in

Ramada by Wyndham Tbilisi Old City და ATOMIC EVENTS საზაფხულო ღონისძიებების სერიას იწყებენ

“SUNDAYS” 4 ივნისიდან დაიწყება

4 ივნისიდან ყოველ კვირა დღეს სასტუმრო Ramada by Wyndham-ის ტერასაზე მზის ჩასვლის ულამაზესი სანახაობა, ძველი თბილისის არაჩვეულებრივი ხედები და მუსიკის მსუბუქი რიტმები პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. თუკი უქმე დღეები ფუჭად გასატარებლად არ გეთმობათ და განაღვლიანებთ ახალი სამუშაო კვირის მოლოდინი, მაშინ  გაიხანგრძლივეთ ის და მსუბუქად შეხვდით ახალ სამუშაო კვირას.

სწორედ ეს არის Sundays ივენთების მიზანი – მსუბუქი Organic House მრავალფეროვანი პერფორმანსები, სადაც საინტერესო უცხოელი და ქართველი არტისტები ზუსტად იმ განწყობას შეგიქმნიან, რომელიც მომდევნო შაბათ-კვირამდე გაგყვებათ.

Ramada by Wyndham-ის სლოგანი “Say Hello to Red” სიმბოლურად აღნიშნავს მოგზაურობის, სტუმარმასპინძლობის, გართობისა და განტვირთვის განსაკუთრებულ სიყვარულს, ხოლო ATOMIC EVENTS-ის მიზანია ორგანული მუსიკისა და ინსტრუმენტული ხელოვნების პოპულარიზაცია. ამდენად, Ramada by Wyndham-ისა და ATOMIC EVENTS-ის კოლაბორაცია Sunday ივენთების ფორმით ჩამოყალიბდა.

“SUNDAYS”-ის ივენთების სერიას ელექტრონული სცენის დედოფალი კოლუმბიელი წარმოშობის დიჯეი-პროდიუსერი – ელი როხასი გახსნის. მოწვეულ სტუმართან ერთად სცენას დაიკავებენ  „სანდეის”  და „ათომიქ ივენთსის”  ავტორები  – გიორგი ქადარია – იგივე/aka „ჯიო საუნდს” @giio.sounds და ნიკა ჩიქოვანი @nikachikovani.

პირველი დღის ლაინაფი ასე გამოიყურება:

16:00-18:00 Giio Sounds

18:00-20:00 Nika Chikovani

20:00-22:30 Eli Rojas

22:30-23:30 Giio/Nika B2B

23:30-00:00 Giio/Tornike

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

[R]

LEGO-მ 1000-ასტრონავტიანი სათამაშო ეკიპაჟი კოსმოსში გაუშვა!

უეს ანდერსონი TikTok-ის „წინააღმდეგ“