in

Ralph Lauren გადამუშავებად ბამბაზე გადასვლას გეგმავს

თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გლობალური დათბობის ფონზე, ეს მნიშვნელოვანი ამბავია — წელს Ralph Lauren-მა გადაწყვიტა, პოლოს მაისურები, რომლებსაც ამერიკის გუნდი ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე იცვამს, გადამუშავებადი ბამბისგან დაემზადებინა. ვიზუალურად კი იდენტურია იმ მაისურებისა, რომლებითაც ბრენდი გახდა ცნობილი, მაგრამ რეალურად რადიკალურ ცვლილებაზე მიგვითითებს, ადრე თუ ბამბისგან ამზადებდნენ, ახლა მთლიანად გადამუშავებული მასალა გამოიყენეს, რის უკანაც მრავალწლიანი კვლევა და ქიმიური ტექნოლოგია დგას.

Ralph Lauren-ს სურს, Olympic Polos ნიშნად გამოიყენოს იმისა, რომ მზად არის გადამუშავებად ბამბაში დაიწყოს ინვესტირება. ასე კი ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებიც, უბრალო საწარმოებიდან დაწყებული დიდ ბრენდებამდე, შეიძენენ თავდაჯერებას, მიხვდებიან, რომ მათაც შეუძლიათ გადამუშავებად მასალებზე გადასვლა.

ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიო ჩვენ შემოგვხედავს, ამიტომ ამ შესაძლებლობას სტრატეგიულად გამოვიყენებთ, რათა სინათლე მოვფინოთ გადამუშავებადი ბამბის საკითხს, გვსურს, მომავალში ინდუსტრიის სხვა წევრებმაც მხარი დაუჭირონ მას ისე, რომ სიცოცხლისუნარიან ვარიანტად იქცეს, — აცხადებს ქეით იოანილი, Ralph Lauren-დან.

აღსანიშნავია, რომ ბამბა ყველაზე ხშირად გამოყენებულ მასალებს შორისაა მოდის ინდუსტრიაში. Ralph Lauren-ისთვის ეს მასალების 80%-ში გვხვდება, თუმცა მისი წარმოება ჩვენს პლანეტას საკმაოდ ძვირად უჯდება. ბამბის პლანტაციები ბევრ წყალსა და ქიმიურ ნივთიერებებს მოითხოვს, ტრადიციული მეურნეობა კი ნიადაგს ანადგურებს, ნახშირბადს იღებს და ატმოსფეროში გამოყოფს, რაც უკვე კარგად ვიცით, რომ გლობალური დათბობის პრობლემას ამწვავებს. ამგვარად, უკეთესი ვარიანტი არსებული ბამბის გადამუშავებაა იმ ტანსაცმელებიდან, რომლებსაც მომხმარებლები აღარ იყენებენ.

ისიც უნდა ითქვას, რომ ბამბის გადამუშავების ტექნოლოგია დიდი ხანია არსებობს, მაგრამ დიდად გამძლე მასალად არ ითვლება — მაღალი ხარისხის ბამბა თუ გრძელი ბოჭკოებისგან შედგება, გადამუშავებულის შემთხვევაში მოკლდება, რაც ხარისხს აფუჭებს. თუმცა Natural Fiber Welding-ის ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გამოსავალი იპოვა, მოკლე ბოჭკოებს ისე ალაგებს, რომ გრძლად აქციოს და მეტად მდგრადიც გახადოს…

Ralph Lauren კი მათთან უკვე 6 წელია, რაც თანამშრომლობს და სტარტაპის ერთ-ერთ ინვესტორადაც გვევლინება. მართალია, კონკრეტულ დროს ჯერ არ ასახელებენ, მაგრამ ბრენდი გვპირდება, რომ კოლექციებს მალე სრულად გადამუშავებადი მასალებისგან დაამზადებს.

ლიბერთი მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდამჭერია

როგორ მოქმედებს ჰიბრიდული სამსახური თანამშრომელთა კმაყოფილებაზე?