in

რას ნიშნავს ეიდეტიკური მეხსიერება?

M2
M2

ის, რასაც ფოტოგრაფიულ მეხსიერებას უწოდებენ, რეალურად არ არსებობს… საქმე ეიდეტიკურ მეხსიერებასთან გვაქვს, რაც ოპტიკურ ილუზიას ჰგავს. დიახ, აქაც ადამიანებს კონკრეტული სურათების გახსენება შეუძლიათ, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ჩვენს წარმოსახვაში არსებული ფოტოგრაფიული მეხსიერებისგან განსხვავებულია…

ახლა კი განვიხილოთ, რა არის, ვის აქვს, რამდენად სრულყოფილია და შეგვიძლია თუ არა ეიდეტიკური მეხსიერების შეძენა. 

რა არის ეიდეტიკური მეხსიერება?

ტერმინი ბერძნული სიტყვიდან ხილული ფორმა მოდის და ეწოდა იმას, რასაც ადამიანები ფოტოგრაფიულ მეხსიერებას უწოდებენ. “ეს კი იმიტომ, რომ სურათების მსგავსად, მეხსიერების კონკრეტული ტიპი მკაფიო და დეტალურია, — განმარტავს ანეტ ტეილორი, კოგნიტიური ფსიქოლოგიის პროფესორი.

თუმცა ეიდეტიკური მეხსიერების ქონა არ ნიშნავს იმას, რომ წლების წინ ნანახი ნივთის ფერს გაიხსენებთ… თქვენ სურათის დანახვას, ხმის მოსმენასა და სუნის შეგრძნებას ისე შეძლებთ, თითქოს იგი თქვენ თვალწინ იყოს. ეს კი მისი გაქრობის შემდეგ, საკმაოდ ცოტა დრო გრძელდება. 

აქ დანახვა ნამდვილად იგულისხმება. კვლევებმა, რომლებიც ეიდეტიკური მეხსიერების მქონე ადამიანებზე, იგივე ეიდეტიკებზე ჩაატარეს, აჩვენა, რომ მათი თვალები რეალურ დროში ისე მოძრაობდა, თითქოს ნამდვილად ხედავდა იმ სურათს, რომელსაც აღწერდნენ. თუმცა თუ მათ ჰკითხავთ, რა მოხდა გასულ კვირას, წარსულ დროში გიპასუხებენ, ხოლო იმაზე, რაც სულ ცოტა ხნის წინ იყო, პასუხს აწმყოში გაგცემენ.

არის თუ არა ეიდეტიკური მეხსიერება სრულყოფილი?

ეიდეტიკური მეხსიერება სრულყოფილი არ არის… მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფიული და ეიდეტიკური მეხსიერების პროცესი უნებლიე, ავტომატურ ქმედებად მიიჩნევა, სინამდვილეში, მას გარკვეული დრო სჭირდება. ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში სუბიექტებს საკითხის შესწავლისთვის ხშირად 30 წამს აძლევდნენ, თუმცა მიღებული შედეგები მაინც არ იყო უტყუარი.

ეიდეტიკერების მოგონებები გასაოცარია, მაგრამ იშვიათად არის სრულყოფილი. ისინი ხშირად მცირე შეცდომებს შეიცავს, მათ შორის ისეთსაც, როგორიც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება, — ამბობენ მკვლევრები.

ვის შეიძლება ჰქონდეს ეიდეტიკური მეხსიერება?

ეს ასაკთან დაკავშირებული ფენომენია და საკმაოდ იშვიათად გვხვდება. შესაძლოა, ეიდეტიკური მეხსიერება ბავშვებს ჰქონდეთ, მაგრამ სკოლაში წასვლისას ეს უნარი დაკარგონ… კვლევებმა აჩვენა, რომ კონკრეტული ფენომენი ბავშვების 8-12%-მდე გვხვდება, ზრდასრულებში კი ეს მაჩვენებელი 0-ს უდრის. აქვე უნდა ვთქვათ, რომ რეალური მიზეზი ცნობილი არ არის… 

ნეირობიოლოგი ენდი ჰადმონის აზრით, ამას ადამიანის განვითარება იწვევს, რაშიც ენობრივი უნარების შეძენას გულისხმობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზით კი ეიდეტიკური მეხსიერების დაკარგვა აბსტრაქციული აზროვნების განვითარებასთან არის დაკავშირებული. 

ზოგიც კი ფიქრობს, რომ ამის ახსნა, ბევრად დამაჯერებლად და მარტივად, ისეთ კითხვაზე პასუხის გაცემით შეიძლება, როგორიცაა — ნამდვილად გსურთ გაიხსენოთ ყველაფერი, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გინახავთ?.

შესაძლებელია თუ არა ეიდეტიკური მეხსიერების შეძენა?

თუ მკვლევრების მოსაზრებას დავეყრდნობით, ეიდეტიკური მეხსიერებით დაბადება შესაძლებელია, მაგრამ მისი შეძენა — არა. მიუხედავად ამისა, მრავალი ხერხი არსებობს, რითაც ადამიანებს ტვინის ვარჯიში მათთვის სასურველი საკითხების დასამახსოვრებლად შეუძლიათ.

მაგალითად, ბევრ პროფესიონალ მოჭადრაკეს ფიგურების განლაგების დამახსოვრების უნარი აქვს. ჭადრაკის დაფის ზუსტი გამოსახულების აღქმა ინდივიდებს რამდენიმე დაფაზე თამაშის საშუალებასაც აძლევს, მაშინაც კი, როცა თვალახვეულნი არიან, — ამბობს ენდი ჰუდმონი, ნეირობიოლოგი.

თუმცა მათ შემთხვევით შექმნილი ნიმუშების დამახსოვრება ვერ მოახერხეს… სწორედ ამიტომ, თვლიან, რომ ეიდეტიკური მეხსიერება მოზარდებში ნაკლებად არსებობს, ყოველი შემთხვევისათვის ჯერ ამის არანაირი მტკიცებულება გვაქვს.

საქართველოში Hollywood Film Academy-ს პირველი ფილიალი იხსნება!

აკაკი რაზმაძე – #პირველისამსახური