in

#რასგულისხმობს: ვირტუალური რეალობის შექმნა

თუ თქვენ წეროებთან ერთად ფრენაზე ოცნებობთ, ან თუნდაც კოსმოსში მოხვედრა გსურთ, ვირტუალური რეალობის დახმარებით, ამას მარტივად შეძლებთ. აქ იგულისხმება ჩვენთვის სასურველი რეალობის 360 გრადუსიანი გამოსახულება, რომელში ინტერაქციაც კი შეგიძლიათ.

ვირტუალურ რეალობას უკვე თითქმის ყველა სფეროში იყენებენ. თუმცა იმისათვის, რომ იმიტირებული სამყაროები ჩვენთვის რეალურად გამოიყურებოდეს, VR არქიტექტორები საკმაოდ დიდ ძალისხმევას ხარჯავენ.

ვინ არის ვირტუალური რეალობის შემქმნელი?

ვირტუალური რეალობის შემქმნელი არის ადამიანი, რომელიც სრულიად ახალ ციფრულ გარემოს ქმნის — ამისათვის კომპიუტერულ ტექნოლოგიას იყენებს და ხელს ისეთი გრძნობების სტიმულირებას უწყობს, როგორიცაა ხედვა, შეხება, ყნოსვა და სმენა.  გამოსახულების ნებისმიერ გადაადგილებაზე, ხმასა თუ შეგრძნებაზე სწორედ VR არქიტექტორი ზრუნავს. ვირტუალურ რეალობაში ჩართვას კი ისეთი მოწყობილობით შეძლებთ, როგორიცაა, მაგალითად, VR ყურსასმენი და სათვალე. 

რა უნდა იცოდეს ვირტუალური რეალობის შემქმნელმა?

იმისათვის, რომ VR არქიტექტორმა ვირტუალური რეალობის მოდელების წარმატებით შემუშავება შეძლოს, შემდეგი საკითხების საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეს:

  • 3D ინსტრუმენტები — ვიზუალიზაციის პროცესის გასამარტივებლად, ბევრი რამ ტექსტის, სკრიპტის, ობიექტისა თუ სხვა კომპონენტების შესახებ უნდა იცოდეს
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია — უნდა ფლობდეს პროგრამირების ენებს:  C# ან C/C++, რათა კოდირება შეძლოს
  • ხმის დიზაინი — აუცილებელია ფონური მუსიკისა და აუდიო ეფექტების ცოდნა, რათა ვირტუალურ სამყაროში რეალური ხმების ზუსტად ასახვა მოახერხოს
  • UI/UX დიზაინი — უნდა იცოდეს როგორ შექმნას კონკრეტული გამოსახულებები, რათა VR უფრო რეალური და დასამახსოვრებელი გახდეს

როგორ მუშაობს VR-ის შემქმნელი?

ის, რასაც თქვენი საოცნებო სამყაროს ნახვისას დაინახავთ, შეიგრძნობთ ან გაიგონებთ, VR არქიტექტორის მუშაობის შედეგია. ვირტუალური რეალობის დეველოპერები მრავალმხრივ იმერსიულ VR აპლიკაციებსა და თამაშების კოდირებას ახდენენ. ისინი სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობენ, მათ შორისაა: Oculus Rift, iOS, HTC Vive, Gear VR და PS4. 

3D პროგრამირებისთვის კი ისეთ ინსტრუმენტებს იყენებენ, როგორებიცაა: Web VR, Unreal Engine, OpenGL, Cryengine, Unreal Engine, Unity 3D და Google VR SDK.

ამასთან ერთად, VR დეველოპერი ეფექტური სამუშაო პროცესის არსებობაზე ზრუნავს. პროგრამული სისტემის დოკუმენტაციის დაწერა და შენარჩუნება, ახალი ფუნქციების შემუშავება და დანერგვა, ტესტებისა და კოდების მიმოხილვა, რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებაც კი მის მოვალეობებში შედის. 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

მეცნიერებმა შექმნეს ანდროიდი ბავშვი, რომელიც 6 ემოციას გამოხატავს

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა — თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის