in

რაფაელის დაკარგული სურათი AI ტექნოლოგიამ ამოიცნო

რაფაელის ერთ-ერთი ნამუშევარი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე — არა იმიტომ, რომ ახლა აღმოაჩინეს, არამედ სახის ამოცნობის ტექნოლოგიამ საბოლოოდ დაადგინა, ვის ეკუთვნის ტილო.

ნოტინჰემისა და ბრედფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების მონაცემების მიხედვით, 97%-იანი შანსია, რომ „დე ბრისი ტონდო“, იდუმალი წრიული სურათი, რომელიც ათწლეულების მანძილზე უამრავ კითხვას უჩენდა ხელოვნებათმცოდნეებს, იტალიელმა ოსტატმა დახატა. ამის გასარკვევად, ჯგუფმა ეს ნამუშევარი რაფაელის ცნობილ “Sistine Madonna”-ს შეადარა, ხელოვნური ინტელექტის სახის ამოცნობის სისტემის გამოყენებით. ეს უკანასკნელი 2002 წელს ბრედფორდის უნივერსიტეტის ვიზუალური გამოთვლის პროფესორმა, ჰასან უგაილმა შექმნა.

მეცნიერთა აზრით, „ღრმა ნერვულმა ქსელმა“, რომელიც მონაცემებს მრავალშრიან სტრუქტურაში ამუშავებს, ორი ნამუშევრის პირდაპირი შედარება ჩაატარა სახეებზე და დაასკვნა, რომ ორივე მადონას მსგავსება 97 პროცენტია, ხოლო ყრმა იესოს — 86%. გამოდის, თითქმის გარანტირებულია, რომ ორივე სურათი რაფაელს ეკუთვნის, რადგან მკვლევრების თქმით, 75%-იანი და მეტი მსგავსება არსებითად, იდენტურობას გულისხმობს.

გარდა ამისა, ტონდოში გამოყენებული პიგმენტების ანალიზმა აჩვენა, რომ ნახატის მახასიათებლები „რენესანსული პრაქტიკისთვის ტიპურია“ და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოგვიანებით შესრულებული ასლი ყოფილიყო.

„ეს ახალი სამეცნიერო მტკიცებულება ადასტურებს, რომ ტონდო რაფაელს ეკუთვნის. ის ძალიან დამაჯერებლად ასახავს ტექნოლოგიის განვითარების მზარდ მნიშვნელობას ხელოვნების თვალსაზრისით“, — ამბობს ტიმოთი ბენოი, ფონდი დე ბრესის მდივანი.

ტონდო პირველად 1981 წელს იყიდა ჯორჯ ლესტერ ვინვარდმა, ჩეშირის ხელოვნების კოლექციონერმა. გარდაცვალებამდე ვინვარდმა შექმნა de Brecy Trust Collection, რამაც მისი კოლექცია ხელმისაწვდომი გახადა ხელოვნების ისტორიკოსებისთვის შესასწავლად.

“AI Marketing: The Future of Customer Engagement” — წიგნი, რომელიც AI-მ დაწერა, BTU-მ კი გამოსცა

Apple მომხმარებლებს კონფიდენციალურობის შესახებ გაკვეთილებს ჩაუტარებს