ღამის რეჟიმი.

დღის რეჟიმი.

in

რამდენად გვჭირდება საოფისე სივრცე სამუშაოდ?

თანამშრომელთა უმეტესობა დისტანციურ მუშაობას ამჯობინებს, ნაწილი კი – ჰიბრიდულს

მართალია, ვაქცინირებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება, მაგრამ კომპანიებში ჯერ კიდევ არსებობს ერთი გადასწყვეტი საკითხი – როდის, როგორ და, ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ დაბრუნდებიან თუ არა თანამშრომლები ოფისებში. მაგალითად, Google-ის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ლონდონში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში სამუშაო სივრცეებში პანდემიის შემდეგ აქტივობა განახევრდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამასთან, ლონდონში ჩატარებული კვლევის თანახმად, 520 ბიზნეს ლიდერიდან ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ თანამშრომლების უმეტესობა დისტანციურ მუშაობას ამჯობინებს. როდესაც Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა თანამშრომლების ოფისში დაბრუნების შესახებ განაცხადა, მან დასაქმებულებისგან პეტიცია მიიღო, რომლის თანახმადაც კომპანია “აქტიურად უგულებელყოფს” მრავალი თანამშრომლის დისტანციურად მუშაობის სურვილს.

ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება ერთი ფუნდამენტური კითხვა – მენეჯერებმა გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა თქვან თუ არა უარი საოფისე ფართებზე? ამაზე სავარაუდო პასუხი დადებითია.

რატომ გჭირდებათ ოფისი?

ეკონომისტების მტკიცებით, ორი მიზეზის გამო თანამშრომლებმა ერთდროულად ერთი და იგივე სივრცეში, ერთსა და იმავე დროს უნდა იმუშაონ.

პირველი – ეს აადვილებს დასაქმებულთა მონიტორინგს. ამ აზრს უამრავი სანდო მტკიცებულება ამყარებს, განსაკუთრებით იმ თანამშრომლებისთვის (პროგრამისტები, ბუღალტრები და ა. შ.), რომელთა ძალისხმევის გაზომვაც რთულია. მართალია, სამუშაოების მონიტორინგის მეთოდები ძალზე პოპულარულია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მისი გამოყენება საკმაოდ ძნელია. ამასთან, თუ ბიზნესი სიახლოვესა და ფაქტობრივ დაკვირვებას დაეყრდნობა, ძირითადი საქმიანობის ოფისს გარეთ გატანა რთული იქნება.

მეორე – ეს არის იდეების სტრუქტურირებული გაცვლის მხარდაჭერა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე კვლევამ დაადასტურა სტრუქტუირებული ურთიერთქმედების დადებითი ასპექტები, როგორც ინფორმაციის უკეთესად გაცვლისა და მჭიდრო კავშირების დამყარების გზა. ამის პარალელურად კი არც ერთი გამოკვლევა არ ადასტურებს, რომ სამსახურს გარე საუბრები პროდუქტიულობას ზრდის. არასტრუქტუირებული ურთიერთობის ძიებამ არ უნდა შეაჩეროს დისტანციურად მუშაობის პროცესი, თუ პროდუქტიულობა კომპანიის მთავარი საზრუნავია.

ამასთან, თუ არაფორმალური შეხვედრები კორპორატიული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, ციფრულმა კომუნიკაციამ, შესაძლოა, მასზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. ამიტომ, მენეჯერებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რა როლს თამაშობს არაფორმალური ურთიერთქმედება მათ გუნდში და როგორ იმოქმედებს მასზე სახლიდან მუშაობა.

ოფისების არსებობის ეს ორი მიზეზი – “ზედამხედველობა” და არაფორმალური კომუნიკაცია ყოველთვის აშკარა იყო. თუმცა ბევრი კომპანიისთვის ეს შესაბამისობა პანდემიურმა ერთმა წელმა სრულად შეცვალა.

ბუნებრივია, მენეჯერის შესაძლებლობა, გააკონტროლოს დისტანციური გუნდი, დამოკიდებულია არა მხოლოდ სამუშაოს ხასიათზე, არამედ მენეჯერის უნარებზეც. ყველა ლიდერს არ გააჩნია საჭირო უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ დისტანციურ გუნდს უხელმძღვანელოს, მაგრამ ეს შესაძლებლობები პრაქტიკასთან ერთად იხვეწება – ამრიგად, ბევრ ადამიანს ერთი წლის განმავლობაში დისტანციური მართვის უკეთესი უნარები ჩამოუყალიბდა.

გარდა ამისა, ტექნოლოგიების თვალსაზრისით, თანამშრომლების კვალიფიკაცია საგრძნობლად გაიზარდა – იქნება ეს ვიდეო კონფერენცია თუ სხვადასხვა პლატფორმის გამოყენება (მაგალითად, Slack). თავის მხრივ, ამ ტექნოლოგიების მხარდაჭერა ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა ამასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ხარჯი უკვე გაღბულია. და, რა თქმა უნდა, არავინ უნდა იფიქროს ინტერნეტისთვის საჭირო ხარჯების დაფარვაზე.

ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ სივრცის შემცირებას აპირებთ

ქვემოთ მოცემული ფაქტორები საყურადღებოა იმ შემთხვევაში, თუ ლიდერები სივრცის შეცვლას აპირებენ – ფართობი, ადგილმდებარეობა და ღირებულება ერთმანეთთან დაკავშირებული ასპექტებია, როდესაც საქმე ოფისის დაგეგმვას ეხება:

პერსონალის დამოკიდებულება

გამოკითხვების თანახმად, ოფისის თანამშრომელთა უმეტესობას სურს ოფისში დაბრუნება, მაგრამ კვირაში მხოლოდ ორი ან სამი დღით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დასაქმებულთათვის სასურველი გარემოს შექმნა ნაკლებ ადგილს მოითხოვს, ვიდრე წარსულში, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ყველა თანამშრომელი ერთსა და იმავე დღეს იმუშავებს ოფისიდან. ასე, რომ სივრცის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე მასშტაბი (პირიქით, სავარაუდოდ, უფრო მცირე ზომის ოფისებს მიენიჭება უპირატესობა).

სიახლოვე თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და კომუნალურ შენობებთან

ურბანული ეკონომისტების აზრით, თანამედროვე ქალაქები ორი მიზეზის გამო არსებობს: 1) კომპანიები სარგებლობენ სხვა ფირმებისა და დასაქმებულების სიახლოვით, რაც ხელფასებსა და მოგებას ზრდის და 2) ზოგიერთი კომუნალური შენობა (მაგალითად, დიდი სავაჭრო ცენტრები ან რესტორნები, სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები) მასშტაბით სარგებლობს და მხოლოდ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებშია განთავსებული.

ფიზიკურიდან დისტანციურზე ან ჰიბრიდულზე გადასვლის პროცესში კი, შესაძლოა, კომპანიების სხვა ფირმებთან ტერიტორიული სიახლოვის ნაკლებობის გამო, მიღებული სარგებელიც შემცირდეს. თუმცა მთელი მსოფლიოს ონლაინ მუშაობაზე გადასვლის პროცესში მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ფიზიკური სიახლოვე ნაკლებ მნიშვნელოვანია.

ამავე დროს, თუ ოფისში ძირითადად კოლეგებთან საურთიერთოდ მიდიხართ, ვიდრე თავდაუზოგავი შრომისთვის, სხვადასხვა კომუნალურ დაწესებულებასთან (რესტორანი, პარკი) სიახლოვე უფრო მნიშვნელოვანია.

მგზავრობის ხარჯების ცვლილება

წარსულში საოფისე ფართის არჩევის ერთ-ერთი მიზეზი იმაში დარწმუნება იყო, რომ მას საუკეთესო ადამიანების მოზიდვა შეეძლო. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ოფისში მისვლა სულ უფრო ნაკლებ სიხშირესთან იქნება დაკავშირებული, ადგილმდებარეობის ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. მხოლოდ ტრანსპორტის ფაქტორია გასათვალისწინებელი – ოფისი ისეთ ადგილას უნდა მდებარეობდეს, სადაც საზოგადოებრივი ტრანპორტი აქტიურად მოძრაობს და თანამშრომლებს დიდი ხარჯის გაღება არ მოუწევთ. ეს იდეალური საშუალებაა “შორეული ნიჭის” მოსაზიდად.

ოფისის დიზაინი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპეციალისტების მოზიდვა ადგილმდებარეობის ფაქტორთან აღრ იქნება დაკავშირებული. არამედ, დასაქმებულები ძირითად აქცენტს კარიერულ მისწრაფებებსა და პროდუქტიულ გარემოზე გააკეთებენ. მათთვის მნიშვნელოვანი იქნება სივრცე, სადაც ადვილად კონცენტრირდებიან საქმეზე. ასე რომ, საჭიროა ნაკლებ მასშტაბური, მაგრამ იდეალური სივრცე.

ეკოლოგიური საკითხები

საოფისე ფართები უზარმაზარ რესურსებთანაა დაკავშირებული – დაწყებული გათბობა-გაგრილების სისტემით, დამთავრებული კომპიუტერული მოწყობილობებისათვის საჭირო ელექტროენერგიით. თუმცა ამ საჭიროებების გადაფასებისთვის ამჟამად არსებული კრიზისი საუკეთესო დროა. მაგალითად, კომპანიებისთვის, რომლებიც ჰიბრიდულ სისტემას კვირის დღეების მიხედვით აირჩევენ (ვთქვათ, თანამშრომლები სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ივლიან სამსახურში), დანარჩენ დღეებში ელექტროენერგიის შემცირება დადებით გავლენას იქონიებს გარემოზე.

ღირებულება

გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ფაქტორი საოფისე ფართებს ეხება: ფართების მფლობელებს, შესაძლოა, ხელშეკრულების ხელახალი გადახედვა სურდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, საქმე გრძელვადიან გარიგებას ეხება, თუ მოკლევადიანს.

დასკვნის სახით, სავარაუდოდ, მენეჯერთა უმეტესობა გააცნობიერებს, რომ მათ დიდი ფართობის საოფისე სივრცე სულაც არ სჭირდებათ ეფექტური მუშაობისთვის. არამედ, ჰიბრიდულ სისტემაზე მორგებული ოფისი მეტად საჭიროა.

წყარო: HBR



მოასწარი! Extra.ge -ზე უფასო მიწოდების აქციაა – მიიღე შეკვეთა იქ, სადაც გაგიხარდება!

Vintylator: „მალე შევნიშნეთ, რომ აქტივობების უმრავლესობა აცარიელებდა მაღაზიის ბიუჯეტს“

Back to Top

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

To use social login you have to agree with the storage and handling of your data by this website. %privacy_policy%

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.