in ,

„რამეკაის“ ბრენდინგი იაპონური იეროგლიფების მგსავსი ქართული ასოებით – გიგა ხატიაშვილის ნამუშევარი

ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი ბრენდი – „რამეკაი“ გამოჩნდა, რომელიც მალე, თბილისში, სუშის რესტორანი იქნება. მის ვიზუალური იდენტობას ასოციაციურად, იაპონურ კულტურასთან/დამწერლობასთან მივყავართ, მისი ავტორის მიზანიც სწორედ ეს არის. სათქმელის ვიზუალიზაცია დიზაინერმა გიგა ხატიაშვილმა ნეიმინგისა და აიდენტიკის გზით შეძლო. სპეციალურად ლოგოტიპისთვის, შექმნა ქართული ფონტი, რომლით დაწერილი ბრენდის სახელი – „რამეკაი“, ქართველებისთვის, ყოველდღიურად ნაცნობი სიტყვათა შეთანხმებაა, იაპონურად კი სინათლეს ნიშნავს. ასევე, შეიქმნა იაპონელი გოგონას ვიზუალი და გოძილა, რომელიც ადგილზე მიტანის სერვისის ნიშანი იქნება. აღსანიშნავია, რომ ბრენდი, ქალაქის არქიტექტურის სამსახურისგან, ფასადზე ახალი ფონტის წარწერის დატანის პრობლემას აწყდება. როგორი იყო ბრენდინგის პროცესი, რა გზა განვლო ვიზუალმა იმ კონდიციამდე, რა სახითაც დღეს არის და როგორ უნდა გადაიჭრას აბრის კომპოზიციის განთავსების პრობლემა – ამ საკითხებზე მარკეტერი „რამეკაის“ იდენტობის ავტორს – გიგა ხატიაშვილს ესაუბრა:

bog
bog-mob

M: როგორ იქმნებოდა „რამეკაის“ კონცეფცია?
ერთი წლის წინ, დავიწყეთ ბრენდის შექმნა, რომელიც ჯერ არ არის გამოსული ბაზარზე. იმ მომენტისთვის შემკვეთი და ახლა უკვე მეგობარი, გიორგი ხვისტანი მოვიდა ჩემთან, გამაცნო საკუთარი გეგმები, გამოცდილება, კერძოდ ის, რომ ადრე იყო ბუდა ბარის სუში შეფი. მე ძალიან მიყვარს იაპონური და ზოგადად, აღმოსავლური სამზარეულო და დიდი ხანია, ვარ ამ კულტურის ფანი, მხიბლავს ეს ესთეტიკა, მომწონს იაპონური ენა, ტიპოგრაფიკა, დამწერლობა და კულინარია. ასევე, არამხოლოდ იაპონური სამზარეულოს, არამედ შორეული აღმოსავლეთისა და ჩინეთის კულინარიის მოყვარული. ბრენდზე მუშაობისას, აქცენტის გაკეთება გადავწყვიტეთ იაპონურ სამზარეულოსა და კულტურაზე, რადგან ქართველი მომხმარებლისთვის იაპონური და ჩინური სამზარეულო უფრო გასაგებია, ვიდრე ფილიპინური, მალაიზიური ან ვიეტნამური.

ბრინჯისა და ატრიას შეფუთვის კონცეპტი

M: რაც შეეხება ნეიმინგის პროცესს.. 
ყველაზე მაგარი მომენტი იყო სახელწოდების გენერაცია. მე გავაზიარე ჩემი ნეიმინგის მეთოდოლოგია. გავაკეთე პრეზენტაცია, ბევრი საინტერესო სახელწოდება გვქონდა და საბოლოო ჯამში, გავჩერდით რამეკაიზე. დავიწყოთ იქიდან, რომ ყოველდღიურ ლექსიკაში, ეს სიტყვათა შეხამება ძალიან ხშირად ჟღერს და პლუს ამას, გადავამოწმე იაპონურ ლექსიკონში და აღმოჩნდა, რომ რამეკაი ნიშნავს სინათლეს. გიორგიმ განმანათლებლის მისიაც აიღო თავის თავზე, როგორც მზარეულმა.

საფირმო სტილის ელემენტები, სავიზიტო ბარათისა და სატიტულო ბლანკის ქუდის სახით

M: რამეკაის ბრენდინგში გამოყენებული შრიფტი ძალიან ჰგავს იაპონურ იეროგლიფებს. როგორი იყო მისი შექმნის პროცესი?
როგორც შრიფტის სპეციალისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ჰგავს თანამედროვე იაპონურ ჰირაგანას. 1996 წლიდან დავინტერესდი იაპონური დამწერლობით და ასე ვთქვათ, ხელს ვიწაფავდი. იმის შემდეგ, რაც არაერთი ექსპერიმენტი ჩავატარე ქართულ შრიფტთან მიმართებაში, ბევრი თანამოაზრე გავიჩინე თუ მიმდევარი, ჩემს თავს ამოცანა დავუსახე, რომ მსგავსი ბრენდის სახელი დამეწერა ქართული ასოებით, იაპონურ, ჰირაგანასა და კატაკანას მანერაში. ეს არ არის ჩემი პირველი მცდელობა, პროექტ „ყოველ დღე ერთ სიტყვა ნიშანშიც“ მქონდა ქართული სიტყვა ჩინურ სტილისტიკაში. როგორც იცით, იაპონური იეროგლიფიკა 75 %-ით შედგება ჩინურისგან, რამდენიმე ნიშანი და გასაღები კი პირდაპირ მიესადაგება ქართული ასოების გარშემოწერილობას, ანუ ხდება გრაფემების თანხვედრა, მცირეოდენი შესწორებით, თუმცა, თავიდან ბოლომდე, „რამეკაის“ ვიზუალი დახატულია ხელით და მიმსგავსებულია იაპონურ დამწერლობას.

აიდენტიკის თვალსაზრისით, ორი ნიშანი შეიქმნა ამ ბრენდისთვის – ერთი არის გოგონას სახე, რომლის სახელია „კატო-სან“ და მეორე – ადგილზე მიტანის ნიშანი, მხიარული გოძილა, რომელიც თანამედროვე იაპონური გრაფიკის კანონიკის გათვალისწინებითაა შესრულებული.

M: როგორც ვიცით, იქმნება პრობლემა, „რამეკაის“ წარწერის რესტორნის ფასადზე დატანის კუთხით.. 
დიახ, ამ პროექტმა მიბიძგა მოვიდე კონფრონტაციაში ქალაქის არქიტექტურულ სამსახურთან. ფასადზე განსათავსებელი აბრის კომპოზიციია უარჰყვეს და თქვეს, რომ არ იკითხება და სხვა შრიფტით უნდა დავწეროთ. ეს იმის ფონზე, როცა მთელი ქალაქი სავსეა გრაფიკული საშინელებით, სხვადასხვა ფასადზე არის გაწელილი ასო ნიშნები, არ არის დაცული ტიპოგრაფიკის კანონიკა, ინტერლინიაჟი, კერნინგი, სტილისტიკა, პროპორცია. ახლა კი გვიწევს ქართული ლოგოტიპის გვერდით, ისევ ქართული ტექსტის დუბლირება.

QSI თბილისის საერთაშორისო სკოლის სტიპენდია 2018-2019 სასწავლო წლისთვის

იყავი უფრო ჭკვიანი! – ორიგინალური პრინტ კამპანია საგზაო წესებთან დაკავშირებით