RAPAEL ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის შექმნილი „ჭკვიანი“ ხელთათმანია. პირველ ეტაპზე, მისი ხელზე გაკეთებაც საკმარისია. შემდეგ კი, სპეციალური თამაშების დახმარებით, პაციენტი ნელ-ნელა, იწყებს ვარჯიშს. RAPAEL-ის გამოყენება, მისი მწარმოებლების თქმით, სახლის პირობებშიც შეიძლება. შესაბამისად, ყოველ პროცედურაზე, სარეაბილიტაციო ცენტრში სიარული საჭირო არ არის. ხელთათმანი მართავს და არეგულირებს ხელის თითოეულ მოძრაობას, პაციენტს ეხმარება ბალანსის დაცვაში და აღრიცხავს თითოეულ მაჩვენებელს.
„ჭკვიანი“ ხელთათმანი NEOFECT-ის პროდუქტია. კომპანია, წლებია, სხვადასხვა საჭიროების პაციენტებისთვის, ტექნოლოგიურ პროდუქტებს ქმნის. ცხადია, RAPAEL-ის შეძენა, სამედიცინო დაწესებულებასაც შეუძლია. სწორედ ამის მიხედვით განსხვავდება შეძენის პროცედურები და ფასი.










