმაზე — რა ახალ ინსტრუმენტებსა თუ სერვისებს სთავაზობთ მათ?

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში Rakuten Viber-ის პლატფორმაზე დაფიქსირდა კომუნიკაციის ზრდა ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის. ასევე, გაიზარდა Viber for Business-ის გამოყენებაც.

კომპანია აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზებაზე: 2023 წელს ზოგიერთ ქვეყანაში ამოქმედდა საძიებო ბიზნეს ანგარიშები, რომლებიც ბრენდებს სთავაზობენ მომხმარებლებთან უკეთეს კომუნიკაციას, რათა გაუმჯობესდეს სამომხმარებლო გამოცდილება, გაიზარდოს აუდიტორიის ჩართულობა და ზოგადად, დაეხმაროს ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში. წელს ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ფუნქციის შეთავაზებას ყველა ზომის, განსაკუთრებით კი — მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

ახლა მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის ბიზნესებს შეუძლიათ გამოიყენონ Rakuten Viber-ში არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტი. მაგალითად, არხები აუდიტორიასთან ინფორმაციის მისატანად, ხოლო ჩატბოტები მომხმარებლისთვის სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად, ბიზნეს შეტყობინებები კი — პერსონალური კომუნიკაციისთვის. დამატებით, ბიზნესებს შეუძლიათ ბიზნეს ჩატებისა და ანგარიშების გამოყენება. აქვე, შესაძლებელია ბრენდირებული სტიკერების ნაკრებისა და AR-ლინზების შექმნა — აუდიტორიის ჩართულობის კიდევ უფრო გასაზრდელად.

[პარტნიორის კონტენტი]

„ბაგა“ – ხელოვნებაში ჩაქსოვილი ქართული ტრადიციული ეთნოკულტურა

ნახეთ: Joker: Folie à Deux-ის თრეილერი