in

როგორი თავგადასავალი გველის Rally Adventure Georgia 2024-ზე?

Challenge Your Limits – ამ მთავარი გზავნილით, 2019 წელს, საქართველოში პირველად ჩატარდა Rally Adventure Georgia. სათავგადასავლო რალი უგზოობაში სამოგზაუროდ იწვევდა ოფროუდერებს. „სათავგადასავლო რალი საქართველო“ უკვე მეექვსე სეზონისთვის ემზადება. ტრადიციულად, ავტორბოლის მონაწილეებს რამდენიმედღიანი თავგადასავალი ელით საქართველოს გარშემო. ეს შეჯიბრი გულისხმობს რბოლას მხოლოდ მართვის სიამოვნებისთვის, სიჩქარისა და წამზომის გარეშე, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მთავარი კრიტერიუმი უმოკლესი გზით მისვლაა. წლებია, ქართველ ეკიპაჟებთან ერთად, ასპარეზობენ ფრანგები, შვეიცარელები, გერმანელები, ჩეხები, ჰოლანდიელები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

წლევანდელი რალის მხარდამჭერები არიან: Silkhospitality, Aversi, Winto, Wissol, Tsikolia, Garmin Georgia, Borjomi, Rooms Hotels.

წლების განმავლობაში, „სათავგადასავლო რალი საქართველოს“ მასშტაბები გაიზარდა და მის ფარგლებში სხვა ექსტრემალურ ღონისძიებებსაც ჩაეყარა საფუძველი. დღესდღეობით, „სათავგადასავლო რალი საქართველო“ არის ყველაზე მაშტაბური საავტომობოლო შეჯიბრი უგზოობაზე, რომელიც საქართველოში ჰუმანიტარულ მისიასთან ერთად ტარდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქალთა და შერეულ ეკიპაჟებს, ასევე გუნდებს მამაკაცთა შემადგენლობით. რალიში მონაწილეობა ღიაა როგორც მოყვარულთათვის, ასევე პროფესიონალთათვის.

სათავგადასავლო რალის მეექვსე სეზონი თავს მოუყრის 8 სხვადასხვა ეროვნების 100-ამდე ადამიანს, მათ შორის არა მხოლოდ მონაწილეებს, არამედ რალის საორგანიზაციო გუნდის წევრებს, უსაფრთხოების კომისარებს, მსაჯებს, ფოტოგრაფებს, ვიდეოგრაფებს, ექიმებს, მექანიკოსებს, ა.შ. რალის მონაწილეები, საქართველოს გარშემო, 1800 კილომეტრს დაფარავენ. გზად, რალის მონაწილეებს წინანდლის მამულის პარკ ჰოტელი და რუმს ჰოტელი კოხტა – ბაკურიანში.

ეკიპაჟის წევრებს ექნებათ სპეციალური მისია და მთის რეგიონების მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას დაურიგებენ. აღსანიშნავია, რომ ესაა პირველი რალი, რომელმაც ექსტრემალური მოგზაურობის გარდა, ჰუმანიტარული მისიაც შეითავსა. ჰუმანიტარული მისია წლევანდელ ღონისძიებასაც ექნება. „ავერსის“ მხარდაჭერით, რალის ეკიპაჟები რბოლისას თან წაიღებენ საჩუქრებს და სხვადასხვა რეგიონში დაურიგებენ შემწეობას მოკლებულ 60 მცირეწლოვან ბავშვიან ოჯახს.

თუკი წლევანდელ შეჯიბრში გსურთ ჩართვა, ჯერ კიდევ გაქვთ დრო – მხოლოდ ქართველი ეკიპაჟებისთვის – „სათავგადასავლო რალი საქართველო 2024“-ზე რეგისტრაცია 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სარეგისტრაციო ბლანკის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებგვერდიდან: www.rally-adventure.com.

„სათავგადასავლო რალი საქართველო 2024“ ტრადიციულად თბილისში, Radisson Blu Iveria-ს ავტოსადგომიდან აიღებს სტარტს, შაბათს 5 ოქტომბერს. 7-დღიანი შეჯიბრების შემდეგ რალი Radisson Blu ბათუმში დასრულდება. გულშემატკივრებსა და დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ დაესწრონ რალის ტექნიკურ შემოწმებებსა და სტარტს, შაბათს, 5 ოქტომბერს რადისონ ბრუ ივერიას ავტოსადგომზე. ტექ-შემოწმებები დილის 9:00-დან დაიწყება, რალი ოფიციალური სტარტს 14:00-ზე აიღებს.

გახდი ეკომეგობრული მაკდონალდსთან ერთად!

რა სიახლეებზე ისაუბრა მარკ ცუკერბერგმა Meta Connect 2024-ზე?