„ზუმერის“ ახალი კამპანიის ფარგლებში, „ზუმერულ ფასებს“ ყველა და ყველაფერი მღერის, თანაც, სულ რომ არ ელოდებით, მაშინ იწყებს სხვადასხვა ნივთი ღიღინს.
სწორედ ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებს ბრენდი მომხმარებლებსაც კამპანიის სახელწოდებით: „რას ელოდები?“
„ზუმერის“ მთელი ფილოსოფიაა ე.წ. “Power of Now“ და ბრენდი თითოეულ არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელს უბიძგებს, რომ დღევანდელი დღიდან, მაქსიმალური სიამოვნება და სარგებელი მიიღოს.
კამპანიაზე, ტრადიციულად, სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა.
„რას ელოდები? – „ზუმერში“ ზუმერული ფასებია“, „თუ კოცნა გინდა, აკოცე!“ „ნუღარ ფიქრობ ბევრს იმიტომ, რომ რეალურად, შენ წინ კარგი შეთავაზებაა და გაბედე გადაწყვეტილების მიღება“, – ასე განმარტავს „ლივინგსტონის“ ექაუნთ მენეჯერი, ანო მაისურაძე კამპანიის „რას ელოდები“ კონცეფციას.
ახალი კამპანიის ფარგლებში, სულ 4 ვიდეორგოლი შეიქმნა. „იგრიალე ოქრო“ კი, „ზუმერის“ რეკლამის მესამე სეზონის პირველი ეპიზოდის სახელწოდებაა.
წლევანდელი წელი, როცა ბრენდი 10 წლის ხდება, მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. „ზუმერის“ რებრენდინგი გავაკეთეთ, შევქმენით ბრენდის სტრატეგიის დოკუმენტი, ლოგო და კორპორატიული სტილიც შევცვალეთ. იმის გამო, რომ „ზუმერი“ თანამედროვე და ციფრული ბრენდია და ცდილობს, მომხმარებლებთან კომუნიკაციაში ყველა შეხების წერტილში შევიდეს, ურთიერთობის ფორმად სფიჩ ბაბლები და უნიკალური ემოჯიები ავირჩიეთ, – ანო მაისურაძე, „ლივინგსტონის“ ექაუნთ მენეჯერი.

როგორც აღვნიშნეთ, კამპანიის ფარგლებში, სულ 4 ვიდეორგოლი მომზადდა, რომლებიც იმავე კონცეფციაზეა აწყობილი. ამიტომაც, კითხვაზე: „რას ელოდები?“ – ჩვენი პასუხია – კიდევ 3 ნამუშევარს.
Client: ZOOMMER
Agency: Leavingstone
Creative director: Levan Lepsveridze
Creative team: Beqa Adamashvili, Giorgi Meshveliani Emily Koridze, George Korganov
Creative Interns: Giorgi Menabde, Giorgi Saltkhutsishvili
Design director: Kakha Kakhadze
Designers: Nika Minashvili Mariam Epitashvili Dato Msakhuradze Zura Mchedlishvili
CGI artist: George Korganov
Strategy director: Nino Kuprashvili
Strategiest: Dako Meburishvili
Account director: Eko Chubinidze
Account manager: Anno Maisuradze
Production:
Executive Producer: Meli Bagdavadze
Director: Gio Kvlividze
DoP: Tato Kotetishvili
Producer: Tamta Navrozashvili
1st AD: Nini Nozadze
Focus Puller: Giorgi Medulashvili
Production Designer: Polina Rudchik
Designer’s Assistant: Sandro Nadareishvili
Costume Designer: Tina Sharashenidze (Buni)
Wardrobe Stylist: Salome Dumbadze
Casting Manager: Nini Tsikhelashvili
Location Manager: Luka Berozashvili
Sound Operator: Ivane Gvaradze
SFX: Soso Gvasalia
Make up: Veriko Bedeladze
Hair Stylist: Nino Bedeladze
Post-Production:
Visual effects by ANAGRAMA Animation
Color Grader: Nodar Nozadze
Editor/File Manager: Irakli Polski Metreveli
Sound and Music by Post Red Audio










