Rarify — ასე ჰქვია ქართველი ანტერპრენერების NFT სტარტაპს, რომელმაც Series A Pantera Capital-ისგან 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ამ უკანასკნელს განსაკუთრებით იზიდავს ის ფაქტი, რომ სტარტაპი რაღაც უფრო მარტივისკენ მიისწრაფვის… უფრო კონკრეტულად, ის პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვას მსხვილ კორპორაციებზე გეგმავს, რაც NFT-ების შექმნას და გაყიდვას გააადვილებს.
ინვესტიცია მოჰყვება 2 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას Pareto, Eniac Ventures, Greycroft, Scott Belsky, Protocol Labs და სხვათაგან, რაც პროდუქტის საწარმო პარტნიორებთან სწრაფად გაშვებას ემსახურება.
„OpenSea-ზე შემოწმება 14-საფეხურიანი პროცესია. რა მოხდება, თუ ამ პროცესს 14-დან 3-მდე შევამცირებთ?“, — ამბობს Rarify-ს თანადამფუძნებელი, რევაზ წივწივაძე. სამომავლოდ სტარტაპი გეგმავს, შექმნას რაიმე სახის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც NFT-ების საინვესტიციო ღირებულების შესაფასებლად იქნება განკუთვნილი. ეს კი ძალიან სასარგებლოა, რადგან ინდუსტრია ჯერ კიდევ არასტაბილურ და დაურეგულირებელ აქტივების კლასად მოიაზრება.
„Rarify ხსნის ყველაზე დიდ დაბრკოლებებს, რომლებსაც კომპანიების უმეტესობა აწყდება NFT-ების არსებულ პროდუქტებში დანერგვისას. მოხარულები ვართ ამ სტარტაპის გუნდთან პარტნიორობით, რათა მისი ზრდის ტრაექტორია დავაჩქაროთ, ხოლო NFT ბიზნესისთვის და ზოგადად მომხმარებლებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ“, — აღნიშნავს პოლ ვერადიტაკიტი, Pantera-ს წარმომადგენელი.
საგულისხმოა, რომ სტარტაპის 14 თანამშრომლიდან ოთხი, მათ შორის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი და ინჟინერიის ხელმძღვანელი, ამჟამად უკრაინაში იმყოფება. „მათთან კომუნიკაციის შენარჩუნება შესაძლებელი, მაგრამ ზოგჯერ რთულია. ისინი კიევსა და ხარკოვში იმყოფებიან, ორ ცხელ წერტილში“, — განმარტავს Rarify-ს თანადამფუძნებელი, ლაშა ანთაძე.
რა პროდუქტებს გვთავაზობს Rarify?
Rarify ამჟამად გთავაზობთ Commerce API ჩარჩოს, რომელიც ბაზარს და აპლიკაციებს საბოლოო გამოცდილების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, იგი გთავაზობთ რეალურ დროში API-ს წვდომას NFT აქტივების სრულ ისტორიულ მონაცემებზე — თანაც, მრავალ ბლოკჩეინზე.
მთლიანობაში, Rariify-ის მისიაა, მნიშვნელოვნად შეამციროს ბარიერი NFT ტექნოლოგიაში შესვლისთვის და ბიზნესებს საშუალება მისცეს, სრულად მიიღონ მონაწილეობა მზარდ ეკონომიკაში. სტარტაპის ხედვა ემყარება რწმენას, რომ ყველა პლატფორმას, განურჩევლად მისი ტექნიკური ჯგუფისა, უნდა შეეძლოს, მის მომხმარებლებს მიაწოდოს NFT-ებისთვის საჭირო ვაჭრობის, მონეტიზაციის და მონაცემებისა თუ ინფორმაციის წვდომა.