in

ნახეთ, როგორი იყო Rally Adventure Georgia 2021

უკვე მესამე წელია, წელიწადში ერთხელ, Rally Adventure Georgia-ს ორგანიზებით, ოფროუდერები საქართველოს გარშემო 1500 კილომეტრიანი დისტანციის უმოკლესი მარშრუტებით გავლაში ეჯიბრებიან. ამისათვის, მათ 6 დღე აქვთ. უგზოო მარშრუტი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითაა სავსე და უგზოო რალი რეიდში ქალთა ჩართულობას უწყობს ხელს. ეკიპაჟები, რალის წესისამებრ, მხოლოდ ქალთა შემადგენლობით ან შერეული წყვილებით არიან წარმოდგენილები. ტრადიციულად, მასში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ოფროუდერები. ამ სამი წლის განმავლობაში, სათავგადასავლო რალის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმატა ღონისძიების მხარდამჭერთა რიცხვმაც. სპეციალურად, უგზოო რალი რეიდში მონაწილეობისთვის, საქართველოს სხვა ქვეყნებიდანაც აქტიურად სტუმრობენ.

წლევანდელმა რალიმ 11 ოქტომბერს აიღო სტარტი, Radisson Blu Iveria-სთან. შეკრებილმა მონაწილეებმა მოიარეს კახეთის უდაბნო და უღრანი ტყეები, ვაშლოვანის ნაკრძალის ტალახის ვულკანები, სამცხე-ჯავახეთის ალპური ტბები, ვარძიის მიმდებარე ტერიტორიები, იმერეთის ქედი საირმის კურორტთან, სამეგრელოს კანიონები და დაბლობების და მაღალმთიანი აჭარის გავლით, 16 ოქტომბერს, ბათუმის სასტუმრო Radisson Blu Batumi-თან დაასრულეს ასპარეზობა. საერთო ჯამში, მარშრუტი 1500 კმ-ს მოიცავდა.

„ღონისძიების მიზანი წელსაც უცვლელია – შექმნას უგზოობის სავტომობილო სპორტზე ახალი ხედვა. ეს გულისხმობს რბოლას უგზოობაზე, მართვის სიამოვნებისთვის, სიჩქარისა და წამზომის გარეშე. ჯეოლენდის ქაღალდის, რუკებისა და გარმინის ნავიგაციის სისტემის გამოყენებით მონაწილე ეკიპაჟებს უნდა მიეგნოთ საკონტროლო პუნქტებისთვის, საქართველოს მაშტაბით, რაც შეიძლება, მოკლე დისტანციის გავლით.

2019 წლიდან მოყოლებული სათავგადასავლო რალის მიერ მოპოვებულმა ინტერესმა არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ საქართველოშიც, ორგანიზატორთა მოლოდინს გადააჭარბა და წლიდან წლამდე, მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა. რალიმ წელს თავი მოუყარა 33 ეკიპაჟს, აქედან 23 ეკიპაჟი იყო უცხოელი, ევროპისა და ამერიკის კონტინენტების ქვეყვენიდან, ხოლო 10 – ეკიპაჟი საქართველოდან. ტრადიციულად, რალის ეკიპაჟების შემადგენლობაში, სულ მცირე ერთი მაინც უნდა ყოფილიყო ქალი. ეკიპაჟების სრული სიის ხილვა შესაძლებელია რალის ვებგვერდზე: www.rally-adventure.com“ – ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი ვერა მურღულია.

გასული წლების მსგავსად, ღონისძიებას წელსაც ჰქონდა ჰუმანიტარული მისია. რალის მონაწილეებმა, ახალციხესა და დედოფლისწყაროში, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ემაუს საქართველოსთან თანამშრომლობით, დახმარება გაუწიეს შემწეობას მოკლებულ 30 ოჯახს, მათ შორის დიდი რაოდენობით თბილი ტანისამოსით, ჰიგიენური საშუალებებით, სათვალეებით, სათამაშოებით და ა.შ.

Rally Adventure Georgia 2021-ს დაჯილდოება Radisson Blu Batum-თან გაიმართა. საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

შერეულ კატეგორიაში, პირველი ადგილი #13 ეკიპაჟმა მოიპოვა, ელენე სიდამონიძისა და მიხეილ გეწაძის მონაწილეობით, მეორე ადგილი #36 ეკიპაჟს ერგო კანადიდან, Chantal Provencher-სა და Jonathan Lajeuness-ის შემადგენლობით, მესამე ადგილზე #12 ეკიპაჟი გავიდა – ანი ჭეიშვილი და გიორგი კაპანაძე.

ქალთა კატეგორიაში პირველი ადგილი #11 ეკიპაჟმა მოიპოვა, რომლის შემადგენლობაში Elaine Frenette და Alexanda Turcotte-Provost იყვნენ, მეორე ადგილი #63 ეკიპაჟმა დაიმსახურა – Jullie Vallet და Héléne Romanelli, მესამე ადგილზე #96 გავიდა – Laurence Poirot და Alice Poirot.

გამარჯვებული ეკიპაჟები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ – ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელმა და დიზაინერმა ნინო ნინელი ჩხაიძემ დააჯილდოვეს.

„რალის ორგანიზატორები მოხარულები ვართ, რომ ღონისძიებამ მშვიდად და რაც მთავარია, ბედნიერი სახეებით ჩაიარა. მონაწილეებს შემოვატარეთ საქართველოს მთა-ბარი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გავუზიარეთ. თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის გვინდა – მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საქართველოს დაცული ტერიორიების სააგენტოს www.apa.gov.ge, ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის ადმინისტრაციას www.nationalparks.ge, თეგეტა მოტორსს www.tegetamotors.ge, euro4x4parts.com-ს, საირმის  www.sairmeresort.ge და Silkhospitality-ს www.silkhospitality.com ქსელის სასტუმროებს, Valodia’s Cottages ვარძიაში www.accommodationvardzia.ge და Camping Damba-ს მარტვილში რალის ეკიპაჟთა მასპინძლობისთვის, დიზაინერ Ninellie-ს www.fb.me/Ninellie22-სა და ციკოლიას ბრენდს tsikolia.com საჩუქრებისთვის, Geoland-ს www.geoland.ge საქართველოს რუკებისთვის, Socar-ს www.sgp.ge საწვავისთვის, IDS Borjomi International-ს www.ids-borjomi.com რალის მონაწილეთა წყალი ბაკურიანით უზრუნველყოფისთვის, Berosa-ს www.nutfruit.ge გემრიელი ქართული თხილით უზრუნველყოფისვის, LAB-ს www.lab.ge, ქალთა საინფორმაციო ცენტრს www.wicge.org, Emmaus Georgia-ს www.emmaus-international.org და რა თქმა უნდა, Marketer.ge-ს.“

2022 წლის სათავგადასავლო რალიზე რეგისტრაცია დაწყებულია. სარეგისტრაციო ბლანკის ჩამოტვირთვა შესაძლებელია რალის საიტიდან: www.rally-adventure.com.

ტოკიოში IKEA-ს ინვენტარით აღჭურვილი ბინა 1 დოლარად ქირავდება!

Xbox-მა ვირტუალური მუზეუმი შექმნა!