in

რას ისწავლი სტეპის მარტექის კურსზე?

ტერმინი “მარტექი” საერთაშორისო ბაზარზე უკვე კარგად დამკვიდრებული ცნებაა და ციფრულ პროფესიებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მარტექი (MarTech) მარკეტინგული ტექნოლოგიების (Marketing Technology) შემოკლებული ვერსიაა და აერთიანებს ყველა იმ ციფრულ ინსტრუმენტსა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც მარკეტინგული ამოცანების ეფექტურად შესრულებისთვის არის საჭირო.

2024 წლის მონაცემებით, MarTech-ის სამყაროში, უკვე 14,000-ზე მეტი ინსტრუმენტი არსებობს და დღითიდღე უფრო იზრდება. მარტექ სპეციალისტი არის ადამიანი, რომელიც ამ ინსტრუმენტების მნიშვნელოვან ნაწილში კარგად ერკვევა და მათ ოპტიმალურად იყენებს ბიზნესის მარკეტინგული სტრატეგიის გასაუმჯობესებლად. ინსტრუმენტების ზრდასთან ერთად, მარტექ სპეციალისტებზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც კარიერულად ძალიან პერსპექტიულ გარემოს ქმნის. 

სტეპის მარტექის კურსის მოკლე მიმოხილვა

სტეპის მარტექის კურსი მოიცავს ოთხ ძირითად მოდულს, რაც ეტაპობრივად აძლევს მსმენელს პრაქტიკულ ცოდნას და ყველა საჭირო უნარს ციფრული მარკეტინგის სფეროში:

პირველი მოდული ფოკუსირებულია ბრენდის ციფრულ გარემოში წარმოჩენასა და კომუნიკაციის სწორ სტრატეგიაზე. სტუდენტები შეისწავლიან ბრენდის ხასიათისა და Tone of Voice-ის განსაზღვრას, სამიზნე აუდიტორიის ავატარების შექმნას, საკომუნიკაციო სტრატეგიისა და საკომუნიკაციო ძაბრის შექმნას და გამოყენებას. ამ ეტაპზე ისინი ასევე დაეუფლებიან ტექსტებისა და ვიდეოების შექმნისა და დამუშავების AI ინსტრუმენტებს და რაც მთავარია, გაეცნობიან ქოფირაითინგის ფორმულებს და მთავარ პრინციპებს.

მეორე მოდული მთლიანად ეძღვნება Facebook-ს, Instagram-სა და Meta-ს ეკოსისტემას. მოიცავს Meta-ს სარეკლამო სტანდარტებს, Meta Business Suite-ს, მონაცემთა უსაფრთხოებასა და კონტროლს, სარეკლამო მენეჯერის სტრუქტურას, სარეკლამო კამპანიის მიზნებს, Bid სტრატეგიას, Campaign Buying Types-ს, ლიდების გენერაციას, მარკეტინგული ძაბრის გამოყენებასა და სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრას. ამ მოდულის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ განსაზღვრონ, თუ როგორ შეესაბამება სარეკლამო კამპანიის მიზნები ბიზნეს სტრატეგიებს.

მესამე მოდული ყურადღებას ამახვილებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაზე. მსმენელები შეისწავლიან CRM პლატფორმებს მონაცემთა ავტომატიზაციისთვის, Display Advertising-ს, ვიზუალური ბანერების შექმნისა და დამუშავების AI ინსტრუმენტებს და ბრენდის რეპუტაციის მართვას მარკეტინგულ პროცესებში.

მეოთხე მოდული ეხება Google Ads-სა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას. ის მოიცავს SEO-ს მნიშვნელობას და მისი გამოყენების პრინციპებს, SEO-ს საუკეთესო ინსტრუმენტებს, კომპანიის Google Map-ში დამატებასა და მის ოპტიმიზაციას, ასევე Google-ის ანალიტიკურ ხელსაწყოებს.

გარდა ამისა, კურსი მოიცავს ინფლუენსერებთან ურთიერთობის პრაქტიკებს, ბრიფის შედგენას და მიკრო და მაკრო ინფლუენსერების სპეციფიკებს.

სტეპის მარტექის კურსის ციფრული რეკლამის მიმართულებას ნათია ვაჭარაძე წაუძღვება. ნათიას და IT აკადემია STEP-ის თანამშრომლობა, წლების წინ დაიწყო და ის სტეპში, ციფრული მარკეტინგის სპეცილისტის პოზიციას იკავებს. ციფრულ მარკეტინგში, ნათიას გამოცდილება 15 წელზე მეტია და მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა PepsiCo, Lenovo, Acer, Glovo, EU NEIGHBOURS east, Rompetrol Georgia და სხვა.

ჩვენი მიზანია, კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებმა, მარკეტინგულ მიზნებთან შესაბამისობაში, შეძლონ ციფრული სტრატეგიის სწორად განსაზღვრა და ციფრული არხების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. სტეპის მარტექის კურსზე Meta-ს მოდული აგებულია Meta Blueprint სასწავლო კურსის შესაბამისად. აქ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, ჩააბარონ Meta Blueprint-ის ოფიციალური სასერტიფიკატო გამოცდები, როგორებიცაა Meta Certified Media Planning Professional და Meta Certified Media Buying Professional“.

რაც შეეხება კურსის კრეატიულ მიმართულებას და ქოფირაითინგს, მას ლაშა ცაგარეიშვილი წაუძღვება. ლაშა სტეპში შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. კონტენტ მენეჯმენტსა და ქოფირაითინგში ლაშას სართო გამოცდილება 10 წელზე მეტია და მოიცავს, როგორც ლოკალურ კომპანიებს და საჯარო სექტორს, ასევე გლობალურ ბაზარს. 

„დღეს, როცა ციფრული მარკეტინგი ყოველდღიურად ვითარდება, კონტენტი ისევ და ისევ ინარჩუნებს “მეფის” დიდებულ სტატუსს. მომხმარებლები ეძებენ ისეთ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც არა მხოლოდ პროდუქტის მახასიათებლებს ასახავს, არამედ თავისი შინაარსით, შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც ადამიანს, ცხოვრების გაუმჯობესებაშიც დაეხმარება. ხარისხიანი კონტენტს პირდაპირი გავლენა აქვს გაყიდვებზე. პროდუქტის მიმზიდველი აღწერა, Storytelling, კრეატიული ვიდეოები და ეფექტური ფოტოები მომხმარებელს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, ამცირებს პროდუქტის უკან დაბრუნებების რაოდენობას და ზრდის გამეორებულ შეკვეთებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგალითად eCommerce-თვის. კარგი კონტენტი არა მხოლოდ ყურადღებას იპყრობს, არამედ პირველ რიგში, აძლიერებს ბრენდის ნდობას.“

დღესდღეობით, ყველა თანამედროვე კომპანია იყენებს ციფრულ მარკეტინგულ არხებს, რაც მარტექის სპეციალისტებისთვის სამუშაოს მოძიებას ამარტივებს. ამ პროფესიით დასაქმება შესაძლებელია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ამასთან, მარტექის სპეციალისტებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ დისტანციურად და სამუშაო, მარტივად შეუთავსონ საკუთარი ცხოვრების სტილს.

მოკლედ, თუ გაქვს საკუთარი ბიზნეს წამოწყება ან უბრალოდ გიყვარს კომუნიკაცია, ხარ ცნობისმოყვარე და ეძებ ახალ შესაძლებლობებს, სტეპის მარტექის კურსი შენთვისაა!

[R]

HR აუდიტი – თქვენი კომპანიის წარმატების საკვანძო ინსტრუმენტი

ტვინის იმპლანტით ქალმა, რომელიც 17 წელი ვერ საუბრობდა, ლაპარაკი შეძლო!