საავტომობილო სპორტის წლიური საერთაშორისო ღონისძიება Rally Adventure Georgia ანუ „სათავგადასავლო რალი საქართველო“ გასულ თვეს მეოთხეჯერ ჩატარდა. ღონისძიებამ წელს თავი მოუყარა 44 მონაწილეს, ანუ 22 ეკიპაჟს. რალის ტრადიციულად, ეკიპაჟები შედგებოდნენ 2 პირისგან: 2 ქალი ან 1 ქალი და 1 მამაკაცი. მონაწილეებმა დაფარეს თითქმის 1500 კილომეტრი უგზოობაზე 6 დღის განმავლობაში. წლევანდელმა რალიმ, როგორც წინა წლებში, სტარტი აიღო Radisson Blu Iveria თბილისიდან. 9 ოქტომბერს და დასრულდა ასევე თბილისში 15 ოქტომბერს. ეტაპები გაიმართა სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭაში, შიდა-ქართლში და კახეთში. რალის განმავლობაში მონაწილეები იძინებდნენ ყოველ მეორე ღამეს ორგანიზებულ ბანაკებში და ყოველ მეორე ღამეს სასტუმროებში. რალის ეკიპაჟებს გზად უმასპინძლეს ისტორიულმა სასტუმრო Sairme Hotels & Resorts-მა, რომელიც უკვე მეოთხე წელია ღონისძიების ერთგული პარტნიორია, და ახლად აშენებულმა არაჩვეულებრივმა სასტუმრო Rooms Hotel Kokhta-მ ბაკურიანში.
გასული წლების მსგავსად, ღონისძიებას წელსაც ჰქონდა ჰუმანიტარული მისია. Emmaus Georgia-ს, თბილისი ენერჯის, ავერსი ფარმას, ტოიოტა ცენტრი თეგეტას და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარში დგომით, რალის მონაწილეებმა საჩუქრები დაურიგეს 15 მრავალშვილიან ოჯახს 9 ოქტომბერს თეთრიწყაროში და 18 დაწყებითი კლასის მოსწავლეს 12 ოქტომბერს სოფელ დარყის სკოლაში.
გამარჯვებული ეკიპაჟები დააჯილდოვეს რალის მთავარმა სპონსორმა TSIKOLIA WATCHES და სხვა სპონსორებმა, როგორიცაა euro4x4parts, Toyota Center Tegeta, Ninellie Atelier, Tiko Bakhtadze Art, WALLDECO კედლის დეკორაციები, Mix-Art საპოვნელა, ა.შ.
Rally Adventure Georgia-ს დაჯილდოება Hotel & Preference Hualing თბილისში გაიმართა. საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
შერეულ კატეგორიაში, პირველი ადგილი #50 ეკიპაჟმა მოიპოვა, ანანო ნაცარაშვილის და გიორგი მარგებაძის მონაწილეობით, მეორე ადგილი #28 ეკიპაჟს ერგო, მარიამ აბულაძის და ლევან ამაღლობლის შემადგენლობით, მესამე ადგილზე #23 ეკიპაჟი გავიდა – თამარ ფოლადაშვილი და თორნიკე მიქაძე.
ქალთა კატეგორიაში პირველი ადგილი #12 ეკიპაჟმა მოიპოვა, რომლის შემადგენლობაში დები ანი და ნონა ჭეიშვილები იყვნენ, მეორე ადგილი #11 ფრანგმა ეკიპაჟმა დაიმსახურა – Stéphanie Vernez და Aurore Wiltberger, მესამე ადგილზეც ფრანგი ეკიპაჟი #96 გავიდა – Véronique Cheri-Zecotte და Cindy Franchi.
წელს პირველად Toyota Center Tegeta-მ ტოიოტას მარკის ავტომობილით მოასპარეზე, რალის სამი საუკეტესო ეკიპაჟი გამოავლინა და დაასაჩუქრა. ტოიოტას კატეგორიაში, პირველი ადგილი ფრანგმა #66 ეკიპაჟმა მოიპოვა, Coralie Thierry-ს და Vincent Chomeyrac-ის მონაწილეობით, მეორე ადგილი #21 ეკიპაჟს ერგო, მარი ცქვიტარიას და ალექსანდრე მელიქიძის შემადგენლობით, მესამე ადგილზე ფრანგი #42 ეკიპაჟი გავიდა – Jessy Giraud და Jean-Christophe Chaumeton.
და ბოლოს, თვით მონაწილეების მიერ ხმის მიცემის საფუძველზე, გამოვლინდნენ და დასაჩუქრდნენ ყველაზე მეგობრული ეკიპაჟი, ყველაზე მხიარული ეკიპაჟი და ყველაზე ელეგანტური ეკიპაჟი, რათა ორგანიზატორებს შეეხსენებინათ მონაწილეებისთვის, რომ სათავგადასავლო რალში მხოლოდ სპორტული შეჯიბრით არ შემოიფარგლება.
„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ რალის ყველა მონაწილეს ჩვენი ღონისძიებით დაინტერესებისა და ნდობისთვის; და ყველა პარტნიორ კომპანიას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის,“ – ამბობენ რალის ორგანიზატორები.
2023 წლის რალიზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მონაწილეობის სახელმძღვანელოსა და სარეგისტრაციო ბლანკის ჩამოტვირთვა შესაძლებელია რალის საიტიდან.