in

რას ელიან მომავალი თანამშრომლები დამსაქმებლებისგან?

თანამშრომლებს მოქნილი მომავალი სურთ…

გასულმა წელმა ციფრული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვნად დააჩქარა და კიდევ უფრო განამტკიცა ის მოსაზრება, რომ სწრაფადცვალებად სიტუაციებზე მორგებული თანამშრომლები კომპანიის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ამასთან ერთად, ცხადი გახდა, რამდენად გადამწყვეტ როლს ასრულებს სამუშაო ძალა ბიზნესის აღდგენაში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ორგანიზაციას Citrix სურდა, გაეგო, როგორია ამჟამად HR მენეჯერებისა და ცოდნის მუშაკების დამოკიდებულება მომავალ სამუშაო ძალასთან მიმართებით. ამიტომაც, ჩატარდა კვლევა სახელწოდებით “ნიჭის ამაჩქარებელი”, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, თუ როგორ შეიცვლება მუშაობის საკითხი და რა როლს შეასრულებს ამ ყველაფერში ტექნოლოგიები.

კვლევის შედეგები ნიჭის მენეჯმენტის მომავლის შესახებ

როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ნიჭის მენეჯმენტი მომავალში, კვლევაში სამი განმსაზღვრელი პრიორიტეტი გამოიკვეთა:

1. უმეტესწილად, თანამშრომლები მოქნილ ვარიანტებს ელიან

კვლევის თანახმად, ცოდნის მუშაკების 88% ამბობს, რომ ახალი თანამდებობის ძიებისას ისინი უპირატესობას ანიჭებენ თანამდებობას, რომელიც მათ სრულ მოქნილობას შესთავაზებს, როგორც დროის, ისე ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ასევე, 83% ვარაუდობს, რომ ხელმძღვანელები მოქნილ სამუშაო მოდელს გლობალური ნიჭის მოსაზიდად გამოიყენებ, რათა სასურველ კანდიდატებს დაუკავშირდნენ.

უფრო მეტიც:

  • გამოკითხულ მუშაკთა 76% მიიჩნევს, რომ დასაქმებულებისთვის უფრო პრიორიტეტული ცხოვრების წესი (ოჯახური და პირადი ინტერესები) იქნება. შესაბამისად, იქ დაიწყებენ მუშაობას, სადაც პირადი ცხოვრებისა და სამსახურის შეთავსებას შეძლებენ.
  • დასაქმებულთა 83% ფიქრობს, რომ დისტანციურად მუშაობის შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანი გადაინაცვლებს ქალაქიდან სოფელში.

2. თანამშრომლებს სურთ, პროდუქტიულობის გაზომვა გადააფასონ 

სამომავლოდ კომპანიებმა უნდა გადააფასონ, თუ როგორ განისაზღვრება პროდუქტიულობა. თუნდაც იმიტომ, რომ  ტრადიციული მაჩვენებლები და შეხედულებები, მაგალითად, როგორიცაა “ოფისის გარეთ რეალური მუშაობა შეუძლებელია”, აღარ მიესადაგება ახალ რეალობას.

კვლევის თანახმად, დღევანდელ თანამშრომლებს სურთ, მათი პროდუქტიულობა შესრულებული სამუშაოს ღირებულებით შეფასდეს და არა, მოცულობით. ამასთან, ისინი ელიან, რომ დისტანციურად მუშაობისას ხელმძღვანელებისგან შესაბამის სივრცესა თუ ნდობას მოიპოვებენ.

  • თანამშრომელთა 86% ამბობს, რომ ისეთ კომპანიაში მუშაობა ურჩევნია, რომლისთვისაც საბოლოო შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. უფრო კონკრეტულად, დასაქმებულებს სურთ, მათი მუშაობა კონკრეტული სიტუაციით შეფასდეს, ნაცვლად წარსულის გამოცდილებისა.
  • მაგრამ არსებობს ერთი დაბრკოლება: HR-ების მხოლოდ 69% აცხადებს, რომ კომპანიები ახლა ამ გზით მუშაობს. ამასთან მათი მხოლოდ ნაწილი ამბობს, რომ დასაქმებულთა პროდუქტიულობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, თუ ნაკლებ კონტროლს და შეზღუდვას იგრძნობენ მენეჯერებისგან.

სავარაუდოდ, მოწინავე კომპანიები ყურადღებას გაამახვილებენ ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე და თანამშრომელზე ორიენტირებულ გამოცდილებას შეიმუშავებენ. ეს სრული პოტენციალის გამოვლინების შესაძლებლობას და ტრანსფორმაციული შედეგების მიღწევების ალბათობას გაზრდის.

3. თანამშრომლებს მრავალფეროვან გუნდთან მუშაობა სურთ

  • თანამშრომლებს სურთ იმუშაონ კომპანიაში, რომელიც მრავალფეროვნებას ანიჭებს უპირატესობას. თანამშრომელთა 86% და HR დირექტორების 66% ირწმუნება, რომ მრავალფეროვანი სამუშაო ძალა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან დროთა განმავლობაში შეიცვლება როლები, უნარები და კომპანიის მოთხოვნები.
  • თქვენი მრავალფეროვნების მიღწევისა და დარჩენილი ხარვეზების შესახებ ხელმისაწვდომი საზომები კრიტიკულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მრავალფეროვანი გუნდის შექმნის მცდელობები გაზომვადი, მიზანმიმართულია და გავლენას ახდენს.

გამოსავალი ლიდერებისთვის

რა უნდა იყოს ძირითადი ნაბიჯები ბიზნესის ლიდერებისათვის, როდესაც საქმე ამ დასკვნებს ეხება?

1. “დაინახეთ ტყე ხეების სახით” – ანუ, დაიწყეთ შეუმჩნეველი პერსპექტივების აღმოჩენა

ბიზნეს ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ადგილმდებარეობის შეზღუდვის გარეშე უფრო დიდი პოტენციალის მოზიდვა შეუძლიათ, რათა ორგანიზაციის კრეატიულობა და პროდუქტიულობა გაზარდონ.

მაგალითად, შესაძლოა, “აუთვისებელი ნიჭის” სამყაროში გადაეშვან – რას იტყვით დიასახლისებზე, რომლებმაც კარიერაზე ბავშვის მოვლის გამო თქვეს უარი? ან ადამიანებზე, რომლებიც მოხუც მშობლებს უვლიან და სახლში მარტო ვერ ტოვებენ? დისტანციური მუშაობა, თუნდაც ნახევარ განაკვეთზე, მათთვის დიდ შეღავათს წარმოადგენს და თანაც, ამ გზით საგრძნობლად გაიზრდება დასაქმების მსურველთა რიცხვი.

2. პრიორიტეტი მიანიჭეთ სწავლასა და განვითარებას

პანდემიურ პერიოდში აღმოცენებულმა ახალმა ბიზნეს მოდელებმა კომპანიებისთვის თუ თანამშრომლებისთვის ახალი როლები და შესაძლებლობები წარმოშვა. ახალი უნარების შესწავლის პროცესი და განვითარების პერსპექტივა კი მათი კაპიტალიზაციის კრიტიკული ფაქტორი იქნება. როგორც კვლევამ დაადგინა:

  • დასაქმებულთა 82% და HR დირექტორების 62% მიიჩნევს, რომ გლობალურ სამუშაო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად, თანამშრომლებს არსებული უნარების დახვეწა ან ახლის შეძენა მოეთხოვებათ (თუნდაც, წელიწადში ერთხელ).
  • ადამიანური რესურსების დირექტორებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციის უახლესი თანამშრომლობითი ტექნოლოგიის დანერგვა, რომელიც სწრაფ სწავლებას უზრუნველყოფს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საუკეთესო ნიჭის დაკომპლექტებისა და შენარჩუნების თვალსაზრისით. თანაც, თანამშრომელთა 88% ამ მოსაზრებას იზიარებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ წელს სამუდამოს შეიცვალა თანამშრომლების ხედვა და დასაქმებულებისადმი მიდგომა… ამიტომაც, კომპანიას, რომელსაც ნიჭის მოზიდვა და შენარჩუნება სურს, აუცილებლად უნდა ესმოდეს სამუშაო ძალის ძირითადი პრიორიტეტები. ამ გზით ისინი არა მხოლოდ ხელს შეუწყობენ დასაქმებულთა მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდას, არამედ ახალ, გლობალურ ნიჭსაც მოიზიდავენ.

წყარო: HBR



თიბისის პროექტი – სტარტაპ დეკრეტი იწყება

გლობალურ კამპანიას WHERE NEXT საქართველო უერთდება