in

რალფ ლორენის მასტერკლასი „მარადიული წარმატებისთვის“

წარმავალი ტენდენციებისა და ერთჯერადი სწრაფი მოდის სამყაროში, რალფ ლორენის სახელმა წარმატებით გაუძლო დროს, როგორც მარადიული სტილისა და დახვეწილობის შუქურამ.

ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის წინ ბრონქსელმა ახალგაზრდამ შექმნა იმპერია, რომელიც ამერიკული ესთეტიკის განსაზღვრას და დიზაინერების თაობაზე გავლენის ქონას განაგრძობდა. რამდენიმე სიტყვით თუ შევაფასებთ, რალფ ლორენის მოგზაურობა არის ზღაპარი გამძლეობის, ხედვისა და გამომგონებლობის შესახებ. თანაც, მოდის ინდუსტრიაზე მისი გავლენა დღემდე გრძელდება.

ამჟამად რალფ ლორენის მაღაზიები რამდენიმე სექციადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი კი ბრენდის ერთიან ესთეტიკას ასახავს. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა — ამერიკაში, სადაც ექსპერიმენტული გადაწყვეტილებების მოყვარული ევროპელი დიზაინერები დომინირებდნენ, ადგილობრივი სტილის ადგილი მხოლოდ ყოველდღიურ სამოსში რჩებოდა. რალფმა კი სრული რევოლუცია მოახდინა მოდის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ ტანსაცმლის გაყიდვით, არამედ მთელი ცხოვრების წესის შეცვლით, რომელიც მარადიულ ამერიკულ ელეგანტურობაზეა დაფუძნებული. მისი მიზანი მომხმარებლებისთვის ისეთი სამყაროს შექმნა იყო, რომელშიც მოდა კინემატოგრაფიულ გამოცდილებასთან იქნებოდა დაკავშირებული.

ბრენდის საუკუნოვანი ზღაპარი

ეს ყოველთვის ასე იყო და, ალბათ, ასეც დარჩება — ბრენდები სწორი სამიზნე აუდიტორიის პოვნისთვის იბრძვიან. რალფ ლორენის ბრენდმა კი სწორი ბალანსის დაცვა შეძლო. მისი ხედვა იმდენად იყო გამჯდარი ამერიკულ იდენტობაში, რომ მომხმარებელთა მრავალფეროვანი სპექტრისგან მოჰყვა რეზონანსი… შედეგად, დაიპყრო ყველას გული, დაწყებული აშშ-ის პრეზიდენტებით (ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში), დასრულებული ჰოლივუდის ცნობილი სახეებით (რობერტ რედფორდი).

ცხადია, ამ ფართო დაფარვამ ხაზი გაუსვა ბრენდის უნიკალურ უნარს, განასახიეროს არსებითად ამერიკული სტილი, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ საზღვრებს სცილდება.

დღეს რალფ ლორენის იმპერია კვლავ ინარჩუნებს ძალას. ამის მიზეზი კი აშკარაა: ბრენდი მუდმივ განვითარებაშია და ცდილობს, ნებისმიერი გემოვნების ადამიანის სურვილი დააკმაყოფილოს. მოცემულ რეალობაში ერთია, გახდე წარმატებული და სულ სხვაა ამ წარმატების შენარჩუნება, ცვლილებების ტალღებს სათანადოდ აყოლა. მიუხედავად მუდმივად ცვალებადი მოდის ლანდშაფტისა და ახალი კონკურენტების ზრდისა, რალფ ლორენის გავლენა ამერიკულ მოდაზე შეუდარებელი რჩება, რადგან სწორად გრძნობს ცვლილებების საჭიროებას; ასევე, როდის უნდა გადადგას ნაბიჯი ამა თუ იმ მიმართულებით.

Adidas-მა FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი უნიფორმები წარადგინა

როგორ ამოვიცნოთ ინტერვიუერისგან, როგორი იქნება ჩვენი მომავალი სამსახური?