in ,

რას იწონის თქვენი ჩანთა?! – Microsoft-ის ინიციატივა ხერხემლის დაავადებების წინააღმდეგ

Microsoft-მა ჩვენს ჯანმრთელობაზე, კერძოდ კი ხერხემალზე იზრუნა. კომპანიამ შექმნა ოპტიმალური წონის (766 გრ) ტაბლეტი, რომელიც თავისუფლად ჩაგინაცვლებთ ლეპტოპს. Microsoft Surface Pro 4 – ასე ჰქვია პლანშეტს, რომელიც ყოველდღიურობას შეგიმსუბუქებთ.

უცნაურია, მაგრამ რაც მეტი მობილური მოწყობილობა გამოდის, მით მეტად ივსება და მძიმდება ჩვენი ჩანთაც. Microsoft-ი გამოსავალს გვთავაზობს.

ახალი პროდუქტის გასაცნობად სტოკჰოლმის ბიზნეს ოლქში ადამიანის სხეულის გასაშუქებელი სპეციალური ლაივ სკანერი დამონტაჟდა. მის წინ მდგომ ადამიანს მარტივად შეუძლია დაინახოს, თუ რა ზიანი მოაქვს მისთვის მძიმე ხელჩანთას, ან მის არასწორად დაჭერას.

ყოველდღიურად სიმძიმის ტარება ყოველ მეოთხე ადამიანს უწევს. შვედეთში ამ პრობლემით გამოწვეული ზურგის ან კისრის ტკივილით ყოველი მეორე იტანჯება. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ამ სტატისტიკის შეცვლას Microsoft-ი?!

 

თქვენ არ ირჩევთ Skoda-ს, Skoda თავად გირჩევთ თქვენ! – სახალისო Test Drive

მაღაზიებისკენ მიმავალი გზის რუკა – OBI-მ ბზარებს შენობებზე შემოქმედებითი ფუნქცია მოუძებნა