საერთაშორისო პროექტი „სათავგადასავლო რალი საქართველო“ მეოთხე ღონისძიებისთვის ემზადება! ეს არის ყველაზე მაშტაბური საავტომობოლო შეჯიბრი უგზოობაზე, რომელიც საქართველოში ჰუმანიტარულ მისიასთან ერთად ტარდება.
2019 წლიდან დღემდე, „სათავგადასავლო რალი საქართველოს“ ფარგლებში იასპარეზა 140 მონაწილემ 10 სხვადასხვა ქვეყნიდან (მათ შორის, 80 – ქალი და 60 – მამაკაცი). რალის ფარგლებში, ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდა შემწეობამოკლებულ მრავალშვილიან 70 ოჯახს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ხულო, სხალთა, მესტია, მანგლისი, დედოფლისწყარო, ახალციხე და სხვა).
„სათავგადასავლო რალი საქართველო 2022“ სტარტს 9 ოქტომბერს აიღებს, თბილისიდან (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას ავტოსადგომიდან). დაჯილდოების ცერემონია კი გაიმართება შაბათს, 15 ოქტომბერს, თბილისში. რალის სტარტსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.
ტრადიციულად, რალი მოიცავს, დაახლოებით 1500-კილომეტრიან დისტანციას საქართველოს ტერიტორიაზე. მონაწილეები მას ერთი კვირის განმავლობაში გადიან. რალის მარშრუტი ყოველ წელს იცვლება.
რალის თითოეული ეკიპაჟი 2 მონაწილისგანაა დაკომპლექტებული: 1 ქალი და 1 მამაკაცი (შერეულ კატეგორიაში) ან 2 ქალი (ქალთა კატეგორიაში). ყველა ეკიპაჟში, მინიმუმ, ერთი წევრი ქალია. ღონისძიების ერთ-ერთი მიზანია, დაამსხვრიოს სტერეოტიპი და საზოგადოებას აჩვენოს რომ უგზოობაზე მართვა ქალების გატაცებაც შეიძლება იყოს და რომ მათ არანაკლები ეფექტურობით შეუძლიათ გაუმკლავდნენ უგზოობაზე მართვის სირთულეებს.
ქართველი ეკიპაჟებისთვის „სათავგადასავლო რალი საქართველო 2022“-ზე რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ყველა ადგილი შევსებულია. უცხოელ ეკიპაჟებთან ერთად, წელს, იასპარეზებს 16 ქართველი ეკიპაჟი, მათ შორის 10 – შერეულ კატეგორიაში და 6 – ქალთა კატეგორიაში.
2022 წლის რალის სპონსორები და პარტნიორები არიან:
დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia), Euro4x4parts.com, FF4x4, 4X4 Mondial, Absolutely Cars, Código 4X4, 4x4setup Magazine, Marketer.ge, Silk Hospitality • სილქ ჰოსფითალითი / Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi, Toyota Center Tegeta, Tegeta Motors • თეგეტა მოტორსი, Tsikolia Watches, Ninellie • ნინელი, GeoLand • ჯეოლენდი, SOCAR Georgia Petroleum, IDS Borjomi International / წყალი ბაკურიანი – Bakuriani Water, Pepela Design Laboratory, Tiko Bakhtadze Art, WALLDECO კედლის დეკორაციები, Mix-Art საპოვნელა, Berosa (www.nutfruit.ge), Women’s Information Сenter/ქალთა საინფორმაციო ცენტრი, Emmaus Georgia.
„სათავგადასავლო რალი საქართველო 2023“-ზე რეგისტრაცია დაიწყება ამა წლის 1 ნოემბრიდან. სარეგისტრაციო ბლანკის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდიდან: www.rally-adventure.com .