in

„რანინა“ – ღვინის ახალი ბრენდი ახალი წლიდან გაიყიდება

 

IMG_2205„რანინა“ შექმნილია ყველა იმ მომხმარებლისთვის, ვისაც უყვარს ქართული ღვინო, უნდა რომ შეიგრძნოს ხალისანი განწყობა და ამღერებული ქართული ხასიათი შემოსავლების, ასაკისა თუ სოციალური კლასის მიუხედავად“, -ამბობს პროექტის მენეჯერი, კომპანია branding.ge-ს წარმომადგენელი ტატა გორდელაძე

როგორ შეიქმნა „რანინა“ და რა პოზიციონირება და მახასიათებლები აქვს ბრენდს?! , ამ თემებთან დაკავშირებით მარკეტერი ტატა გორდელაძეს ესაუბრა.

ტატა გორდელაძე: „ბრენდი „რანინა“ „დუგლაძე ვაინს ენდ სპირიტს“-ისთვის (Dugladze Wines & Spirits) შევქმენით. ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის ისტორია უკავშირდება დიმიტრი დუგლაძის სახელს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქართული ალკოჰოლური სასმელების წარმოების განვითარებაში. ერთი წლია, რაც ჩვენი კომპანია branding.ge „დუგლაძე ვაინს ენდ სპირიტს“-ის რებრენდინგის პროექტზე მუშაობს. სამუშაოს თითოეული ეტაპი ხორციელდება ჩვენს მიერ შემუშავებული ბრენდ კოდის საფუძველზე, იქნება ეს ვიზუალური იდენტობა, თუ სხვა ნებისმიერი აქტივობა. სწორედ მასზე დაყრდნობით დალაგდა ბრენდის არქიტექტურაც“.

M: როგორია ბრენდის კონცეფცია და რატომ ასეთი გადაწყვეტა?

„დუგლაძე ვაინს ენდ სპირიტს“ შედარებით ახალი მოთამაშეა ბაზარზე. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, თითოეულ ბრენდის კონცეფციაზე მუშაობისას კარგად გადმოგვეცა კომპანიის ხედვა, ფასეულობები, და ამასთანავე, არ დაგვეკარგა თითოეული ბრენდის განმასხვავებელი თვისებები. შესაბამისად, სუფრის ღვინის კონცეფციაზე მუშაობისას შევეცადეთ პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის განსხვავებულობა დაგვეჭირა, რაც პროდუქტს გააჩნია და ჯერ კონკურენტებს არ გამოუყენებიათ. გვინდოდა, ისეთი რამ მოგვეფიქრებინა, რაც ქართული დროსტარების, სუფრის, ლხინის, ხალისის და მხიარულების ხასიათს კარგად გადმოსცემდა.

R_03M: რატომ ეს სახელი?  

მოგეხსენებათ, ქართული სიმღერა და ქართული ღვინო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია, ძნელია ითქვას რომელი რომლით იწყება და გრძელდება. სწორედ ამ მიმართულებიდან გაჩნდა „რანინას“ იდეა. ქართული სიმღერის მოტივებიდან აღებული და გაცოცხლებული „რანინა“ ღვინოსთან და ხალისიან განწყობასთან ასოცირდება. ზუსტად ის ხასიათი მოაქვს, რაც გვქონდა ჩაფიქრებული. „რანინა“ ღვინოს აძლევს მსუბუქ და მხიარულ ხასიათს, რაც ასეთი ტიპის ღვინოს ძალიან უხდება. სიტყვა „რანინა“ იმდენად სახალხოა, რომ თითოეული ჩვენთაგანის აღქმაში ხალისიან განწყობასთან და ლხინთან ასოცირდება. იგი ჟღერადია, მარტივად წარმოსათქმელი, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ენებზე, აქვს „ქართულობის“ აღქმა, რაც დამატებით უპირატესობას წარმოადგენს საექსპორტო ბაზრების ათვისებისთვის.

M: როგორი ხასიათი და პოზიციონირება აქვს ბრენდს?

„რანინა“ – სიმღერით გადმოცემული ქართული ხასიათია. ეს არის ღვინო, რომელიც თავისი კონცეფციით ქართულ ხასიათს და განწყობას გამოხატავს და ამასთანავე, ვიზუალურად ძალიან თანამედროვედ და არასტანდარტულად გამოიყურება. პროდუქტის საინტერესო კონცეფციისა და შეფუთვის განსხვავებული დიზაინი ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ძალიან გამოარჩევს თაროზე კონკურენტებს შორის. დღესდღეობით ბაზარზე იაფიანი ქართული ღვინოების უმეტესობა განსხვავებულ კონცეფციას მოკლებულია, არ ასახავს ქართულ ხასიათს და ძირითადად ფასზე აკეთებს აქცენტს. ჩვენი აზრით, მომხმარებელი რეალურად ითხოვს ამ საფასო სეგმენტში ქართული ხასიათის გამომხატველ საინტერესო კონცეფციის და ამასთანავე თანამედროვე ვიზუალის მქონე პროდუქტს. მიუხედავად პროდუქტის დაბალი ფასისა, ჩვენი ამოცანა იყო ბრენდის კონცეფცია სრულად და საინტერესოდ შეგვეკრა. განსხვავებით კონკურენტების ანალოგიური პროდუქტებისგან, რომლებსაც ძირითადად ამ ტიპის ღვინო ტრადიციული საბჭოთა პერიოდის დასახელებებით აქვთ წარმოდგენილი, შევქმენით სრულიად ახალი ბრენდი განსხვავებული კონცეფციით.

R_04M: ვინ იმუშავა შეფუთვის დიზაინზე, რატომ ასეთი გადაწყვეტა?

შეფუთვის დიზაინიზე branding.ge-ს არტ დირექტორმა მაკა ჭიჭინაძემ იმუშავა. დიზაინის ძირთადი ამოცანა იყო ბრენდის სახელსა და კონცეფციასთან შესაბამისობაში, შეგვექმნა ისეთი განსხვავებული, უნიკალური ვიზუალი, რომელიც ძლიერი კონკურენციის პირობებში, გამორჩეულ ადგილს დაიკავებდა ქართული ღვინის ბაზარზე. „რანინას“ ლოგოსთვის შევიმუშავეთ ქართული ორხაზოვანი სასათაურე შრიფტი, რომელიც კარგად გამოხატავს ბრენდის არსს, ხასიათს და სტილს. შემდგომში მოხდა ქართული ასო-ნიშნების მიხედვით ლათინური შრიფტის მოდიფიკაცია საექსპორტო ბაზრებისთვის განკუთვნილი შეფუთვისთვის. შეიქმნა ილუსტრაციები, მკაცრი შავ-თეთრი კონტურებისა და ფერადი ლაქების მონაცვლეობით, რომლებიც გაფორმების ცალკეულ ელემენტებთან ერთად განსაზღვრა კომპოზიციის საერთო სახე. ყოველი პერსონაჟი გულდასმით დაიხატა მოხაზულობის სისადავით, ფორმათა მინიმალიზმით ორგანულად შეერწყა შრიფტის ხასიათს. ორნამენტული მოტივების ელემენტები, ქართული მინიატურების და რელიეფის ხასიათს ატარებენ და, ამავდროულად, მკაცრ თანამედროვე ფორმებამდეა მიყვანილი. ბრენდის ვიზუალის შთაგონების წყაროდ იქცა მდიდარი ქართული კულტურა, მინიატურები, რელიეფი და ორნამენტი, რომლებშიც ემოციური, ხალხური ხასიათის პერსონაჟებია ასახული. სიუჟეტის მთავარი გმირები არიან ქართული ტიპაჟები, გამოხატული მინიმალისტური, საავტორო სტილისტიკით. ეტიკეტი ერთი მთლიანი პატერნია, რომელშიც ტიპაჟები და დიზაინის სხვა ელემენტები საინტერესო ისტორიას გადმოგვცემენ: ილუსტრაციებში მოთხრობილია ქართული ხასიათის სიუჟეტი, რაც ქართული ღვინისა და სიმღერის ჰარმონიულ კავშირსა და ორგანულობას უსვავს ხაზს. ასორტიმენტის ფერითი კოდირებისს გამოვიყენეთ ღვინისთვის არატრადიციული მკვეთრი ფერთა გამა, რაც ზოგად ვიზუალს თანამედროვე იერსახეს სძენს. შედეგად მივიღეთ ბრენდი მკაფიო ინდივიდუალურობით, გამოხატული პოზიციონირებითა და კონკურენტებისაგან გამორჩეული ვიზუალით. მიუხედავად იმისა რომ „რანინა“ არ არის მაღალფასიანი პროდუქტი, ჩვენი მიზანს წარმოადგენდა ისეთი შეფუთვა შეგვექმნა, რომ მომხმარებელს ცარიელი ბოთლის გადაგდებაც კი დანანებოდა.

M: რამდენად მისაღები იქნება ასეთი ბრენდი მისი სამიზნე აუდიტორიისთვის და პოტენციური მომხარებლებისათვის? რა არის ბრენდინგის მთავარი ამოცანა?

მიგვაჩნია, რომ ბრენდინგის მთავარი ამოცანა მომხმარებელს შესთავაზოს ისეთი ინოვაციური და განსხვავებული ბრენდები, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული სამომხმარებლო „ინსაითს“. „რანინა“-ს ბრენდინგზე მუშაობისას გავითვალისწინეთ, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ბაზრის მოთხოვები, ვინაიდან ეს ბრენდი საექსპორტო ბაზრებისთვისაც არის გათვლილი. „რანინას“ შეფუთვამ კომპანიის უცხოელ პარტნიორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა .

R_02M: როდიდან გაიყიდება „რანინა“ და თუ გეგმავთ ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად რაიმე სახის კამპანიას ? თუ კი, რას მოიცავს კამპანია?

პროდუქტის ქსელში ჩაშვება ახალი წლისთვის იგეგმება, რასაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი აქტივობებიც მოჰყვება, უამრავი საინტერესო გეგმა გვაქვს „რანინასთან“ დაკავშირებით, რაზეც კამპანიის დაწყებისთანავე ვისაუბრებთ

ფილმ “ანა-ბანა”-ს დახურული ჩვენება 14 ნოემბერს,კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება

IBSU-ს საჯარო ლეციების სერია