in

ბავშვობაში დახატული მანქანის ესკიზიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე

ყველანი ვიცნობთ ავტომობილების ბრენდებს: CHRYSLER, DODGE, JEEP, MASERATI, FIAT, მაგრამ ცოტამ თუ ვიცით, ვინ დგას მათი ელეგანტური და უნიკალური დიზაინის უკან. რუბრიკა „ავტოისტორია” ხშირად გთავაზობთ საინტერესო პერსონების პროფილებს, ვცდილობთ, გაგაცნოთ ის ადამიანები, ვინც დიდ როლს ასრულებენ ავტოინდუსტრიაში, თუმცა დიზაინერ რალფ გილსის შესახებ ჯერ არ მოგვიყოლია. ამიტომ ყოველი ზედმეტი შესავლის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

დიზაინერის ბიოგრაფია

ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების მთავარ დიზაინერად რალფ გილსი 2021 წლის იანვარში დაინიშნა. ის კანადელ-ამერიკელი დიზაინერია, რომელმაც კარიერა 1992 წელს დაიწყო, როცა Chrysler-ის გუნდს შეუერთდა. მის მიერ შესრულებულ გამორჩეულ პროექტებს შორისაა 2005 წლის Chrysler 300. იგი ასევე ხელმძღვანელობდა დიზაინის გუნდს, რომელმაც შექმნა 2013 წლის SRT Dodge Viper.

კარიერის მანძილზე გილსმა რამდენიმე პოზიცია გამოიცვალა: იყო Chrysler’s SRT ბრენდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, Chrysler-ის დიზაინის უფროსი ვიცეპრეზიდენტი, Fiat Chrysler Automobiles-ის დიზაინის ხელმძღვანელი, 2021-დან კი, როგორც გითხარით, უკვე რამდენიმე ახლად გაერთიანებული კომპანიის მთავარი დიზაინის ოფიცრადაც მოგვევლინა.

რალფ გილსი და მისი მოწოდება

ადამიანებზე ხომ ვამბობთ ხოლმე: მოწოდებით მასწავლებელია, მოწოდებით ექიმია, აი, რალფ გილსზე შეიძლება თქმა, რომ მოწოდებით ავტოდიზაინერი უნდა ყოფილიყო. უცხოური მედია მის შესახებ წერს, რომ 15 წლის წინ, თუ რალფს ჰკითხავდით, რისი გაკეთება უნდოდა, ის აუცილებლად გიპასუხებდათ, რომ მისი ოცნებაა იმის კეთება, რასაც ის დღეს აკეთებს. იგივე კითხვა 25 წლის შემდეგაც რომ დაუსვათ, ის გეტყვით, რომ აიხდინა და კიდევ მიჰყვება თავის ოცნებას, რომ აკეთებს ზუსტად იმას, რისი კეთებაც უნდოდა.

ცოტა რამ მის წარსულზე

ის ნიუ-იორკში, ემიგრანტების უბანში დაიბადა, თუმცა მონრეალში გაიზარდა. ჯერ კიდევ 8 წლის იყო, როდესაც თავის მოგონილ მანქანებს ხატავდა, თუმცა მაშინ ჯერ არ იცოდა, რომ ეს კონცეფციის შექმნაა. როცა 14 წლის გახდა, მისი დახატული ესკიზი დეიდამ, ჟიზელ მუსკარდმა ნახა და აღფრთოვანებულმა გაუგზავნა ლი იაკოკას, Chrysler-ის თავმჯდომარეს. როგორც თავად გილსი იხსენებს, პასუხი ბრენდის იმდროინდელი უფროსი დიზაინერისგან, კ. ნილ უოლინგისგან მოვიდა, რომელმაც რალფს სამი დიზაინის სკოლიდან ერთ-ერთის არჩევა და გაკვეთილებზე დასწრება შესთავაზა.

მაშინ გილსს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ ბავშვების ჰობი მას ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა დიზაინერად გადააქცევდა. მან განათლების მიღება დიზაინის მიმართულებით გააგრძელა და ჯერ შემოქმედებითი კვლევების კოლეჯი დაასრულა, მერე MBA მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

2003 წლის მდგომარეობით, იგი პასუხისმგებელი იყო 30 დიზაინერზე, რომლებიც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების კონცეფციასა და წარმოების პროგრამებზე მუშაობდნენ. 

მას ბევრი ჯილდო აქვს მიღებული თავის დარგში, თუმცა რამდენიმე შეგვიძლია, გამოვარჩიოთ:

  • 2003 წელს Young Leaders & Excellence Award-ით დაჯილდოვდა, რაც საავტომობილო სფეროში ერთ-ერთ გამორჩეულ ჯილდოდ მიიჩნევა;
  • 2005 წელს NV Magazine Innovation Award აიღო
  • 2023 წელს კი EyesOn Design Lifetime Design Achievement Award გადაეცა, როგორც დამსახურებულ დიზაინერს საავტომობილო ბიზნესში.

მანქანები, რომლებიც რალფ გილსის დიზაინითაა შექმნილი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„მოვყვები ამბავს, რომლის გაზიარებაც აქამდე არ შემეძლო“

როგორ იქმნება ინოვაციური აგროტექნიკა? – ინტერვიუ CLAAS-ის წარმომადგენელთან