in

რას აკეთებენ იანვარში შემოქმედებითი ადამიანები? 

დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ დიდ მიზნებს არ ისახავენ, არამედ საფუძველს ამზადებენ ამისთვის…

ისინი პროცესს ნელი ტემპით იწყებენ

როცა ყველა ჩქარობს, გამოცდილი შემოქმედებითი ადამიანები საპირისპიროს აკეთებენ, მიზნობრივად ნელა მიჰყვებიან პრიცესს, ოღონდ ამას სიზარმაცედ ნუ ჩათვლით… ისინი იაზრებენ, რომ შემოქმედებითობას გახურება სჭირდება, რომ უდროოდ აჩქარებამ და ბევრმა მუშაობამ გამოფიტვამდე შეიძლება, მიიყვანონ. 

ნელი ტემპი პირველი რამდენიმე დღის ისეთ მარტივ ამოცანებზე დახარჯვას შეიძლება, მოიცავდეს, როგორებიცაა: ფაილების დაორგანიზება, პორტფოლიოების განახლება, გასული წლის ჩანაწერების გადახედვა და ა. შ. ეს საქმეები სულაც არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ უნარებს, უბრალოდ მათ კონტროლის აღდგენაში ეხმარებათ. 

წარმატებული კრეატორები საკუთარ თავს ცუდი რაღაცების კეთების შესაძლებლობასაც აძლევენ — სკეტჩები, დრაფტები, უხეში იდეები უფრო გახურებად აღიქმება და არა, მარცხად, რადგან აქ მიზანი შედეგი კი არა, საკუთარი თავის ხელახლა გაცნობაა. 

უფრთხილდებიან თავიანთ ენერგიას

იანვარში კი ერთად შემოგვაწვება დაგროვილი შეხვედრები, ღონისძიებები თუ მოთხოვნები, მაგრამ წარმატებული შემოქმედებითი ადამიანები იაზრებენ, რომ მათი ენერგია შეზღუდული რესურსია, ამიტომ ყველაფერს არ თანხმდებიან და მის სწორად დახარჯვაზე ზრუნავენ. ეს ხშირად ნაკლებ შეხვედრებს, მოკლე სამუშაო დღეებსა და მკაფიო საზღვრებს ნიშნავს — სულაც არ არის საჭირო, რომ ყველა ზარს მყისიერად უპასუხოთ ან ყველა შემოთავაზებას დათანხმდეთ.

ოღონდ აქ საქმე იმას სულაც არ ეხება, რომ შემოქმედებითი ადამიანები რთულები არიან, უბრალოდ ისინი იაზრებენ ამოწურვადი რესურსის არსებობას და ცდილობენ იგი რეალური საქმეებისთვის გამოიყენონ და არა, ნაკლებად მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის.

ახალი პროექტების დაწყებამდე, ძველებს აკვირდებიან

ასე იხსენებენ, რამ აგრძნობინათ თავი კარგად, რამ მისცათ ინსპირაცია… მიზანი ცნობისმოყვარეობის გაღვიძებაა და ეს პროცესი ხშირად ნამუშევრის მიღმა მიდის — თანამშრომლებთან თუ მომხმარებლებთან დაკავშირება კუთვნილების გრძნობის გამყარებაში ეხმარებათ. გამომდინარე იქიდან, რომ შემოქმედებითი სამუშაო ხშირად იზოლირებულს ამყოფებთ, მსგავსი კავშირების განახლება მათ უფრო ფართო ეკოსისტემის ნაწილად აგრძნობინებთ თავს, რაც საბოლოო შედეგზე დადებითად აისახება. 

არ გეგმავენ მთლიან წელს

მათაც აქვთ მიზნები, თუმცა გეგმარებას თვეებს უთმობენ, ხან კი რამდენიმე კვირას და არა, წელს. ასე იმიტომ იქცევიან, რომ შემოქმედებითი კარიერა მოულოდნელობებითაა სავსე, პროექტებიც იცვლება, შესაძლებლობებიც მოულოდნელია, ინტერესებიც ვითარდება… თანაც, მოკლე დაგეგმვის ფაზები უფრო ზუსტ მიმართულებას გვაძლევს — იმის ნაცვლად, რომ იკითხონ, როგორი იქნება მომდევნო წელი, კითხვები შემდეგნაირად ფორმირდება: რას სჭირდება ახლა დამთავრება? რაზე უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომში? რისი შესწავლა ღირს?

აგებენ სისტემებს და არა, სამიზნეებს

თუ სხვები თამამ, შედეგზე ორიენტირებულ მიზნებზე ფოკუსირდებიან, წარმატებული შემოქმედებითი ადამიანები სისტემებზე ამახვილებენ ყურადღებას. იმ ჩვევებსა და სტრუქტურებზე, რომლებიც კარგად მუშაობის შესაძლებლობას გვთავაზობს. რეალურ განრიგებს, რომლებიც ენერგიის დონეებს ასახავს, სამუშაოების გაზიარებას, რომლებიც მომხმარებლებთან კავშირის შენარჩუნებასა და უნარების განვითარებაში ეხმარებათ. 

რატომ? რადგან შედეგები არაპროგნოზირებადია, რასაც ვერ ვიტყვით ქმედებებზე — თქვენ ვერ განსაზღვრავთ, რა შესაძლებლობები წარმოიშვება, მაგრამ შეგიძლიათ, გააკონტროლოთ, რამდენად თანმიმდევრული იქნებით. ეს სისტემები ვირუსული სოციალური პოსტების სახით კი არ ჩანს, მაგრამ მდგრადი შემოქმედებითი კარიერის შენარჩუნებაში ეხმარებათ გრძელვადიან პერსპექტივაში. 

შენარჩუნებაზე ფოკუსირდებიან და არა, ხელახლა გამოგონებაზე

ახალი წელი კი სიახლეებისაა, მაგრამ შემოქმედებითი ადამიანების უმეტესობა ამ ცდუნებას უძლებს და იმაზე ფოკუსირებას ცდილობს, რაც უკვე მუშაობს: აახლებენ საიტებს სრული რედიზაინის ნაცვლად, ამყარებენ ურთიერთობებს არსებულ მომხმარებლებთან და არ ზრუნავენ ახლების მოზიდვაზე, აუმჯობესებენ ძველ უნარებს და არ ფიქრობენ ახლის შეძენაზე. 

ტოვებენ სივრცეს არამდგრადობისთვის

თუ წლის დასაწყისში ყველაფერი ბუნდოვანი ჩანს, დიდად არ დარდობენ, უბრალოდ იაზრებენ, რომ არამდგრადობა შემოქმედებითი ცხოვრების ნაწილია და ამას პერსონალურ მარცხად არ აღიქვამენ…

როგორ არ დავკარგოთ ტოპ-თანამშრომლები, როცა მათ დაწინაურებას ვერ ვახერხებთ

აი, როგორები ვართ სავარჯიშო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ — Puregym-ის კამპანია