16
Sep
2019

როგორ შევწყვიტოთ იმაზე დარდი, სხვები ჩვენზე რას იტყვიან

16 Sep 2019

შეგიძლია, შენი თავის საუკეთესო ვარიანტი გახდე, თუ რა თქმა უნდა, საკუთარ თავს იმის უფლებას არ მისცემ, სხვების აზრმა, უარყოფითად იმოქმედოს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შეგიძლიათ, გაიხსენოთ ის დრო, საშინლად რომ შფოთავდით? – მაგალითად, სანამ საჯარო გამოსვლა გექნებოდათ, მასშტაბურ შეხვედრაზე, რაღაცის სათქმელად, ხელს აიწევდით, ან უცნობი ადამიანებით სავსე ოთახში ჩაივლიდით…

რა არის შფოთვის მიზეზი? – შიში, სოციალური მიმღებლობის შიში.

იმაზე დარდი, სხვები რას იფიქრებენ ჩვენზე, თანამედროვე მსოფლიოს ირაციონალური და არაპროდუქტიულობის ხელშემწყობი აკვიატებაა, რომელიც ჩვენს ქმედუნარიანობაზე ნეგატიურ ეფექტს ახდენს.

თუ უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ იმას, რაც თქვენ უნიკალურად გაქცევთ – თქვენს ნიჭს, რწმენას, ღირებულებას და რაც შეიძლება მეტად კონცენტრირდებით იმაზე, სხვები რას იფიქრებენ თქვენს კონკრეტულ ინიციატივაზე, მით მეტად ავნებთ თქვენში არსებულ პოტენციალს.

თქვენ უსაფრთხო პოზას ეძებთ, რადგან კრიტიკის გეშინიათ… დაცინვის, უარყოფის და თქვენ ნებდებით… რადგან შედეგზე არანაირი გარანტია არ გაქვთ. თქვენ დიდ შეხვედრაზე აზრის გამოსათქმელად, ხელს არ აიწევთ, დაწინაურებას ვერ მოითხოვთ იმიტომ, რომ ფიქრობთ, საკმარისად კვალიფიციურად არ მიგიჩნევენ და სხვა.

ეს აკვიატებული მდგომარეობა ჩვენს წინაპრებსაც აწუხებდათ. ტომის რომელიმე წევრს, ნადირობიდან დაბრუნებულს, ზურგზე თუ ნადავლი არ ეკიდა, ეს მის ადგილს იმ საზოგადოებაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. და დღეს, იმ სურვილით, რომ რაღაც ჯგუფთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოთ, პრიორიტეტებს მათი გადმოსახედიდან ანაწილებთ.

თუ აღმოაჩინეთ, რომ სხვების აზრზე დამოკიდებული ხდებით, დროა, ამ სტრესზე რეაგირებიდან სასარგებლო გამოსავალი გამოცადოთ:

პირველ რიგში, უნდა შექმნათ პირადი სახელმძღვანელო, თუმცა, მანამდე, საჭიროა იმ ფრაზების მოფიქრება, რომლითაც თავდაჯერებას აიმაღლებთ: „საჯაროდ საუბარი კარგად გამომდის“, „მთელს ძალისხმევას ვდებ სამსახურში და ამიტომ შემიძლია, ჩემს უნარებს ვენდო“, „ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი“, „სრულიად მზად ვარ დაწინაურებისთვის“ – ეს წინადადებები დაგეხმარებათ, საკუთარ უნარებსა და შესაძლებობებზე კონცენტრირდეთ და ნაკლები იფიქროთ იმაზე, სხვები რას იფიქრებენ. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამით ტვინს სიგნალი მიეცით, რომ გარდაუვალი საფრთხის წინაშე კი არა, იმ შესაძლებლობის პირისპირ დგახართ, რომლითაც საოცარ შედეგებს მიაღწევთ.

შესავლისთვის ეს წინადადებები გამოიყენეთ, თუმცა, ამ აკვიატებისგან გასათავისუფლებლად საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა მოგიწევთ:

მოკლედ, იმისთვის, რომ თქვენი თავის საუკეთესო ვარიანტი გახდეთ, ჯერ თავად უნდა გაიგოთ, ვინ ხართ და შემდეგ, ეცადოთ, კონკრეტული ფრაზა მოარგოთ თქვენს საბაზისო რწმენებსა და ღირებულებებს.

მაგალითად, ბიზნესმენი და Seattle Seahawks-ის ქოუჩი, პიტ ქეროლი ამბობს, რომ „მუდმივი კონკურენცია“  მისი პერსონალური ფილოსოფიაა. ამ აზრს მიდევნება კი პიტის მუდმივ ბეჯითად შრომაში გამოიხატება. ეს არა დევიზი, არამედ ქმედებების, ფიქრებისა და გადაწყვეტილებების კომპასია – სახელმძღვანელო ყველა მიმართულებით, როგორც ქოუჩის, მამის, მეგობრის, თუ ნებისმიერი სხვა როლით, საზოგადოებაში.

თუმცა, სანამ პერსონალურ მსოფლხედვას ერთ კონკრეტულ წინადადებაში მოაქცევდეთ, საჭიროა, საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა დაუსვათ:

როცა მოწოდების სიმაღლეზე ვარ, რა ფიქრები და მოქმედებები განსაზღვრავს ჩემს ასეთ მდგომარეობას?
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემთვის ავტორიტეტები არიან?
და სად გადის მათ მიერ ჩემი, როგორც პიროვნების აღიარების ზღვარი?
რომელი გამონათქვამები მიყვარს? რომელი სიტყვები ახდენს ჩემზე პოზიტიურ ეფექტს?

მას შემდეგ, რაც ამ კითხვებს უპასუხებთ, ის ვარიანტები შემოხაზეთ, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს პიროვნებას. ამის შემდეგ, შეეცადეთ, მოიფიქროთ ან მოძებნოთ ისეთი ფრაზა, რომელიც ხაზს უსვამს ზუსტად იმას, ვინ ხართ და როგორი გინდათ, იყოთ. დაამუშავეთ ის, დაიმახსოვრეთ და მის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანას ეცადეთ.

ერთ-ერთი ქოუჩი, მაიკლ ჯერვეისი ამბობს, რომ სპორტსმენებთან ურთიერთობისას მიხვდა, რა ძალა იდგა უმოწყალო თავდადების მიღმა, რაც მათ გამძლეობას უზრუნველყოფდა. ეს იყო შინაგანი კომპასი, იმდენად მტკიცე და იმდენად უდრეკი, რომელსაც ისინი აუცილებლად მიჰყავდა დანიშნულების ადგილ – მიზანთან.

მას შემდეგ, თქვენს ფილოსოფიას შექმნით დაიწყეთ მისი ცხოვრებაში გადმოტანა. თქვენს ინიციატივებთან დაკავშირებულ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებთან ჰარმონიულად დაიწყეთ ურთიერთობა. უთხარით ოჯახის წევრებს, რომ გიყვართ. ქორწილში იცეკვეთ. გარისკეთ. ეცადეთ, აკეთოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ და იყოთ ის, ვინც ხართ. და შემდეგ, ეს პროფესიულ საქმიანობაში გადმოიტანეთ. პრეზენტაცია გამართეთ. გაბედეთ დაწინაურების მოთხოვნა. აკეთეთ ის, რაც სხვებში უკუკავშირის სურვილს აღძრავს.

როგორც კი იგრძნობთ, რომ ხალხის აზრის გათვალისწინება ნებისმიერ – პირად თუ საქმიან გადაწყვეტილებებში გაბრკოლებთ,მოუხმეთ თქვენს შინაგან კომპასს და მას მიჰყევით.

პერსონალური ფილოსოფიით ცხოვრება ძალიან დიდ ძალისხმევას გაუტეხლობას, თავდაუზოგავ შრომას გულისხმობს. და როცა საკუთარ თავზე პასუხისმბეგლობას მხოლოდ და მხოლოდ თქვენ აიღებთ და თქვენს თავს არ უღალატებთ, თავდაჯერებულობაც იმდენად მტკიცე გექნებათ, რომ საზოგადოებაში თავის დამკვიდრების შიში ვეღარასდროს გადაწონის იმის ხმამაღლა თქმის, გაკეთების  სურვილს, რასაც თქვენი პერსონალური ფილოსოფია გკარნახობთ.

წყარო: HBR



განხილვა