in

სათავგადასავლო რალი Rally Adventure Georgia – დაუვიწყარი ყოველწლიური თავგადასავალი საქართველოში

Photo: Victor Kaminsky

ეს ამბავი 2019 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ვერა და გიგა მურღულიებმა საქართველოში უგზოობის მოყვარულებისთვის სათავგადასავლო რალის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. მათი მიზანი კავკასიის რეგიონში რალი-რეიდის პოპულარიზაცია გახლდათ. ასე ჩამოყალიბდა Rally Adventure Georgia, რომელმაც ქართველ და უცხოელ ოფროუდერებს მოუყარა თავი და ყოველწლიურად დიდ თავგადასავალს აწყობს მათთვის საქართველოს გარშემო. ერთი კვირის განმავლობაში, რალის მონაწილეები საქართველოს გარშემო დაახლოებით 1,500 კმ-ს გადიან, საქართველოს მიუვალ ლანდშაფტებს საკუთარი თვალით ნახულობენ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან.

Photo: Tamar Meparishvili

ვისთვის არის რალი?

რალიში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალები, ასევე მოყვარულები. მარშრუტის დაგეგმვა ხანგრძლივი პროცესია, შეჯიბრამდე დიდი ხნით ადრე იწყება და რამდენიმე რეგიონს მოიცავს. რალიში მონაწილოების პრინციპი ასეთია – მონაწილე ეკიპაჟები ნავიგაციის სისტემის გამოყენებით ეძებენ საკონტროლო პუნქტებს საქართველოს მასშტაბით, რაც შეიძლება მოკლე მარშრუტით. რალიში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქალებს, ისე კაცებს. თუმცა ქალებისთვის მოტივაციის მისაცემად და წასახალისებლად დაჯილდოებისას ქალთა ეკიპაჟები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.

Photo: Tamar Meparishvili

გარემო და შთაბეჭდილებები

ეს რალი ოსტატური ნავიგაციისა და გააზრებული სტრატეგიის შეჯიბრია. ყოველ ჯერზე არჩევანის წინაშე გაყენებთ ყოველი მონაკვეთი: გავბედო მდინარის გადალახვა, თუ გზა შევარჩიო ხიდამდე? ავიდე ციცაბო მთაზე თუ შემოვუარო? გავიარო ღრმა ტალახში თუ შემოვლითი გზა ვამჯობინო? სწორედ ეს არჩევანი, გუნდური მუშაობა და ნავიგაციაა „სათავგადასავლო რალის“ მთავარი ხიბლი.

Photo: Tamar Meparishvili

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ უკვე დიდი ხანია გასცდა სპორტულ შეჯიბრს; ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც თითოეულ მონაწილეს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები, შეიძინოს ახალი მეგობრები და იხილოს საქართველოს ბუნების მშვენიერება სრულიად ახლებურად.

Photo: Tamar Meparishvili

ჰუმანიტარული მისია და ადგილობრივების მხარდაჭერა

მონაწილეებისთვის ეს არამხოლოდ შეჯიბრია, არამედ სოციალური აქტივობაც. გზად ეკიპაჟები დახმარების სახით არიგებენ: მედიკამენტებს, სამედიცინო პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს ბავშვებისთვის და ქალებისთვის, ნომრიან სათვალეებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელებს, სასკოლო ნივთებს, წიგნებსა და სათამაშოებს. ეს ჰუმანიტარული მისია განუმეორებელ ხასიათს სძენს ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ პუმანიტარული მისიის ფარგლებში, სათავგადასავლო რალის ერთგული მხარდამჭერია „ავერსი“.

Photo: Tamar Meparishvili

2024 წელი – რალის მეექვსე გამოშვება

2024 წელს “სათავგადასავლო რალის” მეექვსე გამოშვება თბილისში დაიწყო Radisson Blu Iveria-დან და ბათუმში სასტუმრო Radisson Blu Batumi-თან დასრულდა. მასში მონაწილე გუნდები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ჩეხეთიდან შეუერთდნენ ქართველ მონაწილეებს და ერთად გაუძლეს რთულ მარშრუტებს, რაც მათ ურთიერთთანამშრომლობით და, ფაქტობრივად, ინციდენტების გარეშე დაძლიეს.

Photo: Victor Kaminsky

წლევანდელი რალი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მისი გენერალური პარტნიორი WISSOL – ბრენდი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გზაზე ყოფნისთვის საჭირო ყველა სერვისსა და პროდუქტს, და ასევე რალის ორგანიზაციის ოქროს სპონსორი WINTO – საავტომობილო ტექმომსახურების ცენტრები, რომლებიც მაღალი სტანდარტებით გამოირჩევიან.

Photo: Tamar Meparishvili

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეებს სასმელი წყლით ერთგულად ამარაგებდა წყალი ბაკურიანი, ხოლო ბაკურიანში რალის ეტაპის გავლისას მათ უმასპინძლა სასტუმრო ROOMS-მა. 

Photo: Tamar Meparishvili

მხოლოდ წყალი როდი იყო მონაწილეთა ერთადერთი სასმელი – განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს Silk Hospitality-ს მიერ ნაჩუქარი წინანდლის მარნის საუკეთესო ღვინოების დეგუსტაცია Radisson Collection-ში. წინანდლის მამულში კი, უნიკალურ გარემოში, ღამით რალის მონაწილეებს Park Hotel-მა უმასპინძლა.

რალის მონაწილეების უსაფრთხოება 24 საათის განმავლობაში უზრუნველყო EMSC-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა და ექიმებმა – გიორგი ტატულაშვილმა, ომარ პაპაშვილმა და თათია პაჭკორიამ. მათი პროფესიონალიზმის წყალობით, რალის ბანაკებში და მარშრუტის რთულ მონაკვეთებზე სამედიცინო დახმარება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, რაც მონაწილეებისთვის დამატებითი დაცულობის გარანტია გახდა.

Photo: Tamar Meparishvili

წლის შედეგები გვიჩვენებს, რომ ეს წელიწადი კიდევ ერთ წარმატებად იქცა:

კაცთა კატეგორია:

  • პირველი ადგილი: #88 ეკიპაჟი (საქართველო და რუსეთი) — ნიკოლოზ ვარძელაშვილი და კონსტანტინ კორიკოვი, Mitsubishi Pajero.
  • მეორე ადგილი: #40 ეკიპაჟი (საქართველო) — დავით გელაშვილი და ალექსანდრე ყიფიანი, Toyota FJ Cruiser.
  • მესამე ადგილი: #22 ეკიპაჟი (საქართველო) — ბათო ხუციშვილი და დემო ყიფშიძე, Jeep Wrangler Rubicon.
Photo: George Tskhelishvili

შერეული კატეგორია:

  • პირველი ადგილი: #12 ეკიპაჟი (საქართველო) — ანი ჭეიშვილი და გიორგი კაპანაძე, Nissan Patrol.
  • მეორე ადგილი: #29 ეკიპაჟი (ჩეხეთი) — ლუსი ვლაჩოვა და ლუკას ვლაჩი, Suzuki Vitara.
  • მესამე ადგილი: #72 ეკიპაჟი (საქართველო) — სერგო წიკლაური და ირენე კირვალიძე, Mitsubishi Pajero.
Photo: George Tskhelishvili

ქალთა კატეგორია:

  • პირველი ადგილი: #61 ეკიპაჟი (საფრანგეთი) — ჟოზიან არენალეს და პატრიცია პერნო, Toyota 4 Runner.
  • მეორე ადგილი: #52 ეკიპაჟი (საქართველო) — მაია გოშაძე და მარიამ ხოსიტაშვილი, Suzuki Vitara.
  • მესამე ადგილი: #10 ეკიპაჟი (საქართველო) — ბელა ბურძენიძე და კატო კაპანაძე, Mitsubishi Pajero io.
Photo: George Tskhelishvili

გამარჯვებული ეკიპაჟების დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც WISSOL-მა და WINTO-მ, ასევე შემდეგმა კომპანიებმა: TSIKOLIA – დიზაინერული საათები, სათვალეები და სამკაულები; ORLEN OIL – პოლონური ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთები; TSINANDALI ESTATE – წინანდლის მამულის ცქრიალა ღვინოები; AVERSI Pharma – სასაჩუქრე კოსმეტიკური ნაკრებები; YOLO – გამოცდილებებისა და შთაბეჭდილებების სასაჩუქრე ვაუჩერები.

Photo: Giorgi Tskhelishvili

2025 წელი: ახალი მარშრუტები და გამორჩეული შესაძლებლობები

2025 წლის რალი 4-11 ოქტომბერს გაიმართება და შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ბათუმიდან დაიწყება. მარშრუტი სრულიად განსხვავებული იქნება. სპორტულ რეგლამენტში მოსალოდნელია მცირე ცვლილებები: ზოგიერთ ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანია არა მოკლე დისტანციის დაფარვა, არამედ რეგულარული გადაადგილება, მონაწილეები FIA-ს სტანდარტების საგზაო გზამკვლევით, ე.წ. Road Book-ებით იხელმძღვანელებენ.

Photo: Tamar Meparishvili

ასევე, 2025 წელს პირველად, ევროპული ეკიპაჟები საკუთარი მანქანებით სამხრეთ საფრანგეთიდან კოლონით გამოემგზავრებიან საქართველოში. ისინი შავ ზღვას ბულგარეთიდან ბათუმამდე გემით გადაკვეთენ, რაც მათთვის შეჯიბრის მიღმა, დიდი თავგადასავალი იქნება. ეს მოვლენა რალის უფრო მეტ უცხოელ მონაწილეს და მრავალფეროვან ავტომობილების მოდელებს შემატებს.

Photo: Tamar Meparishvili

Rally Adventure Georgia-ში მონაწილეობის პირობები

საჭიროა B კატეგორიის მართვის მოწმობა, ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილი შესაბამისი საბურავებით, ნავიგაციის ცოდნა და რაც მთავარია – თავგადასავლისკენ მისწრაფება. მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი ვებგვერდზე უნდა შეავსონ: www.rally-adventure.com

Photo: Tamar Meparishvili

Udabno Rally Raid 2025

სათავგადასავლო რალის ორგანიზაციის მორიგი მასშტაბური ღონისძიება Udabno Rally Raid ჩქაროსნული შეჯიბრია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მაღალი გამავლობის ავტომობილები, ბაგები, SSV-ები, კვადროციკლები და მოტოციკლები.

მომდევნო უდაბნო რალი რეიდის თარიღები უკვე განსაზღვრულია: 2025 წლის 10-13 აპრილი. დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: rallyraid.ge ან adventures.ge/rally-raid/.

Photo: Tamar Meparishvili

ევრობასკეტის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება! კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია

Reduce, Reuse, Recycle – სამი R-ის პრინციპი გარემოზე მზრუნველთათვის