in

Ranker-ის გამოკითხვაში, რუსთაველი შექსპირსა და დოსტოევსკის უსწრებს

„ონლაინ“ გამოცემა Ranker-ის გამოკითხვაში შოთა რუსთაველი ულიამ შექსპირსა და ფიოდორ დოსტოევსკის უსწრებს. „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი, „ყველა დროის საუკეთესო მწერლებს“ შორის პირველ ადგილზეა.

პირველ ათეულში, ამ დროისთვის, არიან: შექსპირი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, დიკენსი, ტოლკინი, ალან პო, ჰომეროსი, ჯორჯ ორუელი, მარკ ტვენი.

ხმის მიცემა ახლაც მიმდინარეობს. შესაბამისად, ნებიმისმიერ მსურვლს, შეუძლია თავისი არჩევანი დააფიქსიროს ამ ბმულზე –  www.ranker.com

ამერიკული გამოცემა Ranker 2009 წელს შეიქმნა. ეს არის „ონლაინ“ პორტალი კულტურაზე, სპორტზე, გართობაზე და ა.შ. დღეს, მას, ყოველთვიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 49 მილიონი ვიზიტორი ჰყავს.

„შობა ყველგანაა, სადაც ჩვენ ვართ“ – MYER-ის კამპანია

EUROBEST-ის ადგილობრივი კონკურსის შედეგები ცნობილია!